მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > „ ... თვინიერ ჩემსა არარაი ძალ - გიც ყოფად არცა ერთი“

„ ... თვინიერ ჩემსა არარაი ძალ - გიც ყოფად არცა ერთი“


8-11-2015, 00:02

 

   „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოვ-ელივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ხელმწიფებასა დავემორჩილო" - ამბობს წმინდა პავლე მოციქული.

   დღეს თამბაქოს ბოროტად გამოყენება ერთობ გავრცელდა მართლ-მადიდებლებს შორის. თამბაქოს ეწევა ყველა ფენა, ეწევიან სახლში, ქუჩაში, ეწევიან ქალები და მოზარდები. მოწევა დღეს უმანკო სიამოვნებად ითვლება, მაგრამ მართებულია ამგვარი აზროვნება?

   „თამბაქოს მოწევა არც ცოდვაა და არც სათნოება" - ხშირ შემთხვევაში დარწმუნებით ამბობენ მწეველები. მაგრამ არსებობს კი რაიმე საშუალო ცოდვასა და სათნოებას შორის? სიკეთეს და ბოროტებას შორის? თუ სიგარეტის მოწევა არც სასარგებლოა და არც სასიკეთო, მაშინ უსარგებლო და ამაოა. ღვთისაგან ბოძებული ჟამის ამაოდ გამოყენება კი უდიდესი ბოროტებაა. თამბაქოს მოწევა არა მხოლოდ ამაო, არამედ საკმაოდ საზიანო და ცოდვისმიერი საქმეა. ის დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე, აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, მოწევა პირდაპირ ეწინააღმდეგება საღვთო სჯულსა და ქრისტეს სწავლებას.

   თავდაპირველად მოკლედ განვიხილოთ ამ ბოროტი ჩვევის უარყ-ოფითი მოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. თამბაქო თავისი თვისებებით იმავე ჯიშს მიეკუთვნება, რომელსაც დურმანი და სხვა მისი მსგავსი მცენარეები; თამბაქო უძლიერესია მათ შორის. მეცნიერებმა მასში უძლიერესი საწამლავი - ნიკოტინი აღმოაჩინეს. მასზე ჩატარებული მრავალი მაგალითი ცხადყოფს თამბაქოს მომწამვლელობას. თამბაქოს მოწევისას ბოლის გარკვეული ნაწილი ადამიანის შინაგან სამყაროში აღწევს და მასზე ნიკოტინის ფენას ქმნის. ამის შედეგად ჩნდება შინაგანი წყლული, მწეველს უსნე-ულდება ცხვირი და ყელი, მოწევა ხშირად იწვევს ქრონიკულ თავბრუსხვევასა და ღებინებას. მრავალი ექიმის მიერაა დამტკი-ცებული რომ მოწევა აშრობს ქალის მკერდს, ასუსტებს მხედველობას, იწვევს ტუბერკულოზს.

 ხშირად გაიგონებთ, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია არ კრძალავს თამბაქოს მოწევას. ზოგიერთებს ამ აზრის დასადას-ტურებლად მწეველი მღვდლები მოჰყავთ მაგალითად. ამგვარ მსჯელობებსა და დასკვნებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. წმინდა ეკლესია მუდამ კრძალავდა და ახლაც კრძალავს ამა თუ იმ საგნის თუ ნივთის არაზომიერ გამოყენებასა და მათით ტკბობას. გაიხსენეთ ეკლესიის ნომოკანონი, რომელიც ამგვარად ბრძანებს: „ვინც წყალს არაზომიერად შესვავს და ამის შედეგად დაეცემა, ასეთი ადამიანი, დაე, განიყენოს წმ. ზიარებისაგან ორმოცი დღის და თავშე-უკავებლობის გამო ასი მეტანია შეასრულოს", ხოლო მწეველ მღვდლებზე მითითება არაფერს ამტკიცებს. მღვდლებს შორისაც არსებობს სისუსტეებისა და უძლურებების მქონე ადამიანები. თუ ქრისტიანი წყლის უზომო მიღებისთვისაც ისჯება, განა უფრო მეტად არ დაისჯება თამბაქოს მწეველი, ლოთი ან ბანქოს მოთამაშე? უკეთესი ჩვევა თუ მიდრეკილება ადამიანს კერპთაყვანისმცემელს გახდის, ცოდვისმიერი ჩვევა, მისთვის ღმერთი ხდება; ცხონების მსურველმა უნდა გაიხსენოს მაცხოვრის სიტყვები: „ვისაც უყვარს დედა ან მამა უფროის ჩემსა, იგი არა ჩემდა ღირს" და მაშინ ნათლად დაინახავს თამბაქოს ავთვისებიანობას.

   ზოგიერთი არ ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს იმის გამო, რომ არ სურს არც ერთი დღით თამბაქოს მოწევისაგან თავის დანებება. განა ეს კერპთაყვანისცემა არ არის? თუ ასეთი ადამიანი სიკვდილამდე არ მოეშვება ამგვარ უკეთურებას, ვერ იხილავს ღმერთს და მარადიულ ცხოვრებას.

   ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსვლის მსურველთ ვთხოვთ, მი-იღონ შემდეგი რჩევა-დარიგება: ღვთის შემწეობით ალაგმეთ თქვენი უკეთური მიდრეკილება თამბაქოსადმი, ეს გადაწყვეტილება მიიღეთ მანამდე, სანამ ღვთის მადლი ეხება თქვენს გულს და გაძლევთ ძალას ამ ვნების დასათრგუნავად მიუხედავად იმისა, რომ ჩვევა ძლიერად არის გამჯდარი თქვენში და თქვენ ამის განხორციელება შეუძლებელი გეჩვენებათ, გულითადი სურვილითა და ღვთის შეწევნით ყოველივე შესაძლებელია.

   და ბოლოს, ისევ უფლის სიტყვებს შეგახსენებთ: „რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5). ჩვენი ყოველი მცდელობა და მონდომება ღვთის შეწევნის გარეშე ამაო და უშედეგოა. სათავე ჩვენი მონდომებისა და გამოსწორებისა ღვთისადმი აღვ-ლენილი გულმხურვალე ლოცვა უნდა იყოს.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება