მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ილუზია კონტრაცეფციის შესახებ - ჩასახვის საწინააღმდეგო და აბორტალური საშუალებების გამოყენების ეთიკური და მეცნიერული ასპექტები (ნაწილი I)
ილუზია კონტრაცეფციის შესახებ - ჩასახვის საწინააღმდეგო და აბორტალური საშუალებების გამოყენების ეთიკური და მეცნიერული ასპექტები (ნაწილი I)10-11-2015, 00:01 |
ნიდვალდის (შვეიცარია) რეგიონალური ჰოსპიტლის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი გინეკოლოგი, რუდოლფ ემანი
შობადობაზე უარის თქმის პრინციპის რეალიზაცია
კონტრაცეფცია თანამედროვე, ე.წ. „ცივილიზებული" სამყაროს სულ-იერ და მორალურ სფეროში არსებული კატასტროფული მდგო-მარეობის ძირითადი მიზეზი გახლავთ. ის, ერთი მხრივ, ნაქებია, ვით „კურთხეული", მეორე მხრივ, წყეული, რომელმაც საფუძვლიანი იდეოლოგიური და საზოგადოებრივი ცვლილება გამოიწვია. პირვე-ლად კაცობრიობის ისტორიაში სქესობრივი ცხოვრება გამიჯნეს შობადობისაგან. დღემდე ინტიმური ცხოვრების სფეროდ მიჩნეული, საყოველთაო სანახაობად იქნა წარმოჩენილი. ანადგურებენ რა ძველ პრინციპებს, შეუზღუდავი სქესობრივი კონტაქტების „უფლებას" ითხოვენ. სიამოვ-ნების ფაქტორმა დაძლია ბიოლოგიური მოთხოვნა - შობადობის გაგრძელება. თეორიულად, მთელი ეს პროცესი მოძრაობაში „პორნო-გრაფიის ტალღამ" მოიყვანა, რომელიც ე.წ. სექსუალურ რევოლუციას ეფუძნებოდა. მაგრამ პრაქტიკაში მის განხორციელებას ხელი შეუწყო ადამიანის ცნობიერებაში „კონტრაცეფტული მენტალობის" (ლათ. Conceptio - ჩასახვა, anticonception - ჩასახვის საწინააღმდეგო) ჩამო-ყალიბებას.
ექიმების ხელით
შობადობის კონტროლის პროცესი კომპეტენტური გახდა მედიცინ-აში. ექიმი აქამდე სიცოცხლის დამცველი იყო, უეცრად, ის სი-ცოცხლის საწინააღმდეგო მოძრაობის თანამონაწილე გახდა. ამან შობადობის კატასტროფული შემცირება გამოიწვია. მედიცინა ამ ბინძურ საქმეში შემთხვევით არ არის ჩათრეული. თანამედროვე ე.წ. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების უმრავლესობა ფარმაკოლო-გიური პრეპარატების გამოყენებას ეფუძნება. ამ ნივთიერებების ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე იმდენად ძლიერია, რომ ექიმის ჩარევის აუცილებლობა ჩნდება. პირველად, მედიცინის ისტორიაში, სამედიცინო პრეპარატებით ასე-თი დიდი მასშტაბით არასამედიცინო მიზნისთვის გამოიყენება. ექიმების „ჩათრევა" არ იყო რთული. მათ, ისე, როგორც მთელ საზო-გადოებას მოსასმენად საამო ლოზუნგი შესთავაზეს: „ფეხმძიმობისგან გაფრთხილება აბორტზე უკეთესია". გარდა ამისა, მრავალი ექი-მისთვის ამ საქმეში მონაწილეობა შემოსავლის ზრდას უკავშირდება. ექიმების მხოლოდ მცირე რაოდენობა იაზრებდა, რომ ეს ბოროტთან თამაში იყო. მყისიერად გამოჩნდნენ მორალისტები, რომლებმაც „ნაკლები ბორო-ტების" თეზა გააჟღერეს. მაგრამ წარსულშიც და დღესაც კონტ-რაცეფცია ერთნაირი მზაკვრობით მოქმედებს. ამ პერიოდში დასა-ვლურ ქვეყნებში აბორტის დაშვების კუთხით კანონმდებლობის ნელ-ნელა შეცვლა დაიწყო. თავდაპირველად, აბორტი გამონაკლის შემთ-ხვევაში დაუშვეს, შემდეგ - სურვილისამებრ კეთდებოდა. (რუსეთში აბორტი 1920 წ. ლენინმა დააკანონა. „სტალინის" ეპოქის გამოკლებით (1936 – 1955 წწ); აშშ-ში 1973 წლიდან დაკანონდა).
აბორტის ლეგალიზება კონტრაცეფციის გზით
ეს ვითარება ადასტურებს, რომ კონტრაცეფციის მომხრენი სერიოზ-ულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ გაჟღერებულ ლოზუნგს: „ფეხ-მძიმობისგან გაფრთხილება აბორტზე უკეთესია". აღმოჩნდა, რომ ეს საქმიანობა მუდმივად იმართებოდა ერთი და იმავე ადამიანთა ჯგუფის მიერ (ოჯახის დაგეგმარების ორგანიზაციის Planned Parent-hood). საუბარი რომ მხოლოდ „მოფრთხილებას" ეხებოდეს, მაშინ აბორტს არასაიმედო კონტრაცეფციის შემთხვევის დასაზღვევად არ გამოიყენებდნენ. დღეს საკმარისი მტკიცებულება არსებობს, რომ კონტრაცეფცია და აბორტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან არა მხოლოდ მექანიზმების მოქმედების კუთხით, არამედ, პირველ ყოვლისა, იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეფექტური კონტრაცეფცია „თავდაცვას" ისახავს მიზნად, სინამდვი-ლეში, ე.წ. „თავდაცვა" ბავშვის წინააღმდეგაა მიმართული. პრა-ქტიკაში, ჩასახული ჩვილისადმი დამოკიდებულება როგორც არასასუ-რველი აგრესორისადმი, სულ უფრო უარყოფითი ხდება. შეუქცევადი სახე მიიღო უპასუხისმგებლო სქესობრივმა ცხოვრებამ. ბავშვი ოჯახში არასასურველი, „ზედმეტი ტვირთი" გახდა, რომელიც ხელს უშლის აღვირახსნილ ცხოვრებას. თუ ის გადაურჩა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, მას სხვა საშუალებით კლავენ. კონტრაცეფციის პროპაგანდისტებისთვის ცნობილია, რომ არც ერთი კონტრაცეპტური საშუალება, აბი ან ე.წ. სპირალი არ იძლევა 100%-იანი თავდაცვის შედეგს. ამიტომ, თავის საბოლოო დაზღვევისთვის აბორტი დააკანონეს, რომელიც „შობადობის კონტროლის" სრულ ეფექტს იძლევა. სწორედ ამან განაპირობა კანონმდებლობაში ცვლი-ლებების შემოღება. ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად, კალიფორნიაში წელიწადში 500 000 აბორტი კეთდება, 40% იმ „შემთხვევებს" მი-ეკუთვნება, რომლებიც არაეფექტური კონტრაცეფციის გამო გახდა გასაკეთებელი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ჩასახვის საწინა-აღმდეგო საშუალებების აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს, აბ-ორტების რიცხვი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. მაშასადამე, მრავალი ადამიანის ცნობიერებაში აბორტმა კონტრაცეფცია ჩაანა-ცვლა. ეტაპობრივად ადამიანების მენტალიტეტი იცვლება. შედეგად, ჩასახული ბავშვების მკვლელობა მოიწონეს, როგორც „შობადობის რეგულირების" ნორმალური მეთოდი. ამრიგად, ექიმების უმრავ-ლესობა ყალბი ლოზუნგის „ფეხმძიმობისგან გაფრთხილება აბორტზე უკეთესია" ხაფანგში აღმოჩნდა.
საზოგადოების სიტყვითა და ლოზუნგით მანიპულირება
ქალის სურვილისამებრ აბორტის კანონით ლეგალიზება დასავლეთ-ის ქვეყნებში, ექიმ ბერნარდ ნოტანსონის აზრით, განპირობებულია იმით, რომ „სიტყვის მანიპულირებას ყოველთვის წინუძღვის საზო-გადოებით მანიპულირება". ეს გამონათქვამი ერთნაირად ნიშანდო-ბლივია როგორც პორნოგრაფიისთვის, ისე „ნაკლები ბოროტების" ან „ფეხმძიმობისგან გაფრთხილება აბორტზე უკეთესი" - ს მსგავსი ლოზ-უნგებისთვის. როგორი შედეგი მოჰყვა ზემოთხსენებულ ლოზუნგებს? თავდაპირ-ველად, ტრადიციული მორალური ფასეულობები გადაფასდა, რომ-ლებიც დღემდე უძლებდნენ დროში გამოცდას. „ნაკლები ბოროტების" თეზა ელემენტარულ პრინციპს უნდა ნიშნავდეს, რომ არ შეიძლება სიკეთის სახელით ბოროტების კეთება. კეთილ საქმეზე, ჩვენ შე-მთხვევაში, საერთოდ არ არის საუბარი. მსგავსი მიდგომის შედეგი იყო და დარჩება ნეგატიური. გარდა ამისა, მორალურ ფასეულობებთან კომპრომისების დაშვებით ტრადიციული ფასეულობების გარეშე ეთიკის შექმნა განიზრახეს. ამ კონცეფციის თანახმად, არ შეიძლება ვინმე აიძულო გაითავისოს „შეხედულება", თუგინდ სიმართლესა და ფაქტებზე იყოს დაფ-უძნებული. ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ფასეულობასა და ეთიკას მოკლებული მედიცინა. საქმემ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ კოლეგა - ექიმი, „კე-თილი ქრისტიანი" - აღფრთოვანდა „ექიმების მსოფლიო ორგანი-ზაციის" მიერ მიღებული მსოფლხედვით. ეს ექიმი უკვე ვერ გრძნობს სინდისის ქენჯნას. ქალში აბორტალური საშუალების „სპირალის" შეყვანისას, იმიტომ რომ პაციენტს ეს თავად სურს, ხოლო და-მოუკიდებლად ვერ მოახერხებს ამის გაკეთებას, მსგავს მიდგომას მოდერნიზებული ეთიკის მედიცინაში პერმისივიზმი (ლათ. per-mission - დაექვემდებარო, ნება დართო) ეწოდება. პაციენტს რაღაც სურს, ხოლო ექიმი, ვით ნეიტრალური პირი, თავისუფალი პრი-ნციპებით, უბრლოდ აღასრულებს პაციენტის სურვილს. შედეგად, ექიმი „ბიოლოგიური ინჟინერი", დაფინანსებული მსახური ხდება, რომელიც სავალდებულო მომსახურებას აღასრულებს. ეს მიდგომა მედიცინის ნებისმიერ სფეროს ეხება პლასტიკური ქირურგიით და-წყებული - კონტრაცეფციით დამთავრებული; პრენატალური დიაგ-ნოზით დაწყებული - აბორტითა და ევთანაზიით დამთავრებული. (გაგრძელება იქნება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |