მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სხვა ნიშები - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

სხვა ნიშები - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


18-11-2015, 07:04

 

   კიდევ ერთი ნიშია ის, რომ ანტიქრისტე მსოფლიოს განმგებელი უნ-და იყოს, და მხოლოდ ჩვენს დროში გახდა პრაქტიკულად შე-საძლებელი, რეალური, რომ ერთი კაცი განაგებდეს მთელს მსოფლიოს. ჩვენს დრომდე არსებული ყველა მსოფლიო იმპერია დედამიწის მხოლოდ ცალკეულ ნაწილებზე იყო გაბატონებული, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებანი გაჩნდა, შესაძლებელი გახდა, რომ მთელს მსოფლიოს ერთი კაცი განაგებდეს.

   კვალად, კავშირგაბმულობის საშუალებების და თანამედროვე შეია-რაღების განვითარებასთან ერთად, ატომური ბომბების ჩათვლით, სრულიად მსოფლიო კატასტროფის საფრთხე ახლა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე უწინ. ცხადია, რომ შემდეგი ომი ყველაზე დამანგრეველი იქნება კაცობრიობის ისტორიაში, და, შესაძლოა ამ ომმა პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო მეტი ნგრევა გამოიწვიოს, ვიდრე ყველა უწინდელმა ომმა. გარდა ატომური იარაღისა, არსებობს ბაქტერიოლოგიური იარაღის სხვადასხვა სახეო-ბები ადამიანთა შორის ეპიდემიების გასავრცელებლად, აგრეთვე შხამიანი აირები და ყველანაირი საშინელი გამოგონებანი, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ტოტალური ომის დაწყების შემთხვევაში.

   ხოლო ის ფაქტი, რომ დედამიწაზე მცხოვრები ერები ამჟამად უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი ერთურთთან, ნიშნავს, რომ როცა რაიმე დიდი უბედურება ეწვევა ერთ რომელიმე ქვეყანას, დეპრესია თუ სხვა რამ ამდაგვარი, მაშინ ეს ზიანს მოუტანს მთელს დანარჩენ მსოფლიოსაც. ჩვენ უკვე ვნახეთ ეს ოცდაათიან წლებში, როცა ამერიკაში დაწყებულმა დიდმა დეპრესიამ ევროპაზეც მოახდინა გავლენა. ცხადია, რომ მომავალში შეიძლება რაღც გაცილებით უარესი მოხდეს. ერთი ქვეყანა რომ მოიწყლას შიმშილობით, ანდა რომელიმე წელიწადს მოსავალი არ მოვიდეს კანადაში, ავსტრალიაში, ამერიკასა და რუსეთში, ანუ ყველა ამ უდიდეს ხორბლისმწარმოებელ ქვეყანაში, აბა, წარმოიდგინეთ, რა დიდად ევნება მთელი მსოფლიო, ყველა ერი. (გაგრძელება იქნება...)

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 


უკან დაბრუნება