მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > პატერიკონი - კეთილმოღვაწე მთაწმინდელი ბერები

პატერიკონი - კეთილმოღვაწე მთაწმინდელი ბერები


19-11-2015, 00:01

 

მეუდაბნოე ბერი დანიელი

   

   მთაწმინდის უდაბნოში, პეტრე ათონელის კელიაში, XX საუკუნის დასაწყისში მდუმარებაში ცხოვრობდა ბერი დანიელი.

   ერთხელ ბერი თავისი კელიის ტაძარში საღვთო ლიტურგიის აღ-სასრულებლად ემზადებოდა. რადგან კანონის მიხედვით, მღვდელს არა აქვს უფლება მარტო აღასრულოს წირვა - საჭიროა ერთი მგალობელი მაინც - ბერმა დანიელმა საღამოს თავის მეზობელ ბერს სთხოვა დახმარება. ისიც შეჰპირდა, რომ დილით ადრე მოვიდოდა. 

   მეორე დღეს ბერი დანიელი წესისამებრ მღვდლის შესამოსელით შე-იმოსა, წაიკითხა ცისკრის ლოცვა და მეზობელს დაუწყო ლოდინი.

  კარგა ხანმა განვლო. მეზობელი ბერი არ ჩანდა, თურმე ავად გამხ-დარიყო. ბერი დანიელი შეშფოთდა, აღარ იცოდა როგორ მოქცე-ულიყო. 

   უცებ ტაძარში სამი უცნობი ბერი გამოჩნდა. დანიელი მიესალმა მათ და სთხოვა, დახმარებოდნენ. 

   უცნობებმა იგალობეს.

   ასე აღასრულეს წირვა.

 დასასრულ ღვთივმსახურმა დანიელმა უცნობებს ვინაობა ჰკითხა. მათ უპასუხეს, რომ ათონის ივერთა მონასტრიდან მოვიდნენ და სახელად ექვთიმე, იოანე და გიორგი ერქვათ.

  როცა ბერმა საკურთხევლიდან წმ. ძღვენი გამოასვენა, რომ სტუმ-რები ეზიარებინა, ტაძარში ვერავინ იპოვა.

   მხოლოდ მაშინ მიხვდა ბერი დანიელი, რომ უცნობები ათნის ივე-რთა მონასტრის აღმაშენებელნი იოანე, ექვთიმე და გიორგი მთა-წმინდელები იყვნენ.



ბერი პაისი

   

   თავდაპირველად ბერი პაისი ცხოვრობდა სტავრონიკიტის მონასტ-ერთან, ერთ-ერთ კელიაში. მას მუდამ თან დაჰყვებოდა ორი გველი. ბერი მათ რძით კვებავდა.

   ერთხელ ბერ პაისთან მიმავალმა ერთ-ერთმა მლოცველმა გზად დი-დი გველი მოჰკლა. როცა ბერის კელიასთან მივიდა და ზარს ჩამოჰკრა, ბერმა დიდხანს არ გამოიხედა. ბოლოს კარი გაიღო, გამოჩნდა ბერი პაისი და სტუმარს მწუხარედ უთხრა: „რა დაგიშავე ისეთი, რომ საუკეთესო მეგობარი მომიკალი?" სინანულით სავსე სტუმარმა თავი დახარა და აღიარა თავისი დანაშაული. 

 

 

*     *     *

   

   ერთხელ ბერ პაისთან ჩამოვიდა რამდენიმე წევრი საზოგადოებისა „წმ. მთის მეგობრები". ბერის კელიასთან მისვლამდე ერთმა მათგანმა, რომელიც დაიღალა, თქვა: „რატომ უნდა ვეძებოთ კაცი, რომელიც ცხოვრებას გაექცა და მხეცივით ტყეში ცხოვრობს?"

   გზა გააგრძელეს.

   ბერის კელიასთან მათ სიურპრიზი ელოდათ. კელიის მისასვლელთ-ან დაფაზე ეწერა: „ნუ შეაწუხებთ მხეცს, ის ახლა ისვენებს".


 

*     *     *

   

   კიპრელი მღვდელი ანდრეი აგაფოკლეუსი, როცა ღვთისმეტყველებ-ის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თავის მეგობართან ერთად ბერ პაისს ესტუმრა. სამსაათიანი საუბრის შემდეგ ბერმა სტუმრები ერთ-ერთ მონასტერში გაგზავნა. ზეცა საწვიმრად ემზადებოდა, სტუმრები შეშინდნენ, რომ წვიმაში დასველდებოდნენ, მაგრამ ბერმა დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინიათ, წვიმა არ იქნება    და არც დასველდებით".

   ღვთის ნებით, სტუდენტმა და მისმა მეგობარმა, მშვიდობით მიაღ-წიეს მონასტერს და მხოლოდ მაშინ, როცა მონასტერში შეაბიჯეს, საშინელი თავსხმა წამოვიდა.


 

*     *     *

   

   ერთხელ ბერ პაისთან მამა-შვილი მოვიდა კონსტანტინოპოლიდან. ბავშვი მოზარდი იყო და დაუნიზმით დაავადებული. გატანჯულ მშობელს ბერმა უთხრა: „როგორც არ უნდა ვეცადო და მსურდეს, ვერასდროს ვერ მივაღწევ ისეთ მორჩილებას, უბრალოებას, სიხა-რულსა და უშურველობას, როგორითაც ეს ბავშვია სავსე".

   მამამ დამშვიდებულმა დატოვა ბერი, ვისგანაც ასეთი სანუგეშო სი-ტყვები მოისმინა თავის შვილზე.


 

*     *     *

   

   ერთხელ ბერ პაისს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ის ოზონის ხვრე-ლზე. ბერმა უპასუხა: „თუ ადამიანებს ექნებათ სინანული, არაფერი მოხდება, ღმერთი ხელის ერთი დაკვრით გააქრობს ამ ხვრელს".

   ერთხელ ბერ პაისთან გრიგორიატის მონასტრიდან რჩევის საკით-ხავად მოვიდა ერთი მონაზონი, რომელსაც საშინლად ებრძოდა ეშმაკი და შთააგონებდა წასულიყო მონასტრიდან, რომელშიც ცხოვრობდა.

   სანამ ბერს განმარტოებით დაელაპარაკებოდა და მისგან რჩევას მი-იღებდა, სტუმარი სხვა მონაზვნებთან და მორჩილებთან ერთად კელიის ეზოში იჯდა. ნეტარი ბერი პაისიც მათთან იყო და სხვადასხვა თემაზე საუბრობდა. მასთან მოსულმა მონაზონმა ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, მამაო, ომი იქნება?" ბერმა პაისმა მიუგო: „შვილო ჩემო,  ნუ ფიქრობ, იქნება თუ არა ომი, უმჯობესია საკუთარ ომს მიხედო".



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება