მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > რატომ არსებობს მოდა

რატომ არსებობს მოდა


11-12-2015, 00:01

 

მოდის უმთავრესი თვისება თანამედროვეობაშია

   

   ლექსიკონში მოყვანილი განმარტების მიხედვით მოდა „ჩვევებისა და გემოვნების კავშირია, რომელიც გავრცელებულია გარკვეულ საზოგადოებაში განსაზღვრულ დროს". 

   მოდა შეიცავს, როგორც მოდურ ნივთებს, ასევე მოდურ მოქმედე-ბებსაც. მათ შორისაა: ტანსაცმელი, საკვები, მუსიკა, ხელოვნება, ლიტერატურა, ცხოვრების წესი და ა.შ.

   ისმის კითხვა: რომელია მოდის უმთავრესი თვისება? - მოდის, ერთ-ერთი უმთავრესი თვისება თანამედროვეობაა. ძველი მოდა უკვე ანტიმოდაა. რაც უფრო ახალია მოდა, მით უფრო მაღალი შეფასება ეძლევა თავისი თაყვანისმცემლებისაგან. 

   მოდის მიმდევარი ადამიანი ორ ურთიერთდაპირისპირებულ სურ-ვილს იკმაყოფილებს: პირველი - სხვისგან განსხვავებულობის სუ-რვილს (მაგალითად, ელიტარული საზოგადოება მოდას საკუთარი თავის უკეთ წარმოჩინების მიზნით იყენებს), მეორე - სხვისადმი მიმსგავსების სურვილს, მართალია არა ყველასადმი, არამედ, თავისი შეხედულებებით, საუკეთესო საზოგადოებისადმი.

   ამგვარ ელიტარულ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნოს სპორტის, კინოსა და პოპ-მუსიკის „ვარსკვლავები".

   სიტყვა „მოდა" -ს გამოყენებისას უპირველესად ტანსაცმელს გული-სხმობენ. „ტანსაცმელი მოწმობაა ჩვენი დაცემული ბუნებისა" - ამბობოს ფილარეტ მოსკოველი, რადგან ადამისა და ევას შეცდომებისა და შემდეგ მათში სირცხვილის გრძნობის გაჩენის შემდეგ გახდა იგი საჭირო.

  ტანსაცმელი ყველა დროში ადამიანის მსოფლმხედველობასა და ტრადიციას გამოხატავდა. დროთა განმავლობაში ტანისამოსს სხვა ფუნქციებიც მიენიჭა. ჩვენს დროში ტანსაცმელი, განსაკუთრებით კი ქალისა, როგორც არასდროს, მიმზიდველი და „თავისუფალი" გახდა.

   აი, რას ამბობს ამის შესახებ არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე): „ვაი შენდა, დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ, როცა თითქმის შიშველი დადიხარ, ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ გამოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა. შენ ხარ საცდური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის, ვაი შენდა"!

   უფალი ამბობს: „ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთ-ქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათ. 5.28). ე.ი. შეიძება ითქვას: „შენ, დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბვლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩაში დღეს".



ინფორმაციის მასიური საშუალებების გავლენა ადამიანის გემოვნებაზე

   

  დღეს მომხმარებლის არჩევანზე უდიდეს გავლენას ინფორმაციის მასიური საშუალებები ახდენს. ტელევიზორის გამოგონების შემდეგ მათი მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს მრავალი ოჯახი ძირითად მოთხოვნილების ნორმებს სწორედ ტელევიზიის მეშვეობით არკვევს.

   ინფორმაციის სხვადასხვა საშუალების ზემოქმედებით ქვეყნის მოსა-ხლეობა ფაქტიურად ბრბოს ემსგავსება, რომელშიც ერთი ადამიანის სულიერი ექსპანსია მეორეზე ხორციელდება მიუხედავად ტერიტო-რიული დაშორებისა.

   ზემოქმედების განსაკუთრებულად მძლავრი საშუალება გააჩნია ტე-ლევიზიას. სხვადასხვა ფილმებისა და კონცერტების საშუალებით. ტელევიზია აიძულებს ადამიანს მიემსგავსოს ამა თუ იმ გამოყენებულ მოდელს. 

   ნებისმიერი თანამედროვე ფილმი ხომ გარკვეულწილად მხატვრუ-ლი რეკლამაა. მრავალი კადრის, ტანისამოსისა თუ საგნის რეკ-ლამირების მიზანი სწორედ მისი შეძენის სურვილის აღძვრაშია. და რაც არ უნდა დავიცვათ თავი რეკლამის ზემოქმედებისაგან, ის თავის საქმეს უთუოდ გააკეთებს. 



როგორ უნდა გამოიყურებოდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი

  

  მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანი, როგორც წესი, შინაგანი გამოცდილებით ხვდება, თუ როგორი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტად ეკლესიური ადამიანი არ წარმოაჩენს თავის „მართლმადიდებლობას".

     შეიძლება მართლმადიდებელი იყოს მოდის მიმდევარი?

  ცხოვრების ყოფითი საქმეები ძლიერად მოქმედებს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე, ამიტომ ტანსაცმელი ადამიანის მხოლოდ გარეგ-ნული გამომეტყველების საშუალება არაა, მაგალითად, თუ გოგონას თმები მწვანედ აქვს შეღებილი, არა მგონია, მისგან ზნეობრივად მოწესრიგებულ მოქმედებას უნდა ველოდეთ.

   გამომწვევი ჩაცმულობა ახშობს სირცხვილის გრძნობას და მრუშულ აზრებს აძლევს განვითარების საშულებას. 

   ქრისტიანის უბრალო და მოკრძალებული ტანსაცმელი მუდამ სუფ-თა უნდა იყოს. ასევე სუფთა უნდა აჰქონდეს პირი, ხელები, ვარცხნილობა კი - მოწესრიგებული.

   რაც შეეხება სამკაულებს, ეკლესიაში სამკაულით შესვლა მიუღებე-ლია. სხვა შემთხვევაში, ქრისტიანი ქალი საკუთარი ზომიერების გრძნობით უნდა ხელმძღვანელობდეს.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება