მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ილუზია კონტრაცეფციის შესახებ - ჩასახვის საწინააღმდეგო და აბორტალური საშუალებების გამოყენების ეთიკური და მეცნიერული ასპექტები (ნაწილი II)

ილუზია კონტრაცეფციის შესახებ - ჩასახვის საწინააღმდეგო და აბორტალური საშუალებების გამოყენების ეთიკური და მეცნიერული ასპექტები (ნაწილი II)


11-11-2015, 00:02

 

ნიდვალდის (შვეიცარია) რეგიონალური ჰოსპიტლის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი გინეკოლოგი, რუდოლფ ემანი 

 

 

 

კონტრაცეფიის გამოყენების შედეგად. დასკვნა

  

   კონტრაცეფიის გამოყენების 30 წლიანი პრაქტიკის შემდეგ განცხად-და:

  1) კონტრაცეფცია ხელს უწყობს სექსუალური თავისუფლების პრო-პაგანდას, ვინაიდან მან სქესობრივი ცხოვრება შობადობის გაგ-რძელებისაგან განაცალკევა. სექსი - „ნომერ პირველი" მოხმარების საქონელი გახდა და ეტაპობრივად გავიდა მეუღლეობრივი ცხოვრების საზღვრებიდან.

   2) კონტრაცეფციის გამოყენებას აბორტების რაოდენობის ზრდისკენ მივყავართ. აბორტის პრობლემა არ უნდა განიხილებოდეს კონტ-რაცეფციისაგან დამოუკიდებლად: აბორტების რიცხვმა ყველაზე მეტად იმ ქვეყნებში იმატა, სადაც კონტრაცეფცია ფართოდ გამოიყენებოდა.

  აბორტის ლეგალიზების ცნობილმა მომხრემ Dr. Malcolm Pots - მა, ჯერ კიდევ 1973 საჯაროდ განაცხადა: „როდესაც ადამიანები კონტრაცეფციის გამოყენებას დაიწყებენ „აბორტების რიცხვი კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება". მან ასევე თქვა: „არც ერთ საზოგადოებას არ შეუძლია ფეხმძიმობის კონტროლი აბორტების საგრძნობი ზრდის გარეშე. სინამდვილეში, სწორედ აბორტია ამოსავალი წერტილი შობადობის კონტროლიზებისთვის"."

   1981 წ. Dr. Judith Bury - მ ბრუკის საკონსულტაციო ცენტრიდან გა-ნაცხადა: „არსებობს შემაძრწუნებელი მტკიცებულება იმისა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ფართო გამოყენებას აბორტის რიცხვის ზრდისაკენ მივყავართ". ასეც ხდება, რომ ქალები განაგრძობენ „თავდაცვას" და აბორტის კეთებას, როდესაც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები შედეგს არ იძლევა. დღეს, 30 წლის შემდეგ, ძნელი დასაჯერებელია, რომ კონტრაცეფცია გადაარჩენს სიტუაციას და დაგვიცავს აბორტის კეთებისაგან. აშკარაა, ლოზუნგი „ფეხმძიმობისგან გაფრთხილება აბორტზე უკეთესია" - სიცრუეა.

   3) კონტრაცეფცია ქრისტიანული მორალის საფუძვლებს ანადგურ-ებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პროცედურულ კაბი-ნეტებში წელიწადში 50 მილიონი აბორტი კეთდება. განსაკუთრებით დამანგრეველად მოქმედებს ეს ფაქტი ახალგაზრდების მორალური პრინციპების ჩამოყალიბებაზე.

   4) კონტრაცეფცია ხელს უწყობს ვენერიული დაავადებების გავრცე-ლებას, რომლებიც სქესობრივი გზით გადაეცემა, რაც სექსუალური თავისუფლების შედეგი გახლავთ. ამის გამო სისტემატურად იზრდება უნაყოფო ქალების, ასევე საშვილოსნოს მიღმა ფეხმძიმობის შემთხვევების რიცხვი, რის შემდეგაც გარდაუვლად მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას, ანუ სინჯარით ჩასახვას („in vitro”) და ემბრიონის ხელოვნური იმპლანტაცია, ე.ი. სქესობრივი ცხოვრების გარეშე შობადობა.

   ამრიგად, მედიკოსები თავისი მოღვაწეობით თავად ქმნიან ამ სიტ-უაციას, როდესაც კონტრაცეფციას მედიცინის ინტერესების სფეროდ მოიაზრებენ. არც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების, მით უფრო აბორტალური პრეპარატები არ გახლავთ წამალი. ეს ქიმიური ომია, რომელსაც ექიმები ქალის სხეულის წინააღმდეგ აწარმოებენ. ასეთ-ნაირად იკვრება ეს უზარმაზარი მოჯადოებული წრე.

   სპიდი - ვენერიული დაავადებების ყველაზე საშინელი ფორმაა. ორ-ალური კონტრაცეფციის გამოყენებას, როგორც ჩანს, პირდაპირი კავშირი აქვს ამ უბედურებასთან. ზუსტადაა ცნობილი, რომ ეს საშუალებები იწვევს ავთვისებიან სიმსივნეს, ხელს უწყობს ინფექ-ციების გავრცელებას, ასევე სტეროიდების განვითარებას.

   5) კონტრაცეპტულ აბებს და ე.წ. „სპირალს" აბორტალური მოქმედ-ება გააჩნია. ასევე მას გააჩნია სხვა სერიოზული უკუჩვენებებიც.

   ჩასახვის საწინააღმდეგო აბი, ოვულაციის დაქვეითების გარდა, აბო-რტალურ მოქმედებას იწვევს. ის ანადგურებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს. ხოლო თუ აბების გამოყენების მიუხედავად, ჩასახვა მაინც ხდება, მაშინ ცოცხალ არსებას ადრეულად იშორებენ (მოკვდინება).

   6) შობადობის საყოველთაო შემცირება ევროპულ ქვეყნებში.

   კონტრაცეფციის გამოყენების შემდეგი ნეგატიური მოვლენა განვით-არებულ ქვეყნებში შობადობის რიცხვის კატასტროფული კლება გახლავთ. შედეგად, მოსახლეობა ბერდება და სუსტდება და მხოლოდ მესამე ქვეყნებიდან მოზავებული ემიგრაცია აბალანსებს ამ ქვეყნებში ცხოვრების დონეს. ეს გარემოება ქრისტიანული კულტურის განად-გურებას უქმნის საფრთხეს, არაფერს ვამბობ ისლამური ბატონობის საფრთხეებზე.

   7) ოჯახური ცხოვრების დეგრადირება.

   8) მედიკამენტური აბორტალური საშუალებების დანერგვა - მომრავ-ლება. თანამედროვე კონტრაცეფცია ვერ აკმაყოფილებს თავის მომხმარებელს თავისი უკუჩვენებების, მავნე ზემოქმედებისა და არაეფექტურობის გამო. მაგრამ ბოლო დროს უგუნური შეჯიბრის მომსწრენი გავხდით - ახალი „უფრო სრულყოფილი", „შობადობის კონტროლის" მეთოდების შემუშავებისა. შედეგი სახეზეა. ისეთი პრეპარატების რეალიზება ხდება, როგორებიცაა: Ru-486, Epostane პროსტაგლანდინით, რაც, არსობრივად, არაქირურგიული აბორტი გახლავთ, თუმცა შემოთავაზებული აბორტების შემცირების საბაბით. უკვე შექმნილია და გამოიყენება ინექციები „ბავშვის წინააღმდეგ" (ინსპექციური მიკროსფეროები - ნორეტინდრონი, დეპო - პროვერა - მედროქსიპროგესტერენი - ნორეტისტრერონ - ენ ანტატ - НЭТ, ასევე იმპლანტანტები, როგორებიცაა ნორპლანტ - ლევონორგესტრელი), რომლებიც ოვულიაციის დაქვეითებისა და სპერმატოზოიდების მოძრაობის დაშლის გარდა, ატროფირებად ცვლილებებს იწვევენ - ენდომეტრიასა და უდროო ლუთეოლიზმს, რაც ადრეული აბორ-ტული მოქმედება გახლავთ.

 

 

ჩასახულ ჩვილთა გენოციდი

  

   ამრიგად, თანამედროვე საზოგადოებაში სახეზეა ნამდვილი გენოც-იდი, რომელიც სისტემატიურად სრულყოფილებადი აბორტული საშუალებებით ხორციელდება. ეს გარემოება უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ჩვენი ასწლეულის უზარმაზარი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალ არსებას, ადამიანს, რომელსაც უფლება აქვს თვითრეალიზება მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობისა, აღასრულოს თავისი მოვალეობა, ართმევენ ამ შანსს. შემაძრწუნებელი სტატისტიკის მიუხედავად, რომლებიც ცნობილია მრავალი გავ-ლენიანი პოლიტიკოსისთვის, არანაირი ზომები არ მიიღება. ამ საზოგადოებრივი პრობლემის შესაჩერებლად, პირიქით, წარმოუდგე-ნელი სისწრაფითა და ძალით ვრცელდება.

   მიმაჩნია, რომ ყოველი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია რე-ალურად გაიაზროს საფრთხე, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით. გავიაზროთ, რომ ეკლესიის სწავლება არც უღელია და არც სასჯელი, არამედ დახმარების ხელია, რომელიც ადამიანის გადარჩენას ემსა-ხურება.

 

  

გამოსავალი - ქორწინებამდე სიწმინდის დაცვა და ბუნებრივი მეუღლეობრივი ცხოვრება

  

   ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალი არაეფექტური კონტრაცეფ-ციის ძიებაში, არამედ პატიოსან მეუღლეობრივ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ. ამ საკითხისადმი სერიოზული ყურადღების მიქცევა გვმართებს. საქმე ისაა, რომ მრავალი პარტნიორის ყოლა და ქო-რწინების მიღმა ურთიერთობას არ მოაქვს კარგი შედეგი. არ იქმნება მონოგამური ოჯახი, დანგრეული ოჯახი შვილების ფსიქიკასა და ყოფაზე უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს. კონტრაცეფცია მით უფრო აბორტი, რომელსაც მიმართავს ქალი, უნდა აიკრძალოს. ექიმები ვალდებულნი ვართ მივმართოთ ზომებს, ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ ქალის ცნობიერებაზე დადებითად ვიმოქმედოთ. სპიდის საფრთხის მოშველება კარგი მიზეზია სასაუბრო თემის წამოსაწევად და შემდეგ მშვიდი დისკუსიისთვის.

   ახალგაზრდა ადამიანებს უნდა შევახსენოთ, რომ ჭეშმარიტი არსი და საბოლოო მიზანი სქესობრივი ცხოვრებისა არის სიცოცხლის დაბადება და გამრავლება. ჩვენ თავად უნდა გავიაზროთ სახარების სიტყვების არსი: „შექმნა ხატად და მსგავსად ჩვენდა". პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ კაცობრიობის განკურნება მხოლოდ კეთილსინდისიერ ოჯახურ ცხოვრებაშია.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება