მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ

სულიერი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ


20-01-2016, 00:14

 

 

   რთული და არაორდინალური აღმოჩნდა ტოტალური ათეიზმის ეპ-ოქიდან რელიგიისა და ეკლესიის როლის ტრადიციული გააზ-რებისაკენ გადასვლის პროცესი. საჭირო იქნება დიდი დრო და ძალები, რათა ტრადიციულმა სულიერმა და ზნეობრივმა ფასეუ-ლობებმა კვლავ დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი ადამიანთა ცნობიერებასა და ცხოვრებაში. დღეისათვის კი, ფრიად სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი ვითარება, რომლითაც მოხერხებულად სარგებ-ლობდნენ როგორც ეკლესიისაგან დიდი ხნის წინათ უარყოფილი და მისი მაცხოვნებელი სხეულიდან მოკვეთილი რელიგიური მიმდი-ნარეობები, ასევე ათასი ჯურის ახლადგამოჩეკილი ფსევდორე-ლიგიური და დესტრუქციულ - რელიგიური წარმონაქმნები.

   საყოველთაო აპოსტასიის თანამედროვე ეპოქა, რომელსაც მრავალი პოსტქრისტიანულსაც უწოდებს, ნეოწარმართობის არნახული აყვა-ვებით ხასიათდება. ნეოწარმართული კულტურა აქ, ამ ქვეყნად უხვად ჰპირდება ადამიანს ბედნიერებას, სიუხვესა და ყოველგვარ სია-მოვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში იძლევა ქვას ნაცვლად პურისა და გველს ნაცვლად თევზისა. მათი მოღვაწეობის შედეგები ფრიად სავალალოა! ზნეობრივი გახრწნილება, დანგრეული ოჯახები, განა-დგურებული ჯანმრთელობა, მასობრივი თვითმკვლელობები და მკვლელობები - აი, რას იღებს ადამიანი დაპირებული ბედნიერების ნაცვლად. ამიტომ, საჭიროა ყველა ჯანსაღი საზოგადოებრივი ძალის, საღადმოაზროვნე და პატიოსან მოქალაქეთა გაერთიანება, რათა წინ აღვუდგეთ ისედაც ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ დამანგრეველ ტოტალიტარულ სექტებს და მათ წარ-მომშობ ნეოწარმართობას და ოკულტიზმს.

   საქართველოში მოქმედი არასახელმწიფოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ რიგი უცხოეთის სახელმწიფოებისა ცდილობს გრძელვადიან პერსპექ-ტივაში განათლების სისტემა გამოიყენოს დასავლურ ფასეულო-ბებზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბე-ბისათვის.

   უცხოეთიდან (უმთავრესად აშშ-დან) ფინანსირებული ისეთი სექ-ტანტური ორგანიზაციები, როგორებიცაა "იეღოვას მოწმეები", "საენ-ტოლოგთა ეკლესია", "მორმონები", "გაერთიანების ეკლესია" (მამუ-ნიტები) და სხვანი რელიგიურ საფარქვეშ, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ნიღბით აყალიბებენ მრავალმხრივ განშტოებულ მართვის სტრუქტურებს, რომელთა მეშვეობით მოიპო-ვებენ ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა სახის ინფორმაციას.

   მისიონერულ ორგანიზაციებთან მოვლენილი ე.წ. ტრადიციული (კათოლიკური, პროტესტანტული) თუ არატრადიციული რელი-გიური დაჯგუფებები მიზანმიმართულად მუშაობენ, რათა შექმნან პირობები მოსახლეობის "სოციალურ-ფსიქოლოგიური კოდის" შესაცვლელად, რაც ავტომატურად გამოიწვევს მართლმადიდებლო-ბასთან შესისხლხორცებული ქართული სახელმწიფოებრივი ისტო-რიის ამოშლას ქართველი კაცის მეხსიერებიდან, რის შედეგადაც ძალიან მალე ისეთი მცნებები, როგორებიცაა სამშობლოს სიყ-ვარული, მოყვასისათვის თავდადება... ღიმილსღა აღძრავს ახალი თაობის ქართველებში.

   დღეს, მართლმადიდებლურ სამყაროზე სექტების მეშვეობით განხ-ორციელებული რელიგიური აგრესიის თემა მჭიდროდაა დაკავში-რებული მსოფლიო გლობალიზაციის საკითხებთან. სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არავის დაუსვამს მართლმადიდებლური სექტადმცოდნეობის დარგის განვითარების საკითხი. ჩვენთან დღემდე არ დაარსებულა სექტების პრობლემით პროფესიულად დაკავებული ამ საკითხზე მომუშავე და მართლმადიდებელ ეკ-ლესიასთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიის სოციოლოგთა გუნდი.

   სექტებზე საუბრისას ჩვენ ვერ ავუვლით კიდევ ერთ, ჩვენის აზრით, მნიშვნელოვან მომენტს. კერძოთ, გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს, თანამედროვე სექტანტობაში ახალი არაფერია და რომ ყველა მათი სწავლება დაწვრილებითაა განხილული და უარყოფილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის წმ. მამათა ეპოქაში, ამიტომ, თანამედროვე სექტანტებთან პაექრობისას სავსებით საკმარისია მსოფლიო თუ ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე დაგმობილ ცრუ სწავლებათა მამხილებელი არგუმენტაციის საფუძვლიანი ცოდნა. მაგრამ მთელ რიგ სექტებს, მაგალითად ტრანცენდენტალურ მედიტაციას, საენ-ტოლოგებს, ან ხსნის არმიას საერთოდ არ გააჩნიათ სწავლება ღმერთზე, ქვეყნისა და ადამიანის შექმნაზე, ცოდვით დაცემაზე, გოლგოთის მსხვერპლით კაცობრიობის გამოსყიდვაზე და ა.შ. დანარჩენთაგან უმრავლესობას აღნიშნულ საკითხებზე დოგმატური სწავლება ან საერთოდ არა აქვს შემუშავებული და საჭიროების მიხედვით ცვლის მას, ან მეტნაკლებად ამთხვევს "ზოგადპრო-ტესტანტულ" შეხედულებებს. არსებობს ისეთი სექტებიც (მაგ. "ჰერბალაიფი"), რომლებშიც სარწმუნოებრივი სწავლების სისტემა საერთოდ არ არსებობს და მათთან უმთავრეს მომენტად მიჩნეულია ორგანიზაციული საკითხები და საკუთარ ადეპტებზე მკაცრი კო-ნტროლის განხორციელება.

   გასული საუკუნეების მწვალებლური საკრებულოებისაგან განსხვა-ვებით, თანამედროვე ტოტალიტარულ სექტებში სრულიად ახალი, მათი სტრუქტურა და ორგანიზაცია - პროპაგანდის, საკუთარ ადეპტთა ცნობიერების კონტროლირების მეთოდები, მათი მორგება მასობრივ კულტურასთან და აგრესიული გავრცელება მარკეტინგის და რეკლამის მეშვეობით თანამედროვე სახელმწიფოთა დემო-კრატიული სისტემების სისუსტეების ოსტატური გამოყენება. და ბოლოს, ახალია თავად ტოტალიტარიზმი თანამედროვე სექტებისა, მათი შერწყმა საერთაშორისო ბიზნესთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, და, არც თუ იშვიათად, ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთან. მართალია, ამ მიმართულებით ჩვენ თითქმის ვერაფერს ვპოვებთ გასული საუკუნეების ეკლესიის მნათობთან, რამეთუ ამ პრობლემებთან მათ შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ როგორ კადნიერადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ სულიერად უძლურები, მაგრამ ღვთის წყალობისა და წმ.მამების ლოცვების მოიმედენი, უნდა შევეცადოთ ჩვენი ძალების სადარი პასუხი მაინც გავცეთ თან-ამედროვე წარმართული მსოფლიოს ამ გამოწვევას. და თუ ჩვენ არ გვეცოდინება თუ რა ხერხებით, რა საშუალებებით აცდუნებენ ისინი ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ დამღუპველ გზას ავარიდოთ ტოტალიტარული სექტებისა და დესტრუქციული კულ-ტების ახალი და ახალი მსხვერპლნი.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება