მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > არაამსოფლისა - ბერი პაისი (ათონელი)
არაამსოფლისა - ბერი პაისი (ათონელი)6-11-2015, 00:04 |
ამ კელიაში შესვლის წინ, რატომღაც არ ვილოცეთ და არც დავაკა-კუნეთ. - თქვენი კელიაა? - ვკითხე ბერ ათანასეს. კუთხეში იყო საწოლი, რომელზეც ღრმად მოხუცებული ბერი იწვა. ის მე მიმზერდა. - ეს ბერი ეფემია, - მითხრა ათანასემ. იგი ბრმაა და თითქმის არა-ფერი ესმის. მაგრამ ცნობს, მასთან მომსვლელებს. ცოტა ხნის წინ აქ არქიეპისკოპოსი ონუფრი იმყოფებოდა უკრაინიდან; ეფემიმ ამის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა მომსვლელებს ჰკითხა: რომელია აქ მეუფე? თითქოს ამის დასტურად, კელიის პატრონმა წარმოთქვა: „ათანასე?". ათანასე დაიხარა მის ყურთან და ხმამაღლა უპასუხა: „მე ვარ ღერონდა!" (მამაო). თავის დროზე ბერი პაისი საუბრობდა ათონის მთაზე მყოფ ორმო-ცდაათ მადლომოსილ ბერზე. ერთერთი მათგანი სწორედ ეფემი იყო. ბერმა ეფემიმ მოღვაწეობა ათონის მთის კოსტამონიტეს მონასტერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც „კიბე" წაიკითხა (იოანე კიბისაღმწერელის), მეუდაბნოება გადაწყვიტა. ადრე მამა ეფემი ცხოვრობდა პატარა კელიაში, პროდრომის სკიტის მახლობლად. ხოლო, როდესაც მოხუცდა, იგი აქ მოიყვანეს. ფიზიკურად იგი დასუსტდა არა მარტო სიბერის, არამედ დიდი ღვაწლის გამო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმდაბლით და ღრმა ასკეტიზმით. მარადჟამ ლოცვაში ატარებდა დროს. აქაურ ნესტიან, ცივ ზამთარში კი იშვიათად ანთებდა ცეცხლს, ზამთრობით, ორმოში მჯდომარე, იგი მზის სხივებით თბებოდა. მას არასოდეს ჰქონია შეხება ფულთან. ტყეში აგროვებდა თხილს, ფესვებს, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჭამდა. ასრულებდა ძველი ეგვიპტელი მამების დარიგებას: ხშირად სამოსი არ გარეცხოთ, რათა მალე არ გაიცვითოს. ერთი კაბა ჰქონდა, წელზე კი დიდი ტყავის ქამარი ერტყა. ბერს ახლაც მხოლოდ თეთრი პერანგი ეცვა. მკერდზე ჯვარი ეკიდა, ხელში კი ფსკვნილი ეჭირა. მამა ეფემიზე საოცარ ამბებს ჰყვებიან. როდესაც კოსოვოს ამბები დაიწყო, მონასტრის ძმობამ ჯერ არაფერი იცოდა. მან უეცრად ერთ ბერს ჰკითხა: „რა ხდება იქ, სერბეთში?" საიდან გაიგო ყრუ და ბრმა ადამიანმა ამის შესახებ?! თითქოს მხოლოდ ფსკვნილს გრძნობს ხელში, ფსკვნილი საკმაოდ დიდია, ზემოთ მიმაგრებულია ჭერს, ხელში კი ისინი სულ „გარბიან". ბერი მარადჟამ ლოცულობს, სულაც არ ჰგავს გონებამოდუნებულ მოხუცებულს, პირიქით, გონებამოკ-რებილის ყურადღება მიმართული აქვს უმთავრესის - ლოცვისაკენ. ბერს სიმშვიდე თვით ღმერთმა უბოძა. იგი უკვე არაამსოფლისაა. სირცხვილის გრძნობით ვიგონებ, როგორ ვცდილობდით, დაგვერ-ღვია ბერის ლოცვითი მდგომარეობა, ველოდებოდით რაღაც პასუხებს. კითხვები კი შეუფერებელი გვქონდა, იგი გვპასუხობდა ტროპარებით და ნაწყვეტებით ფსალმუნიდან. პასუხი ჩვენთვის გაუგებარი იყო. დუმილს უდრიდა... ერთ ბერს ჰკითხეს: „რატომ არ არის დღეს ის დამრიგებლური სიტყვა, უწინ რომ ჰქონდათ მადლმოსილ ბერებს?". მან უპასუხა: „ადრე სიტყვის შემსრულებლები იყვნენ, ღმერთიც შეეწეოდა მათ, დღეს კი დარიგების შემს-რულებლები არ არიან, ღმერთიც არ აძლევს ბერებს იმ სიტყვას, ადრე რომ აძლევდა". სწორედ ეს იყო ბერის პასუხი. ვეკითხებით: „როგორ ვილოცოთ?" რჩევის შესრულებას კი არ ვცდილობთ. როგორ ვლოცულობთ ჩვენ? აღარაფერს ვამბობ „გონებრივ" ლოცვაზე. დილის და საღამოს ლოცვის დროს მუდამ გაგვირბის გონება: ყურადღება გადაგვაქვს ნებისმიერ სხვა საგანზე, აზრზე თუ სიტყვაზე. სისტემატურად გონება გაფანტულები ვართ! ყურადღება მოდუნე-ბული გვაქვს, თავისუფალი ვნება-სრულიად დატყვევებული. მაშინაც კი, როდესაც ხატების წინაშე ვდგავართ, რისკენ გვაქვს გონება მიმართული? რაზე ვხარჯავთ დროს, რომელიც ღმერთს აღვუთქვით? მას, რასაც არ ვაძლევთ ღმერთს, იქვე იტაცებს ვიღაც სხვა... დამშვიდობებისას ვეამბორეთ ბერი ეფემის დასუსტებულ ხელს და ვთხოვეთ, ელოცათ ჩვენთვის. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ არიან ასეთი მამები, ვისი ლოცვითაც სულდგმულობს სამყარო.
ბერი პაისი (ათონელი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |