მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მიემსგავსეთ ქრისტეს გაბედულ აღმსარებლებს - არქიეპისკოპოსი სერაფიმე (ზვეზდინსკი)

მიემსგავსეთ ქრისტეს გაბედულ აღმსარებლებს - არქიეპისკოპოსი სერაფიმე (ზვეზდინსკი)


28-01-2016, 00:01

მიემსგავსეთ ქრისტეს გაბედულ აღმსარებლებს - არქიეპისკოპოსი სერაფიმე (ზვეზდინსკი)

 

  რა შეგვიძლია ვთქვათ მრავალი წყლულით მოწყლული ქრისტეს სხეულის, ნალურსმევი ხელ-ფეხის, ნაიარევი ფერდის ხილვისას? გვინდა ვიკითხოთ, რა ცოდვის, რა დანაშაულისთვის აწამეს, რისთვის გაწირეს სასიკვდილოთ ის, ვისაც არ ჰქონდა ადგილი თავის მისა-დრეკი?

   ჩვენს თვალწინ დასვენებული მაცხოვრის ცქერისას მახსენდება უამ-რავი ხუნდი, რომლითაც გამუდმებით აბრკოლებდნენ მას, მაგრამ მათგან ის სამი უნდა გამოვარჩიო, რომლებიც უფალს იუდამ, კაიაფამ და პილატემ დაადეს.

   შევხედოთ იუდას. იგი ხომ ერთი საყვარელი თორმეტთაგანია, რომ-ელსაც უფალმა განუცხადა თავისი მოძღვრების ყველა საიდუმლო, მისცა მას სასწაულთმოქმედების ნიჭი და მაინც, იუდამ გასცა იგი - თავისი მასწავლებელი და უფალი. რატომ? მის ხასიათში ნათლად იკვეთება ერთი განსაკუთრებული თვისება: იუდა მატერიალისტია. იგი ხალისით ასრულებდა ხაზინადარის მოვალეობას და როგორც წმიდა იოანე მახარებელი ამბობს, არც თავისიანთა შორის იყო ბოლომდე პატიოსანი. მას აღაშფოთებს ცოდვილი დედაკაცის ძვირფასი ძღვენი, რომელსაც უმიზნო ხარჯად მიიჩნევს. გაცემამდე იუდა ეკითხება უფლის მტრებს: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?" ამ მატერიალიზმმა განაშორა იგი ქრისტეს. იუდა მიეკედლა უფლის მოწაფეებს იმ იმედით, რომ მოვიდა მესია, რომელიც დაამკვიდრებს უძლიერეს სამეფოს მიწაზე, სადაც მოსწავლეები შესაფერის ადგილებს დაიჭერენ. მოულოდნელად, მოძღვარი ქადაგებს სიღატაკეს, აღუ-თქვამს დევნას, წუხილს უუფლებობას, აცხადებს, რომ მისი სამეფო არაა მიწიერი. გასაგებია იუდას იმედგაცრუება, ის ძარცვავს შესა-წირავის ყულაბას და გაბოროტებული იმით, რომ ამას სხვები ამჩნევენ, განხიბლული თავის ოცნებებში, რომ გახდება იუდეის მეფის თანაშემწე, გადაწყვეტს შური იძიოს მოძღვარზე, გასცეს იგი და მოიპოვოს ისრაელის მთავართა კეთილგანწყობა. იუდა აქაც მოტ-ყუვდა, ქრისტეს მტრებმა გამოიყენეს გამცემი მოწაფე. ზიზღით მიუგდეს ოცდაათი ვერცხლი და ზურგი აქციეს მას. ამგვარად, იუდამ თვითონ დაისაჯა თავი. მოციქულთა წრის მიმტოვებელი განაგდო სინედრიონმაც.

   როგორ გვანან მას თანამედროვე მატერიალისტები. მათთვისაც მხო-ლოდ ამქვეყნიური სიკეთეა გასაგები, სამოთხეც კი მიწაზე წარმო-უდგენიათ, ხოლო მათი გრძნობებისათვის მიუწვდომელს დასცინიან, დევნიან და უარყოფენ. მაგრამ მათ, ისევე როგორც იუდას, ატყუებს ეს სოფელი, ვერ აძლევს სასურველს, რასაც მიჰყავს გაღიზიანების, სასოწარკვეთილებისა და ზოგჯერ თვითმკვლელობისაკენ. სწორედ ისე, როგორც იუდა მიიყვანა თავისმა მატერიალიზმმა საშინელ აღსასრულამდე.

 

 

დაე, ნუ იქნებიან თქვენს შორის მატერიალისტები

  

  ქრისტეს მეორე მტერია კაიაფა, გამოჩენილი მოღვაწე, რომელიც ზრუნავს თავის ხალხზე და შიშობს რომაელთა მოსალოდნელი ლაშქრობის გამო, მაგრამ იგი თავს უფლებას აძლევს განაცხადოს: "უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისათვის..." ასე მსჯელობს კაიაფა, რადგან იგი რაციონალისტია თანამედროვე რენანებისა და ტოლსტოების წინაპრის. ამაყ გონებას არ შეუძლია მიიღოს ქრისტეს მოძღვრება. მასში აღშფოთებას, ზიზღს იწვევს უბრალო მორწმუნენი. მას ვერ არწმუნებს ვერანაირი სასწაული, ისეთიც კი, როგორიც ლაზარეს აღდგინებაა. როგორ გვანან მას თანამედროვე "ჭკუის კოლოფები", რომლებიც ამაყად აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ ქრისტე მიიღონ, როგორც დიდი მასწავლებელი, მაგრამ არა როგორც ღმერთი; რომ მისი მოძღვრება ღვთიური ზეშთაგონება კი არა, ჩვეულებრივი, ადამიანური სწავლებაა, რომელიც შეიძლება შეასწორო და შეცვალო. ამის შედეგად გაჩნდა ტოლსტოისეული "სახარება", უხეში, უსახური, მიწიერი აზრებით აღსავსე.

  ახლა პილატეს შევხედოთ. იგი არაა წინააღმდეგი მიიღოს ქრისტე, მაგრამ ვერ ბედავს საქვეყნოდ აღიაროს იგი. როგორ ჰგავს მას თანამედროვე ინტელიგენცია და რა საბრალოა მათი არამდგრადი, მერყევი გონება!

   თუმცა ეს სამი ადამიანი როდი დგას უფლის სამარხთან. აქ ვხედავთ ღვთისმოშიშ იოსებს, რომელმაც შეუპოვრად გამოითხოვა პილატე-საგან მაცხოვრის სხეული, არ შეუშინდა სინედრიონოს რისხვას და პატივით დაკრძალა იგი. ვხედავთ ნიკოდიმოსს, რომელმაც ძვირფასი ძღვენი: სმირნა და ალოე, მიართვა გარდაცვლილ მოძღვარს სიყ-ვარულის ნიშნად. აქ ვხედავთ ასისთავს. გულწრფელ აღმსარებელს. ჭეშმარიტად, ღვთის შვილია იგი!

   ჩემო ძვირფასებო, დაე, ნუ იქნებიან თქვენს შორის მატერიალისტე-ბი, რომლებიც მოციქულთა ნიჭს ცხოვრების ყალბ ბრწყინვალებაზე ცვლიან ოცდაათ ვერცხლად, ნუ იქნებიან ამაყი მოაზროვნენი, - კაიაფები და პილატეები. არამედ მიემსგავსეთ ქრისტეს გაბედულ აღმსარებლებს, ასისთავსა და იოსებს, მიუძღვენით ჯვარცმულ მაცხოვარს სმირნა - მორჩილება და ალოე - სიყვარული, შემოსეთ იგი კეთილ საქმეთა წმინდა გარდამოხსნით, რათა ღირს ვიქმნათ თვალი მივაპყროთ მკვდრეთით აღდგომილ უფალს!

 

 

 

არქიეპისკოპოსი სერაფიმე (ზვეზდინსკი) 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება