მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ცბიერი ტაქტიკა - პროტოპრესვიტერი დიონისე ტაცისი

ცბიერი ტაქტიკა - პროტოპრესვიტერი დიონისე ტაცისი


23-12-2015, 00:05

 

   მრავალი კრიპტოეკუმენისტი ღიად არ საუბრობს ერეტიკოსებთან „ევქარისტულ ერთობაზე", მაგრამ ბევრს საუბრობენ „სახვადასხვა აღმსარებლობის მორწმუნეთა ბოროტების წინააღმდეგ ძალების კონსოლიდაციაზე, უსამართლობაზე, სიყალბეზე, სიძულვილზე, მონობაზე, სულიერსა და მატერიალურ სიღატაკეზე, სიღარიბეზე, ცივილიზაციის ჰუმანური ფასეულობების გაქარწყლებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და კულტურულ ღირებულებებზე", ანუ საუ-ბრობენ გარეგნულ, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე, მაგრამ ამავდროულად იგნორირებას უკეთებენ უზარმაზარ დოგმა-ტურ განსხვავებებს, რომლებიც გადაუჭრელი რჩება. მრავალი წლის საღვთისმეტყველო დიალოგებმა დაგვარწმუნა, რომ შეუძლებელია, მსგავსი მიდგომით ამ საკითხების გადალახვა, იმიტომ რომ არა-მართლმადიდებლები ჯიუტად იცავენ თავიანთ დოგმატურ ცდო-მილებას.

   ქრისტიანთა ერთიანობა აღნიშნულ საკითხებში, ჩვენი აზრით, ერ-თობ მნიშვნელოვანია, მაგრამ მიზანი არ ამართლებს საშუალებას. თავდაპირველად უნდა განისაზღვროს სიწმინდისადმი დამოკიდე-ბულება, ადამიანთა გულწრფელობა, რომელიც მისცემს ადამიანებს სინათლისა და სიბნელის, დადებითისა და უარყოფითის გარჩევის უნარს. პაპისტებთან და პროტესტანტებთან თანამშრომლობა არ მოითხოვს მათთან ერთობლივ ლოცვას, მიუღებელ სოციალურ ურთიერთობასა და მართლმადიდებლური კრიტერიუმების ღალატს. მართლმადიდებლისთვის წარმოუდგენელია ერეტიკოსთან ლოცვა, მათი რწმენის აღიარება, იმისთვის, რომ წარმოჩინდეს ზრდილობიან ჯენტლმენად. თანამშრომლობა, რომელსაც არ მოაქვს შედეგი, არ უნდა გაგრძელდეს. გლობალური და გრანდიოზული საკითხებისა და პრობლემების შეწინააღმდეგების ნიღბით აგებული თანამშრომლობა, რომელიც რეალურად აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, არაფრის მომცემია. ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ გაუცნობიერებლად, რათა არ დაექვემდებაროთ ეკუმენისტების გეგმებს.

   სინამდვილეში, რაგვარი საფუძვლიანი ზეგავლენა შეიძლება იქონ-იოს სამყაროს ტრაგიზმზე არამართლმადიდებელ ლიდერთა მიმარ-თვამ? ის მხოლოდ წამიერ შთაბეჭდილებას ახდენს და არაფერს სხვას. ამ ტაქტიკური სვლით რელიგიურ ლიდერებს სურთ, ზეგავლენა იქონიონ უბრალო ხალხზე. არა საიმისოდ, რომ გადაარჩინონ, არამედ იმისთვის, რომ დაიქვემდებარონ და დაიმონონ!

   საკითხი ერთობ სერიოზულად დგას და არ უნდა განიხილებოდეს ზედაპირულად. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეკლესია, პირველ ყოვლისა, სულიერი მისიის გამტარებელია, ხოლო სოციალურ - საზოგა-დოებრივი საკითხები მეორეხარისხოვანია. ვისაც მიაჩნია, რომ ეკლესია მხოლოდ სოციალური ინტერესების მომსახურე ორგანი-ზაციაა, ის ცდება. ეკლესია გადარჩენის კიდობანი და სულიერი მიზნების აღსრულების ღმერთკაცობრივი ორგანიზმია. ვისაც არ სწამს ღმერთი, ვერ შეაფასებს ჯეროვნად მის წმინდა მისიას. ამას ხაზი უნდა გაუსვას სამღვდელოებამ საიმისოდ, რომ ხალხში არ ჩამოყალიბდეს მრუდე შეხედულება ეკლესიის მისიის შესახებ, და ამით ეკუმენიზმის ცბიერი ტაქტიკა წარმოაჩინოს.

 

 

 

პროტოპრესვიტერი დიონისე ტაცისი 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება