მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ნეტართა კაცთა საქმენი საკვირველი

ნეტართა კაცთა საქმენი საკვირველი


9-11-2015, 00:06

 

  „აწ სასწაული მათნი ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს სიღრმესა დავი-წყებისასა ყოვლად სახსენებელთა მათ განსაკვირველთა ნეტართა კაცთა საქმენი კეთილნი და ცხორება უბიწოო"...

  ეს სიტყვები წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებულ ხანძთის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირს, გიორგი მერჩულეს ეკუთვნის, რომელმაც წმიდა მამის გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ იმავე მონასტრის წმინამძღვარ თეოდორესა და მის ძმასთან, იოანესთან ერთად აღწერა „კლარჯეთის დიდებულ უდაბნოთა შინა პირველ დამკვიდრებულთა" წმიდა მამათა ცხოვრება იმჟამინდელ ქართველთა და მომავალ თაობათა სამაგალითოდ და სასიქადულოდ.

   დღევანდელ ქართველებს წმიდა მამათა ცხოვრებიდან თორმეტი სა-უკუნე გვაშორებს...

  დღეს, ღვთისაგან ადამიანის უდიდესი განდგომილებისა და უმძი-მესი სულიერი კატასტროფის ჟამს, როდესაც ცოცხალი მაგალითები ძნელად მოსაძიებელია, ნეტარ კაცთა საკვირველ საქმეთა გახსენება ღვთისკენ მიმავალი დაკარგული გზის ძიებაში საიმედო მეგზურობას გაგვიწევს - სულიერ და ფიზიკურ მხნეობას მოგვგვრის ღვთის სასოებასა და რწმენას ჩაგვინერგავს. არადა, დღეს ძნელად მოიძებნება ისეთი ქართველი, გიორგი მერჩულეს ძვირფასი თხზულებით - ამ დაუცხრომელი წყაროთი და ფასდაუდებელი მარგალიტით რომ სარგებლობდეს - სულიერ საზრდოს იღებდეს.

  სათითაოდ კი ყველას გვინდა, გვენატრება და გვწყურია უმაღლეს სიწმინდესთან და სიბრძნესთან მისვლა და მიახლება.

  ჩვენი წერილიც თავშეუდგამ სიმაღლეზე მდგომ წმიდა მამათა უბ-იწო ცხოვრებისა და მათ საკვირველ საქმეთა მოგონების დიდი სურვილით იწერება.

 

 

„დიდი მღვდელი და უდაბნოთა ქალაქმყოფელი" მამა გრიგოლი

 

   გრიგოლი იყო შვილი წარჩინებული და მართლმორწმუნე მშობლ-ებისა. მის აღზრდას წარმართავდა ქართლის ერისთავის ნერსეს მეუღლე, დედოფალი, რომელიც იყო მამიდა მომავალი წმიდანისა. (ეს ის ნერსე ერისთავია, რომელთანაც დაკავშირებულია კიდევ ერთი წმინდანის, კერძოდ აბო თბილელის სახელი).

   გრიგოლი დედის „საშოითგანვე" შეწირული იყო ღვთისადმი საკუ-თარი დედის მიერ, ამიტომაც განსაკუთრებულ მარხვასა და მყუდროებაში იზრდებოდა.

   ნიჭიერი და გულისხმიერი ჭაბუკი მალე განისწავლა საღვთოსა და ამსოფლიურ სიბრძნეში. შეისწავლა მრავალი ენა.

   უბიწო ცხოვრებისა და ღვთისაგან მონიჭებული დიდი გონიერების წყალობით სრულიად ახალგაზრდა გრიგოლი მღვდლად აკურთხეს.

  მთავართ მისი ეპისკოპოსობაც სურდათ, მაგრამ ეს პატივი თავად გრიგოლმა არ ინება. ღვთის მოწოდებით რჩეულმა ჭაბუკმა დატოვა მამაპაპისეული სახლი, თავისი ქვეყანა და თანამოაზრე სულიერ ძმებთან - დისწულ საბასა, თეოდორესა და ქრისტეფორესთან ერთად, „გაემართა გზასა მას, რომელი არა უწყოდეს. არამედ არა უმეცარ იყვნეს, რამეთუ უფალი მხოლოი უძღოდა მათ".

   სულიერი ერთობით აღჭურვილი ძმები პირველად ოპიზაში მივი-დნენ. აქ ფიცხელ-მონაზვნური შრომით გატარებულმა ორმა წელმა ძმებს მრავალი სათნოება შესძინა.

   ამის შემდეგ მამა გრიგოლი და მისი თანამზრახველნი სულიწმიდის წინამძღვრობით ხანძთაში გადადიან. აქედან იწყება ნეტარ მამათა დიდი აღმშენებლობითი მოღვაწეობა.

   წმიდა მამათა მრავალი წლის დაუცხრომელი ფიზიკური შრომისა და დიდი სულიერი ღვაწლის შედეგად ტაო-კლარჯეთის უდაბნოდ ქცეული მხარე ეკლესია-მონასტრებით დაიფარა, „რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვოდა და ლოცვაი ყოველი აღესრულებოდა".

   აღორძინებულ უდაბნოში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მო-ემართებოდნენ საღვთო შურით აღძრული მამანი და დედანი. მამა გრიგოლი მხოლოდ დიდი სულიერი გამოცდის შემდეგ იღებდა მსურველებს ძმობის წევრად.

   „ნებითა ღმრთისაითა გამრავლდებოდეს ძმანი ქრისტეს მსახურნი"...

   მამა გრიგოლმა თავის მიერ აშენებულ ეკლესია - მონასტერთათვის განაწესა იერუსალიმიდან ჩამოტანილი საეკლესიო წესი - „საბაწმიდის განგებაი" – „სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით გაბრწ-ყინვებული".

   მუდამღამე ლოცვით, მარხვით, წმიდა წერილის კითხვით, მძიმე ფი-ზიკური შრომით, ზედგომით, მღვიძარებით ცხოვრობდნენ და სულიერად აღორძინდებოდნენ ძმები. მრავალ მათგანს უბიწო ცხოვრებისა და დიდი სულიერი ღვაწლის გამო ღმერთმა საკვირ-ველმოქმედების ნიჭი მოჰმადლა.

  ნეტარ კაცთა საკვირველმა საქმეებმა განაბრწყინა და განაშვენიერა მთელი საქართველო.

 

 

 

„ზეცისა კაცის და ქვეყანისა ანგელოზის" საქმენი საკვირველი

 

   მამა გრიგოლი თავის სენაკში ცეცხლს არასოდეს ანთებდა, არც კან-დელს. ერთხელ დეკანოზმა ცისკრის ჟამს მნათეს დაავალა, მისულიყო და ენახა, სძინავდა თუ ღვიძავდა მოძღვარს.

   და როცა მნათე მივიდა, „იხილა ბრწყინვალებაი დიდძალი შინაით სენაკსა მას" იგი შეშინებული წამოვიდა და დეკანოზს მოახსენა - მამის სენაკს ცეცხლი მოდებიაო.

  დეკანოზმა დაამშვიდა და უთხრა: „დუმენ შვილო, და ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი. გარნა სული ღმრთისაი განმა-ნათლებელი".

   რამეთუ მრავალგზის ენახა დეკანოზს ეს საოცარი ხილვა.

  ერთხელ ძმები ზამთარში ტყეში შეშას ამზადებდნენ, მათთან იყო მამა გრიგოლიც. უეცრად უზარმაზარი ხე დაიძრა. ამ დროს ერთი მოხუცებული ძმა, რომელიც ხის ქვეშ გადიოდა, ისე შეშინდა, ვერ შეძლო ფეხის დაძვრა, მხოლოდ დიდი ხმით დაიძახა:

   - მამაო შემეწიე!

   გრიგოლმა ჯვარი დასწერა ხეს და უთხრა:

   - სახელითა ქრისტესაითა დადეგ ძელო!

   წმიდა მამის ბრძანებით მოქანებული ხე ადგილზე დადგა და ძმამ დამშვიდებით გაიარა.

   ვინც ეს სასწაული იხილა ადიდებდა უფალს.

  ლოცვის საოცარი ძალით გრიგოლი სასწაულებრივად კურნავდა სნეულთ...

   ერთხელ მამა გრიგოლთან დედაკაცი მივიდა ორი წლის ყრმით. ბა-ვშვს ხელი და ფეხი ბოროტი მანქანებით მიმხმარი ჰქონდა, პირი კი - გარემიქცეული.

  წმიდა მამის ლოცვით ბოროტი სული განეშორა ყრმას და იგი სრულიად განიკურნა.

   მამა გრიგოლთან ერთხელ კეთილმორწმუნე დედაკაცი მივიდა, რო-მელიც ასევე ბოროტის მზაკვრობით, ხელის თითებით საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. წმიდა მამამ ჯვარი დასწერა ქალის თითებს, შემდეგ სცხო მას ღვთისმშობლის ხატის წინ მუდმივად დანთებული კანდელიდან ზეთი ჯვარის სახედ და თქვა: „იქმენინ განკურნებულნი ხელნი შენნი!

   ეშმაკი ზარგანხდილი განეშორა ნეტარის ლოცვით ქალის თითებს.

   და არა თუ კაცნი, ველის ნადირნიც საიმედო ნავსაყუდელად თვლი-დნენ მამა გრიგოლს. ერთხელ ნეტარი მამა თავის ძმებთან ერთად შატბერდის მთათა მახლობლად იმყოფებოდა. უცებ მონადირეს განრიდებულმა ირემმა მამებს შორის გაიარა, და ვითარცა გონიერი გრიგოლთან მივიდა. მან თავისი თავი წმიდანს ხელებზე დაუდო და მოწევნული განსაცდელის გამო ატირდა. ნეტარმა ნუგეში სცა მას და უთხრა: „სახელითა ქრისტეისითა ვერ გავნონ მტერთა ამათ შენთა, ნუ გეშინინ!"

   გრიგოლმა მონადირეებს ირმის ნაცვლად სხვა საღუაწი ხორცი მის-ცა, ირემი კი მშვიდობით განუტევა.

  და მრავალი სხვა სასწაული აღასრულა თავის სიცოცხლეში წმიდა გრიგოლმა. სასწაულებრივი იყო მისი აღსასრულიც.

   ანგელოზთა კრებული გარემოადგა ნეტარი მამის სარეცელს, საკმევ-ელთა სურნელებამ აავსო იქ მყოფნი. ამ დროს გაისმა ხმა: „ქვეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფეი ცათაი ქრისტე!"

   ასე შეერთო ანგელოზთა კრებულს საკვირველმოქმედი მამა.

   წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთაგან მრავალმა მათგანმა მონაზ-ვნობის უდიდეს საზომს მიაღწია, „რამეთუ იხილვებოდა წმიდათა ანგელოზთა ბრწყინვალებაი გვამთა მათთა"...

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება