მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია - მღვდელი ალექსანდრე (ელჩანინოვი)

ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია - მღვდელი ალექსანდრე (ელჩანინოვი)


6-11-2015, 06:09

ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია - მღვდელი ალექსანდრე (ელჩანინოვი)

 

   როგორი უხალისო და ნაკლულია ქალიშვილის არსებობა და რა სავსე ცხოვრებით ცხოვრობს ქალი. ვერანაირი რომანი ვერ შეცვლის ქორწინებას, სასიყვარულო რომანში ადამიანები მშვენიერნი და გაფურჩქვნილნი გვევლინებიან, თავისთავადნი კი მაინც არ არიან. რომანში წარმოჩინდება გალამაზებული აჩრდილი რეალობისა, ორთავეს ცხოვრება აუცილებლად პოზაა, თუნდაც იგი მისატევებელი იყოს.

   მხოლოდ ქორწინებაშია შესაძლებელი ადამიანის სრული შემეცნება-შეგრძნების, შეხების სასწაული, უცხო პიროვნების შეცნობა. ეს ყველაფერი ისეთივე საოცარი და განუმეორებელია, როგორც მისტიკოსების მიერ ღვთის შემეცნება. ამიტომაცაა, რომ ქორწინებამდე ადამიანი მხოლოდ ზედაპირულად ეხება ცხოვრებას, გვერდიდან აკვირდება მას და მხოლოდ ქორწინებაში შეძლებს ცხოვრებაში ჩაღრმავებას სხვა პიროვნების მეშვეობით.

   ნამდვილი შემეცნებითა და ნამდვილი ცხოვრებით განცდილი სიამ-ოვნება გვანიჭებს სრული სისავსისა და კმაყოფილების გრძნობას, რომელიც უფრო გვამდიდრებს და გვაბრძენებს. ეს სისავსე უფრო ღრმავდება მესამის, ჩვენი შვილის გაჩენისას. მაგრამ აქედან იწყება გადაულახავი სიძნელეები. სისავსის მაგიერ ჩვეულებრივ ვღებუ-ლობთ ურთუერთგაუგებრობებს, პროტესტს და თითქმის ყოველთვის გარდაუვალია ამ მესამის ჩვენგან გამოყოფა. წყვილი ვერაფრით ახერხებს იქცეს დასრულებულ სამებად. რატომ ხდება ასე? ნუთუ ეს აუცილებელია? განა არ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ეს ყველაფერი - ჩვენგან შობილი ხომ ჩვენივე სულის ნაწილია, ჩვენი სისხლი და ხორცია, მასში ხომ ჩვენივე ჩვევებსა და თვისებებს ვხედავთ. მაშ, საიდანღა ჩნდება უთანხმოება, განყოფა? მე ვფიქრობ, სრულყოფილი წყვილი სრულყოფილ შვილს შობს და იგი შემდეგშიც სრულ-ყოფილების კანონებით განვითარდება. მაგრამ თუ წყვილის ქორწინებაში უთანხმოება და წინააღმდეგობა გადაულახავი დარჩება, მაშინ ბავშვიც იმ უთანხმოების ნაყოფი და გამგრძელებელი იქნება. თუკი ჩვენ მხოლოდ გარეგნულად მოვარიგეთ ჩვენი ანტაგონიზმი და არ დავამარცხეთ იგი ახალ საფეხურზე ამაღლებით, მაშინ იგი ბავშვზე აუცილებლად აისახება. ამას აქვს სხვა განმარტებაც: ბავშვს ჩვენგან მიღებული სულისა და ხორცის გარდა აქვს ყველაზე მთავარი, ერთადერთი და განუმეორებელი - პიროვნული თვისებები, თავისი გზა ცხოვრებაში.

  ქორწინებაში პირველი დღის სადღესასწაულო სიხარული მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს: ყოველი დღე დღესასწაული უნდა იყოს, ყოველდღე ქმარი და ცოლი განახლებულნი და არაჩვეულებრივნი უნდა იყვნენ ერთმანეთისათვის. ამის მისაღწევად ერთადერთი გზა სულიერი ცხოვრების გაღრმავება და საკუთარ თავზე მუშაობაა.

   ქორწინებაში ყველაზე ძვირფასი სიყვარულია, რა საშიშია მისი და-კარგვა და ხშირად როგორი წვრილმანების გამო ქრება ხოლმე, ამიტომაც საჭიროა მთელი აზრები და ძალისხმევა აქეთკენ მივ-მართოთ, სხვა ყველაფერი თავისით მოვა.

   სისხლით ნათესავთა შორის ურთიერთობათა სირთულე ოჯახში და საერთოდაც, (ქმარი-ცოლი, მშობლები-შვილები) განპირობებულია იმით, რომ ძირითადად ოჯახში გაბატონებული ურთიერთობა ინსტიქტურ-ბუნებრივი ხასიათისაა, და თუკი ოჯახის ერთი წევრი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მისი საქმე ცუდადაა „სახლეულნი თვისნი იყვნენ მტერ მისსა" - თქმულია ამ შემთხვევების გამო.

  არსებობს გზა ქორწინებისა და გზა მონაზვნობისა. მესამე მდგომა-რეობა - ქალწულობა ერში - ძალიან სახიფათოა, მაცდუნებელია და ბევრისთვის შეუძლებელი. გარდა ამისა, ასეთები გარშემომყოფ-თათვისაც საშიშროებას წარმოადგენენ, ელვარება და მშვენიერება ქალწულობისა, ხომ რამდენადმე „საქორწინო შეფერილობაა", რომელიც თავისკენ იზიდავს და აღძრავს უკუღმართ აზრებს.

   ქორწინება - განათლებაა, მისტერიაა. მასში ადამიანი მთლიანად იც-ვლება, იზრდება როგორც პიროვნება - ახალი ხედვა, ცხოვრების ახლებურად შეგრძნება, მაგრამ ჩვენი დროის ინდივიდუალიზმი ქორწინებაში განსაკუთრებულ სიძნელეებს ქმნის. მათი დაძლევა - ქორწინების შესაკავშირებლად ორივეს შეგნებული ძალისხმევითაა შესაძლებელი. „ღვთის წინაშე სვლით", (მხოლოდ ეკლესია აგვარებს დანამდვილებით, ბოლომდე ყველა პრობლემას) და კიდევ, თითქოს ყველაზე მარტივი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ძნელი - დაიკავო ქორწინებაში შენი კუთვნილი ადგილი: ცოლმა სიმდაბლით - მეორე, ხოლო ქმარმა იტვირთოს პირველობის სიმძიმე და პასუხისმგებლობა. თუ გვაქვს ასეთი სურვილი და გადაწყვეტილება, ღმერთი ყოველთვის შეგვეწევა ამ რთულ, მოწამეობრივ, („წმიდანო მოწამენო" - ქორ-წინებისას ანალოგიის გარშემო სვლისას იგალობება) მაგრამ ნეტარ გზაზე.

   არც მამაკაცს და მით უმეტეს დედაკაცს, არა აქვს ქორწინებაში აბს-ოლუტური ძალაუფლება. ძალმომრეობა სხვის ნებაზე, თუგინდ სიყვარულის სახელით, ანადგურებს თვით სიყვარულს. უთვალავი, უიღბლო ქორწინება იმიტომ გვხვდება, რომ ყოველი თავს იმის მესაკუთრებად თვლის, ვინც უყვარს. თითქმის მთელი სირთულე ქორწინებისა აქედან მოდის. უდიდესი სიბრძნეა ქორწინებაში მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს ჩვენი მიწიერი ქორწინება ხომ ზეციურის მსგავსია (ქრისტესა და ეკლესიის) იქ კი სრული თავი-სუფლებაა.

   ქალზე ნათქვამია: „უძლური ჭურჭელი", ეს უძლურება, ძირითადად, თვით ქალში და მის გარეთ არსებული ბუნებრივი სტიქიებისადმი მორჩილებაში მდგომარეობს. აქედანაა სუსტი თვითკონტროლი. უპასუხისმგებლობა, ვნებიანობა, სიბრმავე განსჯისას. თითქმის არცერთი ქალი არაა ამისაგან თავისუფალი. იგი ყოველთვის თავისი ვნებების, თავისი ანტიპათიის, თავისი „მინდას" მონაა.

  მხოლოდ ქრისტიანობაში უთანასწორდება ქალი მამაკაცს, უმორჩი-ლებს უმაღლეს საწყისს თავის ტემპერამენტს, შეიძენს კეთილ-გონიერებას, მოთმინებას, განსჯის უნარს, სიბრძნეს. მხოლოდ მაშინღაა შესაძლებელი მისი მეგობრობა ქმართან.

 

 

მღვდელი ალექსანდრე (ელჩანინოვი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება