მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ძილად მისვლის ლოცვანი

ძილად მისვლის ლოცვანი


20-11-2015, 00:01

 

 

   ლოცვით ადამიანი მაღლდება, განიწმიდება. ეკლესია ცდილობს ან-გელოზებრივი სიწმინდე მოგვანიჭოს დილის ლოცვების აღს-რულებით, მაგრამ საკვირველად გულმოდგინეა დედა-ეკლესიის ზრუნვა მაშინ, როცა ჩვენ ყოველდღიური საქმეებისა და ცოდვების შემდეგ დაძინებას ვაპირებთ. მე ვთქვი: ცოდვების შემდეგ. ასეა, საყვარელნო ძმანო, ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ არ არსებობს კაცი, რომელმაც თუნდაც ერთი დღით იცხოვრა ამქვეყნად და წმინდაა უფლის წინაშე.

   ჩვენი სინდისიც ხომ გვიმოწმებს, რომ ყოველდღურად ვცოდავთ, ხან როგორც ადამიანები, ხოლო ზოგჯერ პირუტყვსაც ვემსგავსებით...

   გვაქვს ცოდვები ნებსითნი და უნებლიეთნი, მეცნიერებითნი და უმე-ცრებითნი, გვაქვს ცოდვები სიჭაბუკის, ბოროტი მეცნიერების, თავხედობის, მოწყინების... ვალდებულნი ვართ შიშითა და კრძალ-ვით წარმოვთქვათ უფლის სახელი, ჩვენ კი ყოველდღიურად ამაოსა ზედა მოვიხსენებთ მის წმიდასა და საშინელ სახელს, ზოგჯერ ვგმობთ კიდეც; ღვთის მცნება გვავალებს, გვიყვარდეს მოყვასი, ჩვენ კი ყოველდღიურად ვჩაგრავთ, ვაყვედრით, ვმრისხანებთ, განვიკითხავთ, გული გვტკივა სხვისი სიკეთის ხილვისას...

   ძმა მოვიდა - შეურაცხვყავით, გლახაკი შევიზიზღეთ, უზომოდ ვიძ-ინეთ, უზომოდ ვჭამეთ და ვსვით, ვიცინეთ უგუნურებით, ზოგჯერ ლოცვად დავდექით, მაგრამ გონება ჩვენი „ბოროტთა და საწუთოთოა მიექცა", ზოგჯერ არც კი გვიზრუნია ლოცვისათვის, მხოლოდ „შესატყვისისა მეტად" განვიშვით, იქნებ მთელი დღე გავლიეთ მოყვასის შეცოდებათა დაცინვაში და დაგვავიწყდა, რომ საკუთარი ცოდვები ურიცხვი გვაქვს? (ლოცვა 3).

   განა სწორედ ასეთი არაა ჩვენი ყოველდღიურობის ისტორია? ყოვ-ელი დღის დამთავრებასთან ერთად მთავრდება ჩვენი ყოფის ერთი ნაწილი, და ყოველ საღამოს ჩვენი გულის იდუმალ წიგნს ემატება კიდევ ერთი ბნელი ფურცელი. ჩვენ არ გვიყვარს, ზოგჯერ არც ძალგვიძს ამ სავალალო ფურცლების კითხვა, მაგრამ ისინი ჩაწერილია ჩვენს სინდისში, მას ჭვრეტს ზეციური სამსჯავრო, ჭვრეტს წმიდა ეკლესიაც და ცდილობს დაფაროს ისინი უფლის ყოვლისმხილველი თვალისაგან. ამისათვის იგი გვთავაზობს ყველაზე ამაღელვებელ ლოცვებს მამის, ძისა და სულიწმიდისადმი, ლოცვებს განწმენდისა და სინანულის, გვავალებს ვევედროთ მაცხოვარსა და მსაჯულს, რათა ყოველ დღეს კეთილი ბოლო მიანიჭოს და არ აგვხოცოს „წიგნისა მისგან ცხოველთასა".

   ღამის ძილი, ღვთის საჩუქარია უძლურებისას მოსასვენებლად, რათა კვლავ აღვსდგეთ მდაბლისა ჩვენისა სარეცელისაგან და სათნო-ვეყოთ მის წმიდა სახელს. ამისათვის გვთავაზობს დედა-ეკლესია მადლო-ბისა და სინანულის საოცარ ლოცვებს. „მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე, ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა, რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა" (ლოცვა 4).

   გულისამაჩუყებელია, როცა დედა ნაზი მზრუნველობით უმზადებს მოხერხებულსა და სუფთა საწოლს თავის პირმშოს, მაგრამ როდესაც გავიზიარებ საღამოს ლოცვის მნიშვნელობას, როცა ვცდილობ ჩავწვდე მის აზრს, ვხვდები, რომ ყველაზე ნაზი დედობრივი ზრუნვაც კი ამქვეყნად ვერ შეედრება ეკლესიის ზრუნვას ჩვენთვის, ცოდვილ-თათვის! რაოდენ ამაღელვებელია საღამოს ლოცვებში დახატული ქრისტიანის ხატება, მისი ძილი არამარტო უშფოთველი, არამედ წმინდაა, რადგან თავისუფალია „ყოველთაგან ვნებათა" და უძლეველი ღმრთისმშობლის საფარველქვეშ განისვენებს. მის სასთუმალთან ფხიზლობს მფარველი ანგელოზი, დამცველი ბნელი ძალების თავ-დასხმისაგან. არაა ეს ძილის ის სახე, რომლითაც მხოლოდ უფლის კურთხეულ შვილებს შეუძლიათ განისვენონ ზეციური მამის წიაღში? მაგრამ შეუძლია კი ცოდვილს მართალთა ნეტარი ძილით მოისვენოს? ვისთვის შეიძლება ისე სწრაფად და უეცრად იქცეს სარეცელი სამარედ თუ არა ცოდვილთათვის? ეკლესიამ კარგად იცის მოულოდნელი გარდაცვალების მთელი საშიშროება, თითქოს თვითონ ძრწის ჩვენს გამო საშინელი სამსჯავროს წინაშე და მაინც, გვანიჭებს გარკვეულ სითამამეს და წმინდა მამების საოცარი ლოცვებით ცდილობს ჩვენს გადარჩენას. 

   დედაო ჩვენო, წმიდაო ეკლესია, უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს ახ-ალო სიონო, ჭეშმარიტად, ყველასათვის ნუგეშინისმცემელია შენი სახლი!.. შენს დედობრივ წიაღში ვიშვით და ვიზრდებით, შენი დედობროვი საფარველის ქვეშ ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ვშრომობთ და ვისვენებთ, შენ მუდამ ჩვენთან და ჩვენთვისა ხარ! ამინ.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება