მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ღვთის განკაცება ადამიანის განღმრთოების გამო განხორციელდა - არქ. გიორგი კაფსანისი

ღვთის განკაცება ადამიანის განღმრთოების გამო განხორციელდა - არქ. გიორგი კაფსანისი


28-12-2015, 00:04

ღვთის განკაცება ადამიანის განღმრთოების გამო განხორციელდა - არქ. გიორგი კაფსანისი

 

 

   ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ად-ამიანი გახდეს ღმერთი. ადამიანი ვერ მიაღწევდა განღმრთოებას, ღმერთი რომ არ განკაცებულიყო.

  ქრისტეს მოსვლამდე მრავალი ბრძენი და სათნო ადამიანი ცხოვ-რობდა. მაგალითად, ძველმა ბერძნებმა ფილოსოფიური აზროვნების უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს. მათ ფილოსოფიას ჭეშმარიტების თესლი გააჩნდა. ისინი ერთობ რელიგიური ადამიანები იყვნენ, მათ არ ახასიათებდათ ურწმუნოება, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ თანამედროვეობის უმეცარი წარმომადგენლები. ცხადია, მათ ვერ შეიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი, ისინი იყვნენ კერპთაყვანისმცემლები, მაგრამ კეთილსინდისიერი და ღვთისმოშიში ადამიანები. ამიტომ ის პედაგოგები, მასწავლებლები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ცდი-ლობენ აღმოფხვრან ჩვენს ღვთისმოშიშ ერში ღვთის რწმენა, თავიანთი ელინური წარმომავლობის უსამართლო შემფასებლები არიან, მკრე-ხელობენ, ამ სიტყვის ძველი მნიშვნელობით. ისინი არსობრივად იმას ცდილობენ, ბერძნობა წაართვან ხალხს, ვინაიდან ძველი და ახალი ისტორიაც ცხადყოფს, რომ ბერძენი ხალხის ცნობიერება ღვთის პატივისცემასა და ღვთისმოშიშებაზეა დაფუძნებული. სწორედ ეს გახლავთ საძირკველი და ბაზისი ბერძნული წვლილისა მსოფლიო კულტურაში.

   ანტიკური ბერძნების მთელი ფილოსოფია განსჭვალულია უხილავი ღმერთის ნოსტალგიით. ისინი მორწმუნე და ღვთისმოშიში ადა-მიანები იყვნენ, მაგრამ არ გააჩნდათ ჭეშმარიტი, დასრულებული შემეცნება ღვთისა, არ ჰქონდათ ურთიერთობა ღმერთთან. შედეგად, განღმრთობაც შეუძლებელი იყო. 

  ძველ აღთქმაშიც იყვნენ მართალნი და სათნო ადამიანები. მაგრამ სრული ერთობა ღმერთთან, განღმრთობა მისაღწევი და შესაძლებელი მხოლოდ სიტყვა - ღმერთის განკაცებით გახდა.

  სწორედ ეს გახლავთ ღვთის განკაცების მიზეზი. ადამიანთა ცხოვ-რების მიზანი მხოლოდ ზნეობრივი სრულყოფა რომ ყოფილიყო, მაშინ ქრისტეს ამქვეყნად მოსვლა, ჯვარცმა, სიკვდილი, აღდგომა უფლისა, ყოველივე ის, რაც განახორციელა ქრისტემ და რისიც, როგორც ქრისტიანებს გვწამს, არ იქნებოდა საჭირო.

   ჩვენ ვიცით, რომ ადამი და ევა ეშმაკმა აცდუნა - მათ ღმერთობა ის-ურვეს, მაგრამ არა სიყვარულით, არამედ საკუთარ შესაძლებლობებზე, ნებასა, ეგოიზმსა და დამოუკიდებელ არსებობაზე დაფუძნებით. დაცემის მიზეზიც სწორედ ეგოიზმი გახდა. ეგოიზმით აღვსილებმა თავი თვითკმარ არსებებად მიიჩნიეს, განეშორნენ ღმერთს და განღმრთოების ნაცვლად სულიერი სიკვდილი შეიძინეს.

  როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ღმერთი ცხოვრებაა. ვინც ღმერთს შორდება, ის ცხოვრებისაგან განაშორებს საკუთარ თავს. შედეგად, სიკვდილი და სულიერი მიცვალება, ანუ ფიზიკური და სულიერი მიცვალება, ანუ ფიზიკური და სულიერი სიკვდილი ეწევა ღვთის ურჩ, დაუმორჩილებელ ადამიანს.

  ყველამ უწყის დაცემის შედეგი. ღვთისგან განშორებული ადამიანი ავხორცი, პირუტყვული მისწრაფებებით აივსო, დემონებს დაემსგავსა. ღვთის ქმნილება, ნათლით მოსილი, ძლიერ დასნეულდა და მომა-კვდავი შეიქნა. აი, ასე, ამგვარად შეიბილწა ღვთის ხატება. ადამიანმა, დაცემის შემდეგ, დაკარგა ის ნიჭები, დაცემამდე რომ ჰქონდა. მას აღარ ძალუძდა განღმრთობის გზით სიარული. მძიმე სნეულს აღარ შეეძლო კვლავ ღვთისკენ მობრუნება. კაცობრიობა ახალ ფესვებს საჭიროებდა, ახალ ჯანსაღ ადამიანს, რომელიც შეძლებდა კაცთ თავისუფლება კვლავ ღვთისკენ მიემართა.

   ეს ახალი ფესვი, ახალი ადამიანი, გახლავთ ღმერთკაცი იესო ქრის-ტე, ძე და სიტყვა ღვთისა, რომელიც განკაცდა, რათა გახდეს ახალი ფესვი, ახალი საწყისი, ახალი საფუარი კაცობრიობისა.

  სიტყვა - ღმერთის განკაცებით, როგორც ამბობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ღმერთსა და ადამიანს შორის მეორე ურთიერთობა დაიწყო. პირველი ურთიერთობა იყო სამოთხეში, მაგრამ ცოდვის შედეგად ადამიანი განეშორა შემოქმედს. ქრისტეს განკაცებით ღმე-რთმა მეორე ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი, რომლის ჩაშლა შეუძლებელია - ღმერთსა და ადამიანს შორის ეს მეორე ურთიერთობა ქრისტეს შუამავლობით ხორციელდება.

  ღმერთკაცი ქრისტე, ძე და სიტყვა ღვთისა და მამისა, ორი სრულ-ყოფილი - ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებისაგანაა. ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნება „შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფე-ლად, განუყრელად" არის შეერთებული ქალკედონის მეოთხე მსოფ-ლიო კრების ცნობილი განსაზღვრების შესაბამისად. ეს განსაზღვრება არის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო ია-რაღი, მიმართული ყველა დროის ქრისტოლოგიური ერესების წი-ნააღმდეგ.

   ამრიგად, ჩვენ ორი ბუნებით - ღვთაებრივითა და ადამიანურით ვა-ღიარებთ ერთ ქრისტეს!

  ახალ აღთქმაში ადამიანური ბუნება ქრისტეს ჰიპოსტასური (პირო-ვნული) ორი ბუნების შეერთების შედეგად საბოლოოდ შეუერთდა ღვთაებრივ ბუნებას, იმიტომ რომ, ქრისტე მარადიული ღმერთკაცია და როგორც ღმერთკაცი ამაღლდა ზეცად. როგორც ღმერთკაცი დასხდა მარჯვენით მამისა. როგორც ღმერთკაცი კვლავ მოვა მეორედ სამყაროს განსასჯელად.

   ამრიგად, ადამიანის ბუნება წმინდა სამების საკურთხევლის წიაღშია აყვანილი. ამჟამად არავის, არაფერს შეუძლია ადამიანის ბუნება გა-ნაშოროს ღმერთს. ამიტომ დღეს, ქრისტეს განკაცების შემდეგ, რაოდენ ცოდვილი, ღვთისაგან რამდენად განშორებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ იგი ისურვებს დაადგეს სინანულის გზას, კვლავ შეუძლია ღმერეთთან კავშირის დამყარება; ჩვენ ძალგვიძს ღმერთთან ერთობა და განღმრთობა.



არქ. გიორგი კაფსანისი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება