მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ცოდვისგან თავის დაღწევა ღვთის გარეშე შეუძლებელია - წმ. თეოფანე დაყუდებული

ცოდვისგან თავის დაღწევა ღვთის გარეშე შეუძლებელია - წმ. თეოფანე დაყუდებული


29-11-2015, 07:25

ცოდვისგან თავის დაღწევა ღვთის გარეშე შეუძლებელია - წმ. თეოფანე დაყუდებული

 

  ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლება ღვთის მადლის მოქმედებაა ჩვენს გულში. ღვთის შეწევნით ცოდვილი ადამიანი ხედავს თავის დაცემას, გრძნობს თავისი მდგომარეობის სიმძიმეს, შიში იპყრობს და ცდილობს, თავი დააღწიოს ამ უბედურებას. ადრე, ცხონების მიმართ, იგი გულგრილი, უგრძნობი და ბრმა იყო, ახლა კი გრძნობს, ხედავს და ზრუნავს, რომ არ დაიღუპოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ცვლილება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მადლი ღვთისა ათა-ვისუფლებს გონებას ვნების ტყვეობისაგან, გვაძლევს საშუალებას, ავირჩიოთ ახალი ცხოვრება. თუ ცოდვილი ასეთ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და კვლავ დაუბრუნდება ცოდვის მორევს - დაიღუპება. მონანულთა საერთო განწყობა საკუთარი თავით უკმაყოფილებაა. სინანულში მყოფნი მუდამ უკმაყოფილონი არიან, თუნდაც ყველაფრით (მატერიალურად) უზრუნველყოფილნი იყვნენ. არაფერი ყოფითი მათ სიხარულს არ ანიჭებს, ისინი მიილტვიან უხილავისაკენ და ერწყმიან მას.

   ზოგიერთ შემთხვევაში ღვთის მადლი სწრაფად მოქმედებს, მაგალი-თად, პავლე მოციქულის, მარიამ მეგვიპტელისა და სხვათა შემთხვევებში, მაგრამ ძირითადად, ცოდვილს ებადება მხოლოდ იდეა, შეცვალოს ცხოვრების წესი, გახდეს უკეთესი, ყურადღებიანი საკუთარი თავის მიმართ და მოყვასთან ურთიერთობაში. ჩნდება იდეა, მაგრამ რაოდენი ძალისხმევაა საჭირო, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს სულზე! უმეტეს შემთხვევაში ასეთი კეთილი აზრები ნაყოფს არ იღებს. ამის პირველი მიზეზი მაცხოვნებელი აზრების მიმართ უყურადღებობაა. მავანი ამბობს: "ჯერ კიდევ მოვასწრებ სინანულს" და აგრძელებს ძველებურად ცხოვრებას. ასე რომ, როდესაც ღმერთი მოგმადლებთ მაცხოვნებელ აზრს, ჩაეჭიდეთ, როგორც ცხონების ერთადერთ საშუალებას და ნუ განერიდებით მას. ნუ გადადებთ მაცხოვნებელ საქმეებს, ნუ იტყვით: "ხვალ დავიწყებ საქმეს", არამედ მაშინვე შეუდექით მას. გააღვივეთ თქვენში აზრი, რომ ძველებური ცხოვრება სახიფათოა, უაზროა, უსარგებლოა, ვინაიდან, შესაძლოა გადალახო საზღვარი, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია, და დაიღუპო.

   მოიკელი სიამოვნება, იფხიზლე, შეამცირე საკვების რაოდენობა და იშრომე. რაც მთავარია, ყოველი ღონე იხმარე, რათა შეიმსუბუქო სხეული, რომ ხორცი არ მძლავრობდეს სულზე.

   დროებით ყველა საქმე გადადე, დააკვირდი შენს შინაგან მეს - დაბ-რმავებულს, უგრძნობელსა და უდარდელს და ეცადე გამოაფხიზლო იგი.

   "მე ქრისტიანი ვარ" - ამბობ და კმაყოფილი ხარ, მაგრამ შეიგნე, რომ ქრისტიანობა ცხოვრების წესია და არა მოჩვენებითი ცხოვრება, გაიხსენე ქრისტიანის მოვალეობანი, იდეალად სახარებისეული სწავლება მიიღე და მაშინ მიხვდები, რამდენად უსაფუძვლოა ამ აზრზე დაყრდნობა.

   მე ხომ არა ვარ უკანასკნელი? - ამბობს ზოგიერთი. კი მაგრამ ის ნი-ჭი, რომელიც შენ გაგაჩნია, შენი მონაპოვარი კი არა, ღვთისაგან ბოძებულია. თანაც განა შენ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებ? პასუხისგება ხომ უფრო მეტისათვის მოგიწევს, რადგან მეტი გაქვს მოცემული. მითხარი, შენი ნიჭი ბოლომდე დახარჯე მო-ყვასისათვის? ხომ არიან ჩემზე უარესებიც? - კი, მაგრამ სხვას რატომ ედარები? ყველამ საკუთარ თავზე აგოს პასუხი, შენ კი მხოლოდ საკუთარი თავი განიკითხე, მიბაძე ღვთისსათნო ადამიანებს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს.

  მარტო მე ხომ არ ვარ ასეთი? - მაგრამ განა ცოდვილთა სიმრავლე ცვლის ღვთის სიმართლეს? ყველა სცოდავს - ყველა დაისჯება, როგორც წარღვნის დროს მოხდა.

   შენ კი ასე იმსჯელე: "ვაი, რომ მალე მოვკვდები"... "რამდენი ადამია-ნი კვდება ირგვლივ, მალე ჩემი დროც მოვა"... მიმართე ღმერთს, შეიგრძენი, რომ ცოდვილი ხარ მის წინაშე, რომ შენი ცოდვებით მონაწილეობას იღებ მაცხოვრის ჯვარცმაში.

  ორში ერთი უნდა აირჩიო: ან მარადიული ტანჯვა, ან ღმერთთან სიახლოვე და მარადიული სიხარული. მრავალმა ცხოვრების ეს გზა აირჩია, შენ რაღას ელოდები?

   ილოცე, რომ ღმერთმა გააღვიძოს შენი მიძინებული სული. ლოცვის დროს ღმერთს გული გადაუშალე და უბრალოდ, ბევშვურად, მორჩილად შესთხოვე. ნუ იგონებ ლოცვებს, მიმართე ღმერთს, როგორც ავადმყოფი მიმართავს ექიმს, როგორც ტყვეობაში მყოფი - განმანთავისუფლებელს. ილოცე მუხლმოდრეკით და ეცადე, მხურ-ვალე იყოს შენი ვედრება. აირჩიე მოკლე ლოცვები და ხშირად წარმოთქვი ისინი.

 

 

წმ. თეოფანე დაყუდებულის წერილიდან 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება