მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლური ანთროპოლოგია და განათლება - არქ. გიორგი კაფსანისი
მართლმადიდებლური ანთროპოლოგია და განათლება - არქ. გიორგი კაფსანისი25-11-2015, 07:23 |
ღმერთკაცი ქრისტე - პედაგოგი
ღვთისმსახურების უდიდესი საიდუმლო, გადმოცემული მამების მიერ, არის ღმერთკაც ქრისტეს საიდუმლო. "დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლო; ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3.16). წინათგრძნობა ჰქონდათ ამ საიდუმლოსი ძველ ათენელ ბრძენკაც-ებს, როდესაც სურდათ მისთვის ემსახურათ უხილავი ღმერთის სამსხვერპლოზე. არეოპაგის ოფიციალური ტრიბუნიდან ეს საიდუმლო ათენში ღვთა-ებრივმა პავლემ გაახმიანა. ეს საიდუმლო მივიღეთ ჩვენც ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოც-იქულო ეკლესიისაგან. ამ საიდუმლოთი ვცხოვრობთ, მას ვემსახურებით, ის იმედით ყოფ-ნის შესაძლებლობას გვაძლევს. ამ საიდუმლოს გარეშე ჩვენი შეკრება უმიზნო და ზედმეტი იქნებ-ოდა, ხოლო ჩვენი სიტყვა - ამაო და არაფრისმთქმელი იმიტომ, რომ ღმერთკაც ქრისტეს საიდუმლოს გარეშე ვერ შევძლებდით ჭეშმარიტების შეცნობას ადამიანისა და სამყაროს შესახებ. ადამიანი და მისი საქმენი - ფილოსოფია, განათლება, მორალი - წა-რმავალი და შეზღუდულია. ამიტომ თავად ადამიანს არ ძალუძს სამპიროვანი ღმერთის საიდუმლოს ამოხსნა. ადამიანს არ შეუძლია განმარტოს ეს საიდუმლო მაშინ, როდესაც თავად იქმნის კანონებს, აღმერთებს თავს, როგორც ამას აკეთებენ თანამედროვე ეგზისტენ-ციალისტები. ისინი, ზეიმობენ რა ღვთისაგან "განთავისუფლებას", თავს მიტოვებულად და გამოფიტულად გრძნობენ. მათ არ გააჩნიათ სულიერის დანახვის, გააზრებისა და იმის განმარტების უნარი, რომ აბსურდში ცხოვრობენ. განათლება საუბრობს ადამიანზე, მაგრამ როგორ ადამიანზე? ისეთ-ზე, რომელიც ღვთისნიერია და მიილტვის ღვთისაკენ; იმ ადამიანზე, რომელიც ყველა ქმნილებაზე აღმატებულია. ამიტომ ადამიანის განათლება ვერ იარსებებს თვინიერ ღვთისა და ქმნილების ურთიერთობისა, შესაბამისად, ღმერთკაცისადმი მიმა-რთვის გარეშე. ის (ქრისტე) მოგვითხრობს ღმერთზე, ადამიანსა და ქმნილებაზე და ადამიანს მართებულ დამოკიდებულებაში ამყოფებს ყველა ქმნილებასთან, რომელთაგან ერთ-ერთი თავად ადამიანია. ადამიანის ჭეშმარიტი პედაგოგი არის ის, ვინც შექმნა თავად ადა-მიანი - შემოქმედი ლოგოსი, რომელიც აზრს აძლევს ადამიანის არსებობას და გამოჰყავს ის უაზრობისაგან. ლოგოსი ზრდის ადამიანს და აცხონებს მას. ყოველი სიტყვა - ლო-გოსის შემოქმედებაა, არსობრივად ადამიანის აღმზრდელობითი საქმიანობაა. კლიმენტი ალექსანდრიელი თავის "პედაგოგში" წერს: "ოჰ, სიამტკბილობის მოსურნე პედაგოგიკავ! მჭიდროდ და მტკიცედ შეუერთდი წმინდა ეკლესიის მშვენიერ სხეულს; შევირბინოთ მასში, როგორც ბავშვები მირბიან თავის კეთილ დედასთან. გავხდეთ ლოგოსის მსმენელნი, ვადიდოთ ჩვენი ცხონების შემოქმედი; მისით ადამიანი აღიზრდება ღვთისშვილობის მდგომარეობამდე და განათლდება მისით. ამქვეყნად მიღებული აღზრდის მეშვეობით ის ზეცის მოქალაქე ხდება (ფლპ. 3.20); ზეცაში ის იღებს მამას, რომლის შეცნობასაც სწავლობდა აქ, დედამიწაზე. ლოგოსი შემოქმედი, პედაგოგი და მასწავლებელია".1 ადამიანი ჭეშმარიტად სიტყვა - ღმერთის მზრუნველობით აღიზრ-დება იმიტომ, რომ ადამიანი მთლიანად იკურნება, ფერს იცვლის, განიღმრთობა და ცხონდება მის მიერ. კლიმენტი ასევე ბრძანებს: "საუკეთესო პედაგოგი - სიბრძნეა, სიტყვა (ლოგოსი), ადამიანის შემქმნელი. ის არის ძირითადი ექიმი კაცობრიობისა, მაცხოვარი. ის კურნავს ადამიანის სულსა და სხეულს".2 მაცხოვრის მზრუნველობა ადამიანზე, წმინდა ნიკოლოზ კავასილას თქმით, ღვთაებრივ ლიტურგიაში ვლინდება. ღვთაებრივი ლიტურგიის დროს, ეკლესიის ამ გულში, ადამიანი იმ-ოძღვრება, აღიზრდება და აღივსება ქრისტეს სიტყვებით. კლიმენტის მიხედვით, სიტყვა - ლოგოსი გარეგნულად კი არ ზრდის ადამიანს, არამედ საკუთარ თავს, სისხლსა და ხორცს უძღვნის მას, ვით საკვებს, რძეს, პურს. "ოჰ, საოცარი საიდუმლო! ახალშობილი ადამიანისათვის ლოგოსი ყველაფერია: მამა, დედა და აღმზრდელი: "უკუეთუ არ სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქუენთა" (იონ. 6.53). ჯანმრთელობისთვის ესოდენ სას-ურველი საკვებით გვამარაგებს უფალი. ის თავის სისხლსა და ხორცს გვთავაზობს, რითაც თავისი სამწყსოს აღზრდას უწყობს ხელს. ოჰ, საოცარი საიდუმლო! ის გვიბრძანებს მივატოვოთ ძველი ავხორცული გართობები და ლტოლვა, ვინაიდან ქრისტეს ცხოვრების წესისამებრ გვმართებს სვლა".3 ამრიგად, შინაგან, საიდუმლოებრივი გზით ქრისტე - პედაგოგი აღ-ავსებს ადამიანს.
ღმერთკაცი ქრისტე გვზრდის, როგორც ლოგოსი
ქრისტე, როგორც ლოგოსი, არა მარტო მამას "გამოთქუა" (იონ. 1.18), არამედ ყველა ქმნილების ლოგოსს, ვინაიდან "ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა ხილულნი..." - ყოველივე მის მიერ და მის მიმართ დაებადა. "და იგი თავადი არს ყოველთ წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცდა" (კოლ. 1. 16-17). სამყარო ქრისტე - ლოგოსის გარეშე არა მარტო კარგავს არსს, არამედ იხლიჩება ნაწილებად, რადგან სხვა არაფერსა და არავის ძალუძს გააერთიანოს ადამიანი საყოველთაო და ლოგიკურ ერთობაში. რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს ჩემს არსებობას სამყაროში, რო-მელსაც არც ცენტრი გააჩნია და არც აზრი? აზრსმოკლებული ცხოვრება ჩვენი ყოფიერების ყველაზე საჭირბო-როტო პრობლემაა. კოსმოსურ ცენტრსა და ერთობას მოკლებული ადამიანისათვის, მით უფრო მგრძნობიარე ახალგაზრდისათვის, ეს პირადი ცენტრისა და მთლიანობის დაკარგვას ნიშნავს. ამის შედეგად სტრესით სავსე ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ჩვენი შვილების მრავალი ანტისაზოგადოებრივი საქციელი - ნარკოტიკი, ანარქიზმი, სწავლის მიტოვება, ყველაფრისადმი გულგრილი დამოკიდებულება - შემდეგნაირად აიხსნება: ეს დაუკმაყოფილების გამოხატულებაა, გაქცევაა მკაცრი რეალობიდან აბსურდულ სამყაროში. დღეს თანამედროვე განათლება ვერ ეხმარება ახალგაზრდას განმა-რტოს კოსმოსისა და ყოფიერების არსი, იმიტომ რომ, თავად განათლებამ დაკარგა თავისი ცენტრი, თავისი სისავსე - ლოგოსი ქრისტე. განათლების მიზანი, რაც დღეს დგას ადამიანთა წინაშე, არის ისეთი იდეალები როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, საზოგადოებ-რივი სამართლიანობა. მაგრამ ამ იდეალებს არ ძალუძთ სრუ-ლყოფილად გაააზრებინონ ადამიანს ღვთის სამყაროზე მზრუნ-ველობა, ისინი ვერ უჩვენებენ მას შემოქმედსა და ქმნილებას შორის არსებულ კავშირს. ამიტომ ვასკვნით, რომ ეს იდეალები ან საერთოდ არ აინტერესებთ ახალგაზრდებს, ანდა მცირე ხნით იწვევენ ენთუზიაზმის მოზღვავებას, რასაც მოსდევს იმედგაცრუება და ნიჰილიზმი. სკოლებში რელიგიის გაკვეთილებს უფრო დიდი ამოცანა აკისრია, ვიდრე რელიგიაზე უბრალოდ ცოდნის გავრცელებაა. მისი მიზანია აჩვენოს ადამიანს, რომ ყოველივეს, რაც ისწავლება სკოლებში, მაშინ ექნება თავისი ლოგოსი, როდესაც ქრისტე - ლოგოსს შეუერთდება და მისით იხელმძღვანელებს. ამგვარად წარმოჩნდება სამყაროს შექმნის არსი, ცენტრი და ერთობა. ღვთისმეტყველს (პედაგოგს) ვერ ექნება უნივერსალური ცოდნა, მა-გრამ მას შეუძლია განუმარტოს მოწაფეებს, რომ ყოველივეს სამყაროში მაშინ აქვს აზრი, როდესაც ქრისტეს ლოგოსში იკრიბება. საჭიროა ისეთი ღვთისმეტყველება, რომელიც კოსმოლოგიურ, ქრი-სტოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ ჭრილში განიხილება. ეკლესიის წმინდა მამები, განსაკუთრებით ღირსი მაქსიმე აღმსარე-ბელი, შეუფასებელ დახმარებას გაგვიწევს ამ თვალსაზრისით. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი წმინდა მამათა ღვთისმეტყველებას შემდეგი სიტყვებით აჯამებს: „ყოველივეს შემოქმედი ამავე დროს ლოგოსია, იმიტომ რომ ყოველი მგრძნობიარე და გონებისათვის მისაწვდომი სულიერ ლოგოსებთან ერთად შეიქმნა". იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რა იქმნა" (იონ. 1.3). გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "არსებობს კი რაიმე, რაც ლოგოსის მიერ არ არის შექმნილი?".4 მართლმადიდებელი მეცნიერი ან ინჟინერი არ განიცდის შინაგან რღვევას. ყოველივეს, რასაც იგი, როგორც მეცნიერი ან ინჟინერი აკეთებს, ღვთის ხატების გამოვლინებაა. მათ მოქმედებას არსი, თავისი ლოგოსი გააჩნია, რომელიც ქრისტემდე მაღლდება. თუ ცოდვა, ეგოიზმი, ეშმაკი გვიბიძგებს იმისკენ, რომ გავწყვიტოთ კავშირი ლოგოსებსა და ქრისტე - ლოგოსს შორის, მაშინ ჩვენ ვუწყით, რომ ეს კავშირი აღდგება და განახლდება, როდესაც ღმერთს კვლავ დაუბრუნებს ძღვნად თავის ქმნილებას ღვთაებრივ ლიტურგიაზე სიტყვებით: "შენთა შენთაგან". ადამიანი - ქმნილების ევქარისტიული მსახურება ამგვარად ხორ-ციელდება. ადამიანი თავის ქმნილ ბუნებას ღვთის წყალობად მიიჩნევს და კვლავ უბრუნებს ღმერთს, მაგრამ უკვე როგორც საკუთარ ძღვენს. ამგვარი მოწმობის აღიარების შემდეგ მეცნიერებას შეუძლია განვი-თარდეს თავის კვლევებში, და თან არ შეეწინააღმდეგოს რწმენასა და დოგმატებს. მართლმადიდებელი მეცნიერისთვის რთული არ არის დაინახოს ღმერთი სამყაროში იმიტომ, რომ მართლმადიდებლური ღვთისმე-ტყველების თანახმად, ღმერთში ღვთაებრივი არსი და ხელთუქმნელი ღვთაებრივი ენერგიები განირჩევა ერთმანეთისაგან, განირჩევა ღმერთში, რომლის მეშვეობითაც შედის ღმერთი ქმნილებაში. ქმნილი სამყარო მართლმადიდებლობაში არ არის დაკეტილი და მიუღწეველი ხელთუქმნელი ღვთაებრივი მადლისთვის. საიდუმლოებრივ და ლიტურგიკულ მოქმედებაში, განსაკუთრებით ევქარისტიაში, ღვთა-ებრივისა და ადამიანურის, ქმნილისა და ხელთუქმნელის შეერთება ხორციელდება. ეს უდიდებულესი საქორწილო კავშირია, უდიდესი სიხარული და ზეიმი მართლმადიდებლობისა. ყველა მიწვეულია ამ ქორწილზე. მართლმადიდებლობის ღმერთი არ დგას ქმნილების მიღმა. ის ღვთაებრივი ენერგიებით მოქმედებს, მონაწილეობს შექმნაში, მაგრამ არ შეერევის მას (ქმნილებას), როგორც ეს პანთეიზმშია. ქმნილების მიერ სამყაროს მსგავსი აღქმა შეუძლებელია იყოს ადამ-იანის გონებრივი მუშაკობის ნაყოფი. მხოლოდ ერთგული ქრისტიანი და ღვთისმეტყველი გრძნობს შინაგანად ამას. ის პირადი გამო-ცდილებით განიცდის ამ ერთობას და ეს ცოდნა შეუძლია გადასცეს თავის მოწაფეებს. ამრიგად, შეგვიძლია დავეხმაროთ მოწაფეს, უპასუხოს სიღრმისეულ პრობლემას, ანთროპოლოგიურ შეკითხვას სამყაროს შინაგანი ერთო-ბისა და ერთიანობის შესახებ.
არქ. გიორგი კაფსანისი Xareba.net - ის რედაქცია
¹Климент Александрийский. Педагог. III12. 1996 წ. გვ. 283. ²Климент Александрийский. Педагог. Т6. გვ. 58. ³იქვე გვ. 59. ⁴Св. Григорий Богослов. Второе Слово о Сыне. უკან დაბრუნება |