მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით ადამიანების ინფორმაციული მოწამვლა ხორციელდება - ბერი პაისი (ათონელი)
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით ადამიანების ინფორმაციული მოწამვლა ხორციელდება - ბერი პაისი (ათონელი)18-12-2015, 00:02 |
დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემად მასობრივი ინფორ-მაციული საშუალებების არასწორი გამოყენება უნდა მივიჩნიოთ. ერთხელ მამა პაისიმ თქვა: - მიმდინარეობს ადამიანების მიზანდასახული დამუშავება ტელე-ვიზიის საშუალებით. იმისათვის, რომ ხალხი ეკლესიის წინააღმდეგ განაწყონ, გამოიყენებენ იმ მეთოდებს, რომელიც რუსეთში კომუ-ნისტებმა განახორციელეს. რა მოხდა იქ? იმის შემდეგ, რაც ზოგიერთი შეცთომილი მღვდელი და ღვთისმე-ტყველი კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდნენ, მათ ეკლესიის წინააღმდეგ ბრალდებების მიყენება დაავალეს. შემდეგ დაიჭერდნენ ერთ ჭეშმარიტ მღვდელს, რომელიც ავადმყოფობის გამო ძალიან მსუქანი იყო, პოულობდნენ ღარიბ ბიჭუნას და ორთავეს ერთ აფიშაზე ილუსტრირებულებს აქვეყნებდნენ ქუჩებში, თან ქვემოთ აწერდნენ: "აი, როგორ ცხოვრობს ეკლესია და როგორ გაჭირვებაშია დღეს ადამიანები". ამგვარი საშუალებების გამოყენებით მათ თანდათან შეძლეს ხალხში ეკლესიის წინააღმდეგ უარყოფითი დამოკიდებუ-ლების ჩამოყალიბება. უამბე ამის შესახებ იღუმენს, და ნუ შემოუშვებ მონასტერში ჟურნალისტებს, რომლებიც თითქოსდა კეთილი სურ-ვილებით, ერში მონასტრული ცხოვრების წარმოჩენას აპირებენ. საბოლოოდ გადაიღებენ ისეთ სურათებს და გააკეთებენ ისეთ მონ-ტაჟს, როგორიც მათ სურთ. ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო, ძირითადი ტელეგადაცემების საშ-უალებებით ადამიანების ინფორმაციული მოწამვლა ხორციელდება. თუ ყურადღებით მიადევნებთ თვალს ტელეგადაცემებს, დაინახავთ, რომ მათ ძირითადად სამი მიმართულებით წარმართავენ. პირველი - ამორალობა და გარყვნილება. დღეს უსირცხვილოდ გვი-ჩვენებენ წმინდა ხატებს შიშველ ადამიანებთან ერთად. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ამორალური ხასიათის ტელეგადაცემებს აჩვენებენ. კარგად ჩაწვდით, ძმანო, ბნელი ძალების მზაკვრებას, რადგან მათ სურთ ამორალური გახადონ მთელი მსოფლიო. მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ გარყვნილების დემონსტრირება, ერების გახრწნა, ოჯახების ნგრევა და ა.შ. ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევა. ამავე დროს, ქრისტიანის მცირე დაცემასაც კი ჭორებით ავრცელებენ, რათა აცდუნონ უბრალო მოსახლეობა. ძმანო, ნუთუ ვერ ხვდებით, რისი განხორციელება სურთ? მეორე რასაც უჩვენებენ ტელევიზიით, დანაშაულებები, ძარცვები და მკვლელობებია. ყველა თანამედროვე ტელეფილმი საშინელი ძალა-დობის შინაარსისაა. რათა დაგარწმუნოთ, ძმანო, იმაში, თუ როგორ მზაკვრულ ხერხებს იყენებენ ისინი სიცრუის და თვითმკვლელობის დასაკანონებლად, შემდეგ მაგალითს მოგიყვანთ: აბორტის შემთხვევაში ჩასახულ ნაყოფს არ უწოდებენ "ემბრიონს", ანუ ცოცხალ ადამიანს, "არამედ ჩასახვის პროდუქტს", რომლის მიმართაც სურვილის მიხედვით შეიძლება მოქმედება. ამის შედეგად, ემბრიონის მოკვდინებას ისინი "ფეხმძი-მობის შეწყვეტად" და "ჩასახვის პროდუქტის" გამოღებად მიიჩნევენ. მესამე, რაც ტრანსლირდება - ასტროლოგიის დემონსტრირებაა. ეს "ახალი ხილია!" ყოველ გადაცემაში ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობენ, რომლითაც ადამიანის მომავალს წინასწარმეტყვე-ლებენ. ხოლო თუ ვინმე წმინდა წინასწარმეტყველთა სიტყვებს მოიყვანს მომავალი მოვლენების განსამარტებლად, მას დასცინებენ და სულიერ ავადმყოფად მიიჩნევენ. ძმანო, განა არ აღსრულდა მათზე წინასწარმეტყველება: "და არა შეინანეს კაცის მკვლელობათა მათთაგან და არცა მწამვლელობათა მათთაგან." (გამოცხ. 9.26). ზემოთ მოყვანილი მოვლენები თანდათანობით უარესობისაკენ, საყ-ოველთაო "განდგომილებისაკენ" ვითარდება. საბოლოოდ შეიქმნება ისეთი არეული და დახუთული ატმოსფერო, რომ მრავალი არა-მართლმადიდებელიც დაიწყებს "გადარჩენის" საშუალებების ძიებას. სწორედ მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტე, რომელიც კაცობრიობას სიმართლეს, ომების შეწყვეტას, მსოფლიო შემოსავლების გადანაწი-ლებასა და მრავალ სხვა რამეს დაჰპირდება. ამასთანავე ის მოახდენს ცრუ სასწაულებს, რათა აცთუნოს მსოფლიო: "რამეთუ ვინაითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა რწმენეს მათ ტყუვილისა" (2 თეს. 2. 10-12). ინფორმაციის მასობრივი საშუალებები, ჭკუაშეშლილი ადამიანების ბრალდებებს ეკლესიის მიმართ ჭეშმარიტებად ასაღებენ, რითაც ერს ეკლესიის წინააღმდეგ განაწყობენ. ნუთუ ვერ ხედავთ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების საშიშროებას? ჩვენი სარწმუნოების მტრებს მზაკვრული გეგმები გააჩნიათ ბერების, მონასტრების, მღვდლებისა და ეპისკოპოსების წინააღმდეგ. მათ ყოველივე მზადა აქვთ, მხოლოდ დროის საკითხია. ეს ყოველივე იმის შემდეგ მოხდება, როდესაც ხალხს "აზრს აურევენ", ეკონომიურად მძიმე მდგომარეობას ჩამოაყალიბებენ, თან ინფორმაციის მასობრივი საშუალებების მეოხებით შესაფერის პროპაგანდას განავითარებენ. ერთი მხრივ, გვიჩვენებენ ერის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მხრივ კი, ათონის წმინდა მთის ეკლესიის კუთვნილ სიმ-დიდრეს, რომლის წართმევას განიზრახავენ თითქოსდა ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ძმანო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ინფორმაციის მასობრივი საშუალ-ებების უმრავლესობას არ უყვარს ქრისტე და მისი ეკლესიის განა-დგურებას შეეცდებიან. თუ ჩვენ არ დავუბრუნდებით ჭეშმარიტ ეკლესიას, მალე გავიგონ-ებთ ყოვლად მოწყალე ღვთის ხმას: "რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ! აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოხრად".
ბერი პაისი (ათონელი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |