მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > როგორ მოვიქცეთ, როცა გვაქებენ (წმ. იოანე ოქროპირის თხზულებათაგან)

როგორ მოვიქცეთ, როცა გვაქებენ (წმ. იოანე ოქროპირის თხზულებათაგან)


16-12-2015, 05:32

 

როცა გაქებენ, იყავი უკიდურესად წინდახედული, რადგან შენ  სახიფათო მდგომარეობაში ხარ 

 

 

ქრისტიანო, რად გვიღირს ადამიანთა ქება, როცა ღმერთის ქების უღირსნი ვართ?

  

   ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის საგნისა და საქმის ჭეშმარიტი არსი; ისინი მნიშვნელოვნად თვლიან და აქებენ იმას, რასაც ღმერთისა და კეთილგონიერი ადამიანების თვალში არავითარი ფასი არა აქვს. ჩვენი თავმოყვარეობისა და დიდებისმოყვარეობისათვის ქება სასია-მოვნოა. თავმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა კი დიდი უგუ-ნურებაა. სხვის არასწორ ქებას ჩვენ ხალისით ვღებულობთ, როგორც ჭეშმარიტს. ამით კი ჩვენი სრულყოფის საქმეში ვბრკოლდებით, უფრო არასრულყოფილი ვხდებით, ვკვდებით გამოუსწორებელნი და ვი-ღუპებით. ქრისტიანო, ამიტომ ეცადე მიუკერძოებლად განსაჯო: უღირს კი ქებად ღმერთსა და კეთილგონიერ ადამიანებს ის, რასაც შენში სხვები აქებენ? რადგან ჩვენთვის ის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რაც ღმერთისა და მისი ერთგული ადამიანების ქების ღირსია, რად გვიღირს ადამიანთა ქება, როცა ჩვენ ღმრთის ქების უღირსნი ვართ?

 

 

ქება, როგორც კვალმზე უდარესი რამ, განიბნევა და ქრება

  

   აი მოისმინე, როგორ ამხელს წმ. იოანე ოქროპირი ადამიანთა ქების მაძებართ: "მითხარი - ამბობს ის - რატომ და რისთვის ეძიებ შენ ქებას ადამიანთაგან? განა არ იცი, რომ ასეთი ქება, ისევე როგორც კვამლი და უფრო მეტიც, როგორც კვამლზე უდარესი რამ, განიბნევა ჰაერში და ქრება? ამასთან, ადამიანებიც ისეთნი არამყარნი და ცვალებადნი არიან რომ ერთი და იგივენი, ერთსა და იმავე ადამიანს დღეს აქებენ, ხვალ კი აგინებენ. ღვთის განჩინებას კი ასეთი რამ არასოდეს მოუვა. ნუ ვიქნებით უგუნურნი, ნუ მ ო ვ ი ტ ყ უ ე ბ თ საკუთარ თავს ფუჭად და ამაოდ. თუკი ჩვენ კეთილ საქმეს ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ შევასრულოთ უფლის მცნებები და მხოლოდ მისთვის ვიყოთ ცნობილნი, მაშინ ამაოდ ვირჯებით, ვაკლებთ რა საკუთარ თავს ამ კეთილი საქმის ნაყოფს. ვინც სიკეთეს ადამიანთა ქების მისაღებად აკეთებს, ამქვეყნადვე სარგებლობს სრული საფასურით, ხოლო ამ საქმისათვის იმქვეყნად არაფერი მიეგება. რატომ? იმიტომ რომ, საკუთარ თავს წინასწარ წაართვა მსაჯულის ჯილდო, უპირატესობა მიანიჭა რა აწმყოს მომავლის წინაშე, ადამიანთა დიდებას - მართალი მსაჯულის განაჩენის წინაშე.

 

 

საგანძურიც ხელუხლებლივ გვრჩება და მომავალი ჯილდოც უეჭველია

  

   პირიქით, თუკი ჩვენ რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ საკუთრივ იმისათ-ვის, რათა სათნო ვეყოთ მხოლოდ იმ ფხიზელ თვალს, რომლის წინაშეც ყოველივე განშიშვლებული და ღიაა, მაშინ საგანძურიც ხელუხლებლივ გვრჩება და მომავალი ჯილდოც უეჭველია. სასია-მოვნო სასოება უფალზე კი თავისთავად გვანიჭებს უდიდეს ნუგეშს. ამასთან ერთად, საიმედო საცავში შენახულ ჯილდოს ადამიანთა დიდებაც შეიძლება ახლდეს თან. რამეთუ ყველაზე მეტად მაშინ ვსარგებლობთ ამქვეყნიური დიდებით, როდესაც უგულებელვჰყოფთ, არ ვეძიებთ, არ მივსდევთ მას.

 

 

ნუ გიღირს ადამიანური დიდება და მისთვის ნუ გააკეთებ სიკეთეს

  

   რად გვიკვირს, რომ ასეა სულიერი ცხოვრებით მცხოვრებთა შორის, როდესაც ძალიან ბევრ ამა სოფლის მოყვარესაც კი ყველაზე მეტად ეზიზღება და სძულს ისინი, ვინც ადამიანთაგან ეძებს დიდებას; აღმოაჩენთ კიდეც, რომ ასეთ ადამიანებს ყველა დასცინის მათი დიდებისმოყვარეობისათვის. ვინ იქნება ჩვენზე უფრო საცოდავი, რომლებმაც თავი სულიერ ცხოვრებას მივუძღვენით, თუკი ჩვენ იმ ადამიანთა მსგავსად ადამიანთა დიდებას გამოვედევნებით და არ დავკმაყოფილდებით თვთის ქებით? განა ვერ ხედავ, საყვარელო, რომ ცხენთა ასპარეზზე მოჯირითენი არავითარ ყურადღებას არ აქცევენ იქ მყოფ საზოგადოებას, რომლებიც ქების ნამქერს აფრქვევენ მათ მიმართ. ამასთანავე ვერ გრძნობენ კმაყოფილებას ამ ქებათაგან, უყურებენ მხოლოდ ერთს - მეფეს, რომელიც შუაში ზის და მხოლოდ მაშინ განიდიდებიან, როდესაც ის დაადგამს მათ გვირგვინს, მათი მიბაძვით, შენც ნუ გიღირს ადამიანური დიდება და მისთვის ნუ გააკეთებ სიკეთეს, არამედ დაელოდე მართალი მსაჯულის განაჩენს, მოელოდე მის მოწოდებას, ისე მოაწყვე მთელი შენი ცხოვრება, რომ აქაც გამუდმებით საზრდოობდე კეთილი იმედითა და იქაც (ანუ ზეცად) დატკბე მარადიული ნეტარებით".

 

წმ. იოანე ოქროპირის თხზულებათაგან 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება