მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სწავლება უფლისა ანტიქრისტესა და სამყაროს აღსასრულზე - სქემმონაზონი იოსებ ვატოპედელი
სწავლება უფლისა ანტიქრისტესა და სამყაროს აღსასრულზე - სქემმონაზონი იოსებ ვატოპედელი29-12-2015, 00:02 |
და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუხდეს მას მოწაფენი თვისაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსვლისა და აღსასრული ამის სოფლისა? (მათ. 24.3). ცოტათი ადრე მოწაფეები იერუსალიმის ტაძრის მშვენიერებაზე ესაუბრებოდნენ მოძღვარს, რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მოსიმინეს: "ამინ გეტყვი თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღვეს" (მათ. 24.2). ამგვარი წინასწარმეტ-ყველური პასუხის შემდეგ მოწაფეები გაკადნიერდნენ და მისი მეორედ მოსვლისა და სამყაროს მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ გამოჰკითხეს. სანამ მაცხოვარი განმარტებას შეუდგებოდა გააფრ-თხილა ისინი: "ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ" (მათ. 24.4). ყოვლისმხედველმა უფალმა უწყოდა სატანის ჩანაფიქრი, რომ მასში არსებული ყოველივე ბოროტებით, სიცრუითა და საცდურებით მიუდგებოდა მათ და შემდეგ ნაცად ხერხს გამოიყენებდა. დაცემულ კაცობრიობას უფალმა თავისი წინასწარმეტყველთა, მარ-თალთა და წმინდა მოციქულთა ბაგით მრავალგზის მიმართა, ვიდრე აღვსებამდე მის ჟამისა (შეად. ეფ. 1.10). ბოლოს, სიმდაბლით მოსილი, თავად მოევლინა კაცობრიობას, რათა განეახლებინა და ეცხონებინა ადამიანი. კაცთმოძულე ეშმაკი არც ამის შემდეგ შეეშვა ქრისტიანთა შორის ღვარძლისა და მტრობის თესვას. ეშმაკისაგან ცდუნებულნი ქმნიან ერესებს და ყოველგვარ საცდურს, რათა განაშორონ ადამიანები ჭეშმარიტ სარწმუნოებას. უფლის მსგავსად, რომელიც მრავალგზის შეგონების შემდეგაც არ გვტოვებს ადამიანებს, ეშმაკიც არ ეშვება ბოროტ განზრახვას, თავის მთავარ იარაღს - "კაცს უსჯულოებისა" საბოლოოდ ის არის "შვილი იგი წარსაწყმედელისა" (2 თეს. 2.3), უსამართლობისა და ბოროტების განმხორციელებელისა. ეს იქნება ანტიქრისტე - უკანსკნელი გვირგვინი ღვთის მტრობისა. რა თქმა უნდა, მოწაფეები ჯერ საიმისოდ მზად არ იყვნენ, ვერ ჩაწ-ვდნენ ესქატოლოგიური პერსპექტივის სრულ სიღრმეს, მაცხოვრის მიერ გადმოცემულს. მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთმა არა მხოლოდ მოციქულებს, არამედ ყველას მიმართა: "ხოლო რომელსა ესე გეტყვით თქუენ, ყოველთა გეტყვ: მღვიძარე იყვენით" (მარკოზ. 13.37), ანუ ჩვენც მიგვითითა მტაცებელი, ცხვრის ტყავში გახვეული მგლებისაგან დავიცვათ თავი: „რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუ-ნებდნენ". ცხადია, მახარებლის მომდევნო ტექსტზე ვერ ვიტყვით, რომ ის სრულიად ესქატოლოგიურია, ვინაიდან მაცხოვარი ასევე საუბრობს რომაელების მიერ (70 წ. ქ. შ. შემდეგ) იერუსალიმის აღებასა და ამ მოვლენის საშინელ შედეგებზე. მოდით, გვერდზე გადავდოთ მონათხრობის ისტორიული ასპექტი, ვით ყველასათვის ცნობილი და მივმართოთ მთავარ სათქმელს, კერძოდ, ესქატოლოგიას. "და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალ-თა" (მათ. 24.11). მომდევნო სტრიქონი "რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისა" (მათ. 24.15) - ჩვენი აზრით, არა იერუსალიმის განა-დგურების ისტორიულ ფაქტს, არამედ მომავალში მოსალოდნელ საშინელ სამსჯავროსა და სამყაროს აღსასრულს მოასწავებს. ამას ადასტურებს მახარებელის სიტყვებიც: "რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს" (მათ. 24.21). ტიტეს მიერ იერუსალიმის განადგურებას, ტრაგიკული მასშტაბის მიუხედავად, ვერ მივიჩნევთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძიმე და და საშინელ მოვლენად. სამყაროში, ურიცხვი ბოროტება და სისასტიკე მომხდარა, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ გამოვყოფთ, ვით ყველაზე საშინელს. მათე მახარებელის მიერ აღწერილი ტრაგიკული მოვლენები მხოლოდ სამყაროს აღსასრულის წინ აღესრულება, როდესაც შესაფერისი ნიადაგი გამზადებული იქნება, ანუ როდესაც ადამიანების "ნორმალური" მდგომარეობა ცოდვის მონობა შეიქნება. ჭეშმარიტი სიყვარული, მცირერიცხოვან ქრისტიანთა გარდა, ყველას განუქარდება. მაცხოვრის სიტყვისამებრ "აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფება მეუფებასა ზედა" (მათ. 24.7). უნდა ვაღიაროთ, რომ თანამდროვე ქრისტიანები ჯეროვნად ვერ ვიაზრებთ მაცხოვრის ამ სიტყვებს. განა ჩვენი დრო არ არის ყველაზე მზაკვრული, განა დღეს ნებისმიერი სახელმწიფო თავის ვალდებულებად არ მიიჩნევს ავნოს მეზობელ ქვეყანას, განა პირფერობითა და სიცრუით მოქმედი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნების ძარცვას თავიანთი ქვეყნის წარმა-ტებად არ მიიჩნევენ? როდესაც არნახულ მასშტაბს იძენს ძარცვა, სიცრუე, სიძულვილი, უსუსურებისა და უძლურების დაუფარავი ჩაგვრა, სამართლიანობა საყოველთაოდ უგულებელყოფილია, ხოლო ანგარება და ვერცხლისმოყვარეობა წარმატების ნიშანია, თითქოს ბუნებრივად ოყოს ეს "ჩადებული" ადამიანის ბუნებაში ისე ძალუმად, რომ დამნაშავენი საყოველთაოდ განიდიდებიან, ვით გმირები? დღეს უსინდისობას საზომი არა აქვს. დღეს გაბატონდა პრინციპი: "შენი სიკვდილი - ჩემი ცხოვრებაა", რაც საერთაშორისო ურთიერ-თობის ნორმა ხდება. თუ დღეს უკვე აშკარაა ყოველგვარი ზნეობრივი ნორმის ნგრევა, კიდევ რაღა უშლის ხელს "წარწყმედის შვილის" გამოჩენასა და სატანის ჩანაფიქრის აღსრულებას? ამასთან, მსო-ფლიოში არსებული ქაოსი კიდევ უფრო მძლავრ დარტყმას აყენებს "აყვავებულ" ცივილიზაციას! უფლის მომდევნო სიტყვებში მთლიანად ესქატოლოგიური პერსპ-ექტივაა წარმოჩენილი: "მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა თუ იქა, ნუ გრწამნ", შემდეგ: "რამეთუ, ვითარცა ელვა რაჲ გამობრწყინდის მზისა - აღმოსავალთათ და ჩანნ ვიდრე დასავა-ლამდე, ეგრეთ იყოს მოსვლაჲ ძისა კაცისა" (მათ. 24. 23; 27). აი, საკმაოდ ცხადი ტექსტი უკანასკნელი ჟამის მოვლენებისა, რომ-ელიც ადასტურებს ჩვენს რწმენას მეორედ მოსვლის შესახებ! ეს გახლავთ ერთადერთი მოვლენა, რისი მაიმუნური მიბაძვა ვერ ხელეწიფება ცრუმესიას (საქმე. 20.29), მიუხედავად მასზე დაშვებული ძალაუფლებისა. მაცხოვარი ერთხელ მოვიდა ქვეყნად დამდაბლებული სახით და აღ-ასრულა მსოფლიო ცხონების საქმე. ის კვლავ მოვა, უკვე მთელი თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებითა და დიდებით, რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს ხელეწიფება. ცოდნა მეორედ მოსვლის შესახებ მარადჟამ უნდა ჰქონდეს ქრისტიანს გონებაში, რაკი ახლოვდება ცრუმესიის მოსვლის ნიშნები და არავინ ცდუნდეს ცრუ სასწაულებით, რომ ნიღბავენ მის სატანურ არსს! უფალი ბრძანებს: "რამეთუ აღდგენ ქრისტე - მტყუარნი და ცრუ-წინასწარმეტყველნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა" (მათ. 24.24). ჭეშმარიტად, ყველა საფრთხისა და საცდურის შესახებ გვაუწყა უფალმა, "რომელმანც სული თვისი დასდვა ცხოვართათვის". რას ნიშნავს შემდეგი სიტყვები: "ცთუნებამდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა"? სიცრუე იმდენად ოსტატურად იქნება შენიღბული და შეფარული, რომ აცდუნებს ყველას, ბრძენად და გონიერად რომ მიიჩნევენ თავს, მაგრამ ვერ აცთუნებს რჩეულებს (შეად. რომ. 11.5) - მათ, ვისაც ღვთის მადლმა მოუწოდა, იტვირთეს ჯვარი უფლისა და წმინდად იცხოვრეს. უფალმა სხვა ნიშნებზეც მიგვითითა: "მზე დაბნელდეს, და მთოვა-რემან არა გამოსცეს ნათელი თვისი, და ვარსკვლავნი დამოცუვენ ზეცით და ძალნი ცათანი შეიძრნენ" (მათ. 24.29). მამების თანახმად, უფლის მეორედ მოსვლას წინ უძღვის სტიქიების რღვევა და ზეციური მნათობების ქრობა, რაც იმის დასტურია, რომ თავად ღმერთი გამოჩნდება თავისი დიდებით. მაშინ გამოჩნდება ჯვარი ცხოველი, სამყაროს გადარჩენისა და ბოროტ ძალებზე საბოლოო გამარჯვების, სიკვდილის დამარცხებისა და სამყაროს განახლების იარაღი. "და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა, და მაშინ იტყოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (მათ. 24.30). კაცთმოყვარე ღმერთი, თავის მცირე სამწყსოს მიჰმადლებს კადნიერებას შეხვდეს ზეციდან მომავალ უფალს. მარკოზ მახარებელის მონათხრობი ბოლო ჟამის მოვლენების შესა-ხებ შეესატყვისება მათე მოციქულის მოთხრობილს, ოღონდ უფრო შეკვეცილი სახით. წმინდა ლუკასთან ხაზგასმითაა საუბარი იერუ-სალიმის წარმართებისაგან შეურაცხყოფისა და სავალალო ბედის შესახებ, რომელიც გაგრძელდება, ვიდრე არ "დაეცნენ პირითა მახვილისათა და წარიტყვენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალიმ დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრუ-ლნეს ჟამნი წარმართთანი" (ლუკ. 21.24); სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ ისტორიულ მოვლენებს ესქატოლოგიური ერწყმის. მაგრამ უფალს რომ თავად არ ეუწყებინა ანტიქრისტეს შესახებ, მაშინ ღვთის გამოცხადებაში მოყვანილი აშკარად წინასწარმეტყველური სხვა ტექსტების მიხედვით უდავოდ დავასკვნიდით, რომ უმრავლესი მათგანი მხოლოდ ესქატოლოგიური ნიშნით უნდა განიმარტოს. წმინდა წერილის წინასწარმეტყველური ტექსტების უმრავლესობა არაერთგვაროვანი აზრისაა. ისინი მეტაფორულად წარმოგვიჩენენ ეკლესიის ცხოვრების განსხვავებულ ფრაზებს, მის ბრძოლას ბნელ ძალებთან და სატანის იარაღთან. მაგრამ უმთავრესი მასში მეორედ მოსვლასა და ანტიქრისტეზე წინასწარმეტყველებაა. ის (ანტიქრისტე), თავის დროზე, ქრისტიანების ყველაზე მტარვალ მტრად მოგვე-ვლინება, წარსულში ყველა ტირანს გადაამეტებს სისასტიკით. ისიც ცხადია, რომ მართლების განსაცდელი ეშმაკისაგან უწინდელზე ძლიერი იქნება, რაც ქრისტიანებს ღრმა მწუხარებაში ჩააგდებს. სამაგიეროდ, ეკლესიის საბოლოო გამარჯვება უმთავრეს მტერზე - ანტიქრისტეს მოკვდინებითა და ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლით დასრულდება. მოისმინეთ, როგორი სიცხადით აღესრულება უფლის სიტყვა: "გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა" (ლუკ. 6.23). წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა პირველმა გამოიყენა ტექსტში სახე-ლი "ანტიქრისტე". მასზე საუბრობს იგი გამოცხადებაშიც და ეპის-ტოლეებშიც. ღვთისმეტყველის პირველ კრებით ეპისტოლეში ვკი-თხულობთ: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამი არს და ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტესნი მრავალნი არიან, ვინაიცა იწყით, ვითარმედ უკანასკნელი ჟამი არს" (1 იონ. 2.18). ანტიქრისტე უნდა მოვიდეს! - გვახსენებს ამას და იქვე დასძენს, რომ მსოფლიოში უკვე მრავალი მისი წინამორბედი - მცირე "ანტიქრის-ტეები" არიან. შემდეგ განმარტავს, თუ ვინ არიან ეს ანტიქრისტეები, რომლებმაც უარყვეს მამა და ძე: "ვინმე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარყოს მამაჲ და ძე" (1 იონ. 2.22). ამრიგად, მართალი სარწმუნოების განმსაზღვრელმა უნდა აღიაროს ჭეშმარიტი ღმერთობა იესო ქრისტესი, ვინც განკაცდა ჩვენი ცხონებისათვის. რომელიც სხვაგვარად აღიარებს მას, თავის თავში ატარებს ანტიქრისტეს სულს. "და ყოველმან სულმან რომელმან არ აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთვის..." (1 იონ. 4.3). მეორე კრებით ეპისტოლეშიც იმავეს ადასტურებს წმინდანი: "რამე-თუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესო ქრისტესა ხორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე" (2 იონ. 1.7). ამრიგად, მაცხოვრის სიყვარული მოწაფე მორწმუნეთ გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ არა მხოლოდ მთავარ ანტიქრისტეს, რომელიც შესაძლოა ვერც კი ვიხილოთ, არამედ მის წინამორბედებს, რომლებმაც გაილაშქრეს ეკლესიის წინააღმდეგ. მაშ, ვინ არიან ის ერეტიკოსები და ცრუმოძღვრები, სახარებასა და მოციქულებრივ სწავლებას რომ ამახინჯებენ და ოდნავადაც არ იღწვიან მიბარებული სამწყსოსთვის?!
სქემმონაზონი იოსებ ვატოპედელი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |