მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ტელევიზორის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ტელევიზორის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


9-12-2015, 00:00

ტელევიზორის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   კაცობრიობის სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობა ბოლო დროს გაუ-არესდა. ვინ და რაა ამის მიზეზი?

   მთელ მსოფლიოში მეფობს დემოკრატია, რომელიც დამყარებულია ეგრეთწოდებული „თავისუფლება, ძმობა, ერთობა" - ს პრინციპზე. კაცობრიობა პროგრესულად ვითარდება „თავისუფალი აზრისა და მეცნიერების" წყალობით. მთელი სამყარო თავის სატანურ ხიბლში მისულია გლობალურ კატასტროფამდე. სინამდვილეში დეკლარირე-ბული თავისუფლების ნაცვლად თანამედროვე კაცობრიობის მონა-ღვაწია მონობა, უსამართლობა და სიძულვილი.

   ასეთი კრიზისის მიზეზი, ადამიანში ღვთის რწმენის დაკარგვაა. თუ-მცა ამ მიზეზს ვერც ხვდება და არც აღიარებს თანამედროვე ადამიანი თავისი ამპარტავნების გამო. 



ჩვენს აპოკალიფსურ დროში ადამიანის სულიერი დამონების ძირითადი საშუალება ტელევიზია გახლავთ

   

   ბრალი რომ არ დაგვდონ კულტურული პროგრესისადმი მტრულ დამოკიდებულებაში, ვილაპარაკებთ არა ტექნიკურ გამოგონებაზე, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ მას. 

   ტელევიზორმა შეუფერებელი ადგილი დაიკავა ჩვენს სახლში. იყო რა ინფორმაციის მოკრძალებული საშუალება, ჩვენს სახლებში შე-მოიჭრა, როგორც აგრესორი.

  ძველად ოჯახის ცენტრი კერია იყო. შემდგომში ოჯახის ცენტრი მაგიდა გახდა. მაგიდა, რომლის გარშემო, მძიმე შრომის შემდეგ, იკრიბებოდა ოჯახის ყველა წევრი, იქ ისინი არა მარტო ტრაპეზობდნენ, არამედ კითხულობდნენ წმინდა წერილს. ამჟამად მათი ადგილი ტელევიზორმა დაიკავა, მაგრამ ტელევიზორი კი არ აერთიანებს, არამედ აშორებს ოჯახის წევრებს. თითოეული მოხიბლულია ცისფერი ეკრანით, ერთმანეთთან კონტაქტი არა აქვთ, ნიშანდობლივია, რომ ტელევიზორს ოთახში ის ადგილი უჭირავს, სადაც ადრე სახატე იყო.

   ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისაგან ერთ სახლში, ოჯახში მცხო-ვრებ ადამიანებს, ცვლის რა მათ ურთიერთობებს ეკრანულ მოჩვენებათა აჩრდილებით. ადამიანმა დაკარგა ცოცხალი ადამიანის შეგრძნება, დაკარგა მისი სიყვარული და თანაგრძნობა. იგი აღარ ითვლება პიროვნებად, ხდება მისი ინსტრუმენტად გადაქცევა.

   ცივილიზაციის პროგრესის ერთ-ერთი „დამსახურებაა", რომ ადამი-ანები ჩაკეტილები არიან საკუთარ „ბეტონის კოლოფებში" და მოკლებული არიან ურთიერთობას, როგორც ჩვეულებრივ სულიერ მოთხოვნას. ურთიერთობის უდიდესი სურვილი იზიდავს ადამიანს, თავის შინაურ მეგობარ ვამპირთან.

  ადამიანი როცა უყურებს და უსმენს მას, უხსნის სულის კარებს, ხოლო იგი თავად, ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფს, სთავაზობს განსაზღვრულ აზრებსა და იდეებს.

   საერთო სასოწარკვეთის, ბოროტებისა და სიგიჟის გარემოცვაში ად-ამიანი ეძებს ფსიქოლოგიურ დაცვასა და ნუგეშს, მაგრამ როცა საზოგადოებაში ვერ ჰპოვებს მას, იმედგაცრუებული მიმართავს ტელევიზორს და იღებს კიდეც სასურველ მანუგეშებელ საშუალებას. ამის დამადასტურებელია ტელე-მელოდრამული სერიალების: „მდიდრებიც ტირიან", „დინასტია", „სანტა-ბარბარა" და ა.შ. დიდი პოპულარობა, ამ „საპნის ტელეოპერების" გმირები ეგებებიან განაწყენებულ და შეურაცხყოფილ ტელემაყურებელს, შეჰყავთ დაუსრულებელ სასიყვარულო დრამებში, ინუგეშებენ თავს ამ „ტრაგედიებში" და ანუგეშებენ მწუხარებით შეპყრობილ ურიცხვ აუდიტორიას.

   საზოგადოებაში არ არსებობს ერთიანი პიროვნება. თითოეული ადა-მიანი ინდივიდია. იგი პოულობს თავისი არსებობის იდეალს, როცა ტელევიზორის საშუალებით ეხება მთელ მსოფლიოს. ზოგისთვის ეს სუპერადამიანია: მამაცი პოლიციელი ან განგსტერი ამერიკული დეტექტივიდან, ზოგისთვის - პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე, ზოგისთვის კიდევ ცნობილი კინომსახიობი, სუპერმოდელი, სპორტსმენი და ა.შ. ადამიანი თავის იდეალს აღმერთებს, სჯერა მისი, ცდილობს მიჰბაძოს მას.

   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ბავშვებზე ტელევიზორის მო-ქმედებაა. თუ ადრე პიროვნების აღზრდით დაკავებული იყო მშობელი, ახლა ეს ფუნქცია აკისრია ტელევიზორს. უფროსებისაგან განსხვავებით, ტელევიზორი არასდროს ამბობს უარს ბავშვებთან ურთიერთობაზე, მას ყოველთვის სცალია, აკმაყოფილებს ბავშვების სულიერ მოთხოვნილებებს და გულმოდგინედ მოძღვრავს მათ.

   ბავშვები, რეალობის ზღვარის გაუთავისებლობის გამო, ეკრანზე მო-მხდარს იღებენ, როგორც სინამდვილეს. მკვლელობა და ძალადობა მათში არ იწვევს შიშსა და ზიზღს, რადგან ასეთი სატელევიზიო გადაცემების შემდეგ, ბავშვი ეჩვევა ყოველივეს და ეკრანზე ნანახი ხდება მისთვის ყოველდღიური რეალობა. 

   რაც შეეხება ფილმებს სექსზე, ისინი დამღუპველად მოქმედებენ იმ ბავშვების ფსიქიკაზე, რომლებიც მშობლების მდუმარე თანხმობით სხედან მათთან ერთად. (წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლები იძულებული იქნებოდნენ, გამოერთოთ ტელევიზორი ან ბავშვები რამდენიმე საათით გაეძევებინათ სახლიდან. ამიტომ ისინი ამჯობინებენ მიიღონ სახე, თითქოს ვერ ამჩნევენ მათ ზურგს უკან ტელევიზორის მაყურებელ ბავშვებს). ბავშვებს უფროსებზე უფრო ნაკლებად შესწევთ უნარი საკუთარი გრძნობების რეგულირებისა, ამიტომ ტელევიზორთან სულიერი გახრწნის შემდეგ ქრისტიანობას აღიქვამენ, როგორც აკრძალვით სისტემას.

   ტელევიზორი ასუსტებს ადამიანის ინტელექტუალურ ძალებს. გო-ნება უნდა ვარჯიშობდეს, ეძებდეს, ლახავდეს სიძნელეებს. ტელე-ვიზორი კი უხვ, რაფინირებულ, მზამზარეულ საკვებს იძლევა; რის შედეგადაც გონება ხდება მოდუნებული, უძლური, დამოუკიდებელი აზროვნების უნარს მოკლებული.

   ტელევიზორი ჰიპნოზირებას ახდენს. მომხიბვლელი ვნებებით გაჟ-ღენთილი გამოსახულებების ნაკადი (ერთდროულად მხედეველო-ბითი და სმენითი) იმონებს ფსიქიკას, ცნობიერება მუხრუჭდება, ადამიანი ხდება ტელევიზორის მედიუმი, მისი შთაგონების შემთვისებელი. (გავიხსენოთ კაშპიროვსკის, ჩუმაკის მედიტაციური სეანსები). ადვილი წარმოსადგენია, როგორი „მომზადებული" შეხვ-დება ანტიქრისტეს მოსვლას ფსიქიკამოშლილი მასები. 

  ტელევიზორი იწვევს ნერვულ დაავადებებს. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობანი უსაზღვრო არ არის. რამდენიმე საათის გან-მავლობაში იგი ტელევიზორისაგან იმდენ შთაბეჭდილებას იღებს, რამდენსაც ადრე მთელი თვის განმავლობაში. ნერვული სისტემა ცვდება და ვერ უძლებს რა მძიმე დატვირთვას, თავდაცვის მიზნით ავადდება.

   ტელევიზორი ადამიანებს სისასტიკეს ასწავლის. ეს ეხება არა მარტო მკვლელობისა და ძალადობის სურათებს, რომლებიც ტელეგადა-ცემებში ზოგჯერ თაყვანისცემისა და გმირობის ატმოსფეროთია გარემოცული, არამედ ეხება არანაკლებ საშიშს: ტელევიზორთან ადამიანის განცდები იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ ემოციურად აცარიელებს მას და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გულგრილი, ცივი და განდგომილი ხდება.

   ლოცვა სულიერი ცხოვრების ცენტრია. ლოცვისა და ჭვრეტის გარეშე შეუძლებელია ღვთის შინაგანი განცდა. ტელევიზორში ყველა არხი რელიგიურ გადაცემებს რომ დაეთმოს, ის მაინც მოსწყვეტს რელიგიას მთავარს - სიღრმესა და მისტიკას, შეჩერდება სიტყვის საჯაროდ გამოცხადების დონეზე. ტელევიზორთან გაზრდილი ადამიანი რელიგიას აღიქვამს, როგორც კულტურულ-ზნეობრივ და ისტორიულ ღირებულებას, რაც არსებითად არის რელიგია ღვთის გარეშე. 

   საშინელ დროში გვერგო ცხოვრება. არ დავკარგოთ, ძმებო და დებო, ის ძვირფასი დრო, რომელიც მოგვეცა სინანულისა და გადა-რჩენისათვის, მარადისობაში დასამკვირდებლად, ჭეშმარიტების შესაცნობად. არ გავცვალოთ სიწმინდე ამა სოფლის თავადის მიერ შემოთავაზებულ ხანმოკლე სიამოვნებასა და გართობაზე. 

   დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს მთელი ძალები მოვიკრიბოთ და შევინარჩუნოთ მართლმადიდებლობა, დავრჩეთ მართლმადიდებ-ლობაში. ყურადღებით ვიცხოვროთ სულიერი ცხოვრებით, მივე-ჩვიოთ მუდმივ ლოცვას, მოთმინებით გადავირჩინოთ სული, შეძლებისდაგვარად ვუქადაგოთ ღვთის სიტყვა, მათ, ვისაც ჯერ კიდევ ძალუძს მიიღოს იგი.


არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება