მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რატომ არის ჩვენთვის აუცილებელი ქრისტიანული მსოფლმხედველობა - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

რატომ არის ჩვენთვის აუცილებელი ქრისტიანული მსოფლმხედველობა - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)


4-11-2015, 09:35

რატომ არის ჩვენთვის აუცილებელი ქრისტიანული მსოფლმხედველობა - მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)

 

   ამრიგად, გავიმეოროთ პირველნათქვამი: ჩვენ ვაკვირდებით დროის ნიშებს, რათა ქრისტე ვიცნოთ მისი მეორედ მოსვლისას, რამეთუ არსებობს მრავალი ცრუ ღმერთი, გამოჩნდება მრავალი ცრუ ქრისტე, და უშუალოდ ქვეყნის დასასრულის წინ, ბოლოს, მოვა კიდევ ერთი ქრისტეს ტყუვარი - ანტიქრისტე. ანტიქრისტე გააერთიანებს, შეჰკრებს ყველას, ვინც კი, ცთუნებული, შეცდომით დაიჯერებს იმას, რომ იგი, თითქოსდა ქრისტეა. და ესენი იქნებიან ყველა ისინი, რომელთაც არ იციან ჭეშმარიტი ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, ანდა დაუ-კარგავთ იგი. თქვენ ბევრი ისეთი ადამიანი იცით, რომელნიც ქრისტიანობას აღმსარებლობენ, და ისეც მოჩანს, თითქოს, მათი მრავალი მტკიცება მართებულია: ისინი ბიბლიას ეფუძნებიან. მაგრამ შემდეგ, როცა თქვენ უფრო ყურადღებით ჩაუკვირდებით მათ, დაინახავთ, რომ აქაც შეცდომაა, იქაც, ყოველ ნაბიჯზე მცდარი აზრებია.

   ამასწინათ მამა დიმიტრი დუდკომ, თავის მიერ გამოცემულ პატარა გაზეთში, მოგვითხრო, თუ როგორ მივიდა მასთან ერთი კაცი და განუცხადა ქრისტიანი ვარო. როცა მამა დუდკომ მასთან საუბარი დაიწყო, იგრძნო, რომ იგი მართლმადიდებელი არ იყო, და ჰკითხა - რომელი აღმსარებლობისა ხართო.

  -ოჰ, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! - მიუგო იმან. - ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ. მთავარი ისაა მხოლოდ, რომ ჩვენ ყველა ქრისტიანები ვიყოთ!

   მამა დიმიტრიმ ამაზე ასე მიუგო:

  - არა, არა, ჩვენ უფრო ზუსტნი უნდა ვიყოთ. მაგალითად, თუ თქვენ ბაპტისტი ხართ, მე კი მართლმადიდებელი ვარ, მწამს, რომ მე უფლის ჭეშმარიტ სხეულსა და სისხლს ვეზიარები, თქვენ კი - არა!

  ამრიგად, ჩვენ ზედმიწევნით ზუსტნი უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ მრავალი განსხვავება არსებობს. კარგი იქნება, თუკი ურთიერთობანი (არამართლმადიდებლებთან) ასეთი გვექნება: მე თქვენდამი პატივის-ცემითა ვარ განწყობილი, მე არ ვერევი თქვენს სარწმუნოებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, გეუბნებით, რომ არსებობს ჭეშმარიტი სარ-წმუნოება, მართლმადიდებლობა. მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც აშორებენ სხვებს ჭეშმარიტებისაგან. აუცილებელია ჭეშმარიტებას მივსდევდეთ.

   ამგვარსახედვე ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ არამართლმადიდებელ ად-ამიანს უამრავი ღირსება აქვს. მაგრამ მაინც ზოგიერთი მიმართებით ჩვენი გზები იყრება. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ჩვენ კი არა, უფალი იქნება ყოველთა მსაჯული. მაგრამ ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს, რა მოხდება, თუკი ყველა ეს „მცირედი" განსხვავებანი ჟამთა გასულამდე გაგრძელდება და თუკი ადამიანები მაშინაც ასეთი რწმენით იქნებიან აღსავსენი, როცა ქვეყნის დასასრული დადგება. თავიანთი შეც-დომილებების გამო ისინი, როცა ანტიქრისტეს დაინახავენ, ქრისტედ მიიღებენ მას. ამჟამად მრავალი სექტა არსებობს, რომელთაც სჯერათ, რომ უფალი იერუსალიმის ტაძარში გამოცხადდება, რათა ათასი წელი მეფობდეს მსოფლიოზე. ამიტომ, როცა ებრაელები ტაძრის აშენებას დაიწყებენ, იერუსალიმში, ეს სექტები მხოლოდ განიხარებენ, რამ-დენადაც მათი შეხედულებებით, ეს იქნება ქრისტეს მოსვლის მომასწავლებელი. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე: ჩვენ ვიცით, რომ ეს - ანტიქრისტეს მოსვლის მომასწავებელი ნიშანია, იმიტომ, რომ ქრისტე მეტად აღარ მოვა ტაძარში. ტაძარი დანგრეულ იქნა. ქრისტე მხოლოდ ჟამთა გასულს მოვა, რათა საუკუნო მეუფება დაიწყოს ცათა შინა. ხოლო ის, ვინც ტაძარში მოვა, მხოლოდდამხოლოდ ანტიქრისტე იქნება.

   ამრიგად, აი, რატომ არის აბსოლუტურად აუცილებელი სწორი, მარ-თლმადიდებლურ-ქრისტიანული გაგება გვქონდეს, მართლმადი-დებლური მომზადება, დაფუძნებული ამგვარ გაგებაზე. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ჩვენ დროთა დასასრულს, მით უფრო აუცილებელი ხდება ჩვენთვის, ქრისტიანთათვის ამგვარი გაგება და მომზადება. 

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 


უკან დაბრუნება