მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რელიგიათაშორისი შეხვედრები: სახარების უარყოფა და წმინდა მოწამეთა შეურაცხყოფა - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი
რელიგიათაშორისი შეხვედრები: სახარების უარყოფა და წმინდა მოწამეთა შეურაცხყოფა - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი25-01-2016, 00:04 |
ბეთლემისა და იორდანიის ნათლიდან ასიზიის წყვდიადამდე
2002 წ. 24 იანვარს ასიზიაში პაპის მიერ ორგანიზებული შეხვედრა არ გახლდათ ეკლესიური. მსგავსი ბოროტქმედება არც სახარე-ბისთვის, არც ეკლესიის ისტორიისთვის არ არის ცნობილი. ორი ათასი წელია ეკლესია ერთგულ მართლმადიდებელ ქრისტი-ანთა შეკრებისა და ერთიანი ნათლისღებითა და ევქარისტიით გაერთიანებულ ერთობის ნიმუშს წარმოგვიდგენს, ერთარსსა და განუყოფელ სამებას - მამას, ძეს და სულიწმიდიდან - ერთიან სარწმუნოებას აღიარებს. ქრისტიანთა ყველა შეხვედრა მამისა და ძისა და სულიწმიდის დიდებითა და მოხმობით იწყება. ღვთის სიტყვის განხორციელების შედეგად სამყარო სამპიროვანი ღმერთის, წმიდა სამების ნათლით, ჭეშმარიტი ღვთისშემეცნებით განათლდა. ქრისტეშობის ნათელი სამყაროს მოეფინა. არსებული ყველა ცრუ რელიგია დაიტევების. ქრისტეს თაყვანისმცემელი სამი მოგვი ყველა რელიგიურ ადამიანს ქრისტესმოსვლამდელ კაცობრიობას განასა-ხიერებს, რომელიც ამ ჟამიდან სიმართლის მზის, მაღლით აღმოსავლით, ნათლის ნათლისაგან სამყაროში გაბრწყინებულის თაყვანისცემას სწავლობს. ქრისტეს ნათლისღებისას იორდანეში „სამებისა თაყვანისცემა განცხადდა". აღარ არსებობს სხვა ნათელი, სხვა სარწმუნოება, სხვა გზა ცხონებისა. ქრისტეა ერთადერთი ცხონების გზა. მაცხოვარმა თავად და-გვიდასტურა: „მე ვარ ნათელი სოფლისა" (იოან. 8. 12). მისი ნათლით გაუნათლებელი სიბნელეში დადის და არ უწყის, საითკენ მიდის. ნათლის ძეებია, რომლებიც მიჰყვებიან ქრისტეს და მისი სწავლებით ხელმძღვანელობენ. როგორც წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ქრისტე არის „ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოან. 1. 9). წმ. იოანე ნათლისმცემლის, - მოციქულების არჩევამდე დროიდან, ეკლესია ქრისტეს წმინდა მოწაფეების, წმინდა მამებისა და მათი მემკვიდრეების მეშვეობით ერთადერთ სამოციქულო მისიას აღასრულებს - გახსნას, დაამოწმოს, წარმოაჩინოს ამ ნათლის შესახებ: „ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი" (იხ. მათ. 4. 16), რათა გამოიყვანოს ისინი მაცხოვნებელ გზაზე. მოციქულებრივი, მამებისეული მსახურებისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ყოველ-გვარი გათვლა, უადგილო სიფრთხილე, ხელსაყრელი ვითარების ძებნა, კომპრომისი, სინკრიტიზმი, შეხედულებათა შეთავსება, ამა სოფლის ძლიერთა წინაშე დათმობა, რომელიც უცხო ღმერთებისა და რელიგიების აღიარებაში გამოიხატება. იუდეველნი, წარმართნი თუ მუსლიმნი, რომლებიც ქრისტიანებისაგან თავისი ღმერთებისა და სარწმუნოების აღიარებას მოითხოვდნენ, უკომპრომისო და შეუ-რიგებელ პოზიციას აწყდებოდნენ. და არა ისე, როგორც დღეს რელიგიათაშორისი შეხვედრებისა და დიალოგების მონაწილე მრავალი თანამედროვე ღვთისმეტყველი და კლირიკოსი ღალატობს სარწმუნოებას. წმინდანები აბსოლუტური სიცხადით ამბობდნენ: ვერავითარი სხვა ღმერთი, ვერავითარი სხვა უცხო სარწმუნოება ვერ მიანიჭებს ადამიანს ცხონების საშუალებას. პეტრე და იოანე მოციქული იუდეველ მმართველებთან საუბრისას (ასეთია ჭეშმარიტი რელიგიათაშორისი შეხვედრა და დიალოგი), არ უთქვამთ მათთვის: „ჩვენ ერთი და იგივე სარწმუნოება გვაქვს და ერთი და იმავე ღმერთს ვაღიარებთ", არამედ კადნიერად განიკითხავდნენ მათ, ვით ქრისტეს უარმყოფელებსა და ჯვარმცმელებს, ვინაიდან „არავინ არს სხვით ცხოვრებაჲ" (საქმე. 4. 12). ორი ათასი წლის მანძილზე ღვთაებრიოვი ნათლით გაბრწყინებული ცალკეული პირები თუ ერესები - ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის - ქრისტეს სხეულის წევრნი განათლ-დებოდნენ და ცხონდებოდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში მილიო-ნობით მორწმუნე ყოველდღიურად ევქარისტიული შეხვედრებისა და ურთიერთობისთვის იკრიბება. ისინი არა მარტო ლოცვას აღავალენენ „მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში", არამედ აცხადებენ: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღოთ, ვპოვეთ სარწ-მუნოებაჲ ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანისვცემთ" (მწუხრის ლოცვა). ამგვარ ნათელს ვერ მოგვცემს ასიზი, იმიტომ რომ იქ შეკრებილთა მრავალი ერის წარმომადგენელი არ გახლდათ ჭეშმარიტი სარწმუნოებით გაბრწყინებული. ამ თავლსაზრისით, ასიზია უკუ სვლაა, ქრისტესმოსვლამდელ ეპო-ქაში, წარმართულ გალილეაში, ზაბულონისა და ნეფთალემის მიწაზე დაბრუნებაა, სადაც, სახარების თანახმად, თანაარსებობდა და ერთმანეთს ხვდებოდა სხვადასხვა რელიგიები და კულტურები. მსგავსი მრავალკონფესიური, მრავალკულტურული განათლება მკვიდრდება დღეს ნიუ ეიჯის მოძრაობის ლიდერების მიერ ვატიკანის აქტიური მონაწილეობით, პაპს კი ზოგადსაპლანეტო სულიერი ლიდერის როლში წარმოგვიდგენენ. მაგრამ, თუ ძველ წარმართულ გალილეაში ქრისტეს სწავლებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ „რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ" (მათ. 4. 16), ახალ წარმართულ გალილეაში - ასიზიაში - სიბნელე განაგრძობს მეფობას ერებზე. შეკრებაზე წარმოდგენილმა და თავისი ღმერთებისადმი მლოცველებმა, ვერ ისმინეს წინამორბედისა და ქრისტეს ქადაგება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისა" (მათ. 3.2 4.17).
პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |