მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > შეხედულება განსაკუთრებულ ნიშებზე - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

შეხედულება განსაკუთრებულ ნიშებზე - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)


9-11-2015, 00:02

შეხედულება განსაკუთრებულ ნიშებზე - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

 

   ახლო მოდით მოკლედ მოვიხილოთ ჩვენი დროის ზოგიერთი ნიში, როცა უკვე ახლოს არის ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომელსაც წინ უნდა უსწრებდეს ანტიქრისტეს გამოჩენა. ძნელია ვიმსჯელოთ წმიდა მათეს სახარების 24-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველებების შესახებ, პირველ ყოვლისა ცრუ ქრისტეებზე, რომლებიც უნდა გამოჩნდნენ, მერმე ომებზე, შიმშილზე, მიწისძვრებზე, დევნუ-ლებებზე, რამდენადაც ყოველივე ეს ყოველთვის ხდებოდა და ახლაც ხდება, აი, უკვე თითქმის ორი ათასი წელია. ისიც მართალია, რომ ამჟამად ყოველივე ეს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით ხდება, ვიდრე როდისმე უწინ, მაგრამ ასევე მართალია ის, რომ ყოველივე ეს მომავალში გაცილებით უფრო მძაფრად, ცუდად შეიძლება აღსრულდეს. ეს ნიშები, ეს სასწაულები - დასაბამია ნიშებისა, და ისინი ჯერ იმდენად საშინელნი არ არიან, რომ თქმა შეგვეძლოს - აი, უკვე ქვეყნის აღსასრული მოდისო.

  თუმცა ერთი ნიში მაინც ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივია ჩვენი დროისათვის, - ეს არის ის, რომ ქრისტეს ახლა სცენაზე გამოსახავენ, წარმოადგენენ. უწინდელ დროებში ქრისტეს თამაშის უფლებას არასდროს არ იძლეოდნენ, რადგანაც მსახიობი თავის საკუთარ, ადამიანურ გამოსახვას იძლევა, ქრისტე კი - ღმერთია. მართლმადიდებლობაში, შესაძლოა, არც არის საგანგებო დადგინება ამის თაობაზე, მაგრამ მთელი მართლამდიდებლური ქრისტიანული მსოფლმხედველობა ამის წინააღმდეგაა; და ნებისმიერი კათოლიკე თუ პროტესტანტი, სულ უკანასკნელ დრომდეც კი, შეძრწუნდებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ რომელიღაც მსახიობი ქრისტეს როლს ასრულებს. ამჟამად კი ეს ჩვეულებრივ საქმედ იქცა, და არამხოლოდ რელიგიურ კოტექსტში, არამედ რელიგიისაგან მეტად დაშორებულ გარემოებებშიც. „Godspell", „იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი" და მსგავსი ნაწარმოებნი - ყოველივე ეს მართლაც რომ ღვთისმგმობი, მკრეხელური პაროდიებია, რომლებიც ქრისტეს ერისკაცად გამო-სახავენ მაყურებლის წინაშე (ფილმი „ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება", გადაღებული რამდენიმე წლის შემდეგ მამა სერაფიმეს გარდაცვალებიდან, კიდევ უფრო საძაგელი და მკრეხელურია, ვიდრე მოხმობილი მაგალითები. - რედ.). ეს მეტად დამახასიათებელია ჩვენი დროისათვის, იმიტომ, რომ ასეთი „ნაწარმოებნი" ურწმუნო ადამიანებსაც კი იმგვარსახედ წარმოუდგენენ ქრისტეს, რომ როცა ამქვეყნად ანტიქრისტე მოვა, ისინი იტყვიან: „აჰა, მე ხომ რაღაც მსგავსი მინახავს სცენაზე (ეკრანზე - რედ.). ჰო, ეს ალბათ, სწორედ ქრისტეა!"  

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი  

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"  


უკან დაბრუნება