მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: როდესაც პაპი მიმართავს სიტყვით კათედრიდან - უცდომელია

ლიბერალი ამბობს: როდესაც პაპი მიმართავს სიტყვით კათედრიდან - უცდომელია


30-06-2016, 00:10

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი

 

  რომაული კათოლიციზმის სწავლების თანახმად, როდესაც რომის პონტიფიკი (პაპი) მიმართავს სიტყვით კათედრიდან - უცდომელია.

   I მსოფლიო კრებამ ნიკეაში დაადგინა, რომ მამა ღმერთის ძე სიტყვა - უცოდველი და უცდომელი ღმერთია. IV მსოფლიო კრებამ ქალკედონში დაადგინა, რომ იესო ქრისტე არის "ერთი პირი და ერთი ჰიპოსტასი, რომელშიც ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება შეურ-წმელად, განურჩევლად და განუყოფელად მკვიდრობს".

  რომის ეპისკოპოსის უცდომელობის სწავლებით პაპიზმმა უარყო ორი ზემოთხსენებული დადგენილება მსოფლიო კრებებისა, რო-მლებითაც უცოდველი და უცდომელი ქრისტე ღმერთის ნაცვლად ცოდვილი ადამიანი - რომის ეპისკოპოსი დაადგინა.

   თავისთავად ცხადია, რომ ღმერთკაცი იესო ქრისტე, როგორც ერთ-არსი მამისა და სულიწმიდისა, არის ღმერთი. "ის არის ჭეშმარიტი ღმერთი", - ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. ამ უდავო ჭეშმარიტებას იცავდა I მსოფლიო კრება. ვინაიდან ღმერთკაცი იესო ქრისტე არის ღმერთი, ის არის თავად სიწმინდე. ნებისმიერი აზრი მისი ცოდვილობისა და ზნეობრივი არასრულყოფილებისა გამორიცხულია. ამიტომ, ჩვენი წმიდა ეკლესია მირქმის მწუხრის საკითხავში ამბობს: "ოჰ, უცოდველო ქრისტე ღმერთო..."

  კონსტანტინოპოლის კრებამ (1895 წ.) განაცხადა: "აღმოსავლეთის მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტეს ეკლესია არ აღიარებს არავის სხვას დედამიწაზე უცდომელად, უცოდველად, განკაცებული ძე და სიტყვა ღმერთის გარდა".

   თავისი განცხადებით, რომ ადამიანი ე.ი. პაპი უცდომელია, გნებავთ "ex catedra" - დან, ამახინჯებს და უარყოფს ოდითგანვე განსაზღვრულ ჭეშმარიტებას, რომელიც I-მა მსოფლიო კრებამ დაადგინა.

   ამრიგად, პაპიზმი, სურს მას ეს თუ არა, არიანულ ერესში ვარდება, ვინაიდან თავისი სწავლებით აცხადებს, რომ ღმერთკაცი იესო ქრისტე - არ არის ერთადერთი უცდომელი. აქედან გამომდინარეობს, რომ ის არ არის ღმერთი, ანუ I მსოფლიო კრების დადგენილებას ეწი-ნააღმდეგება. შესაბამისად, პაპიზმი, როგორც ერესი, მსოფლიო კრების ანათემის ქვეშ ექცევა.

   ამრიგად, პაპების მაქსიმალიზმი ეკლესიის მეთაურად, ანუ ქრისტეს ნაცვლად, აყენებს ადამიანს - პაპს...

   რომის პაპის უცდომელობა, როგორც უკვე დავრწმუნდით, ვერ პოუ-ლობს დასაყრდენს ვერც წმინდა წერილში, ვერც წმინდა გადმოცემაში. პაპიზმი ვერ შეძლებს სათანადო მტკიცებულებების შეგროვებას იმისათვის, რომ დაადასტუროს პაპის უცდომელობის სწავლება. ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესია მას სამართლიანად უარყოფს.

  კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გრიგორი VI-მ, არ ისურვა ვატი-კანის I კრებაზე დასწრება 1889 წელს, რომელზეც მოწვეული იყო პაპის მიერ და სამართლიანად განაცხადა: "ვინაიდან არსებობს მაც-ხოვნებელი ეკლესია დედამიწაზე, არ შეგვიძლია აღიარება იმისა, რომ ქრისტეს მთელ ეკლესიაში არსებობს ვინმე მბრძანებელი ეპისკოპოსი და ვინმე სხვა თავი, გარდა უფლისა; რომ არსებობს ვინმე პატრიარქი, რომელიც უცოდველი და უცდომელია, როდესაც საუბრობს თავისი კათედრიდან, რითაც მსოფლიო კრებებზე, უცდომელობის ერთად-ერთ მესაკუთრეზე, რომლებიც წმ. წერილისა და წმ. გადმოცემის თანახმად ასწავლიან, მაღლა აყენებს თავს. ჩვენ აგრეთვე ვერ ვაღიარებთ, რომ თითქოს მოციქულები არ იყვნენ თანასწორნი და თანაუფლებიანნი ერთმანეთს შორის, ვინაიდან ამით იგმობა სუ-ლიწმიდა, რომელმაც ყველანი თანაბრად განანათლა; ან იმას, რომ ამა თუ იმ პატრიარქმა თუ პაპმა მოიხვეჭა უფროსობა, არა კრებით და ადამიანური უფლებით, არამედ ღვთაებრივი უფლებით და სხვა მსგავსი რამ".

   ეკლესიის უცდომელობის უარყოფა რომის პონტიფიკის მხრიდან, და ინდივიდუალური (კერძო) უცდომელობის აღიარება, ერთი მხრივ, ნიშნავს ქრისტეს უცდომელობის უარყოფას, რომლისთვისაც ეკლესია არის სხეული, ხოლო, მეორე მხრივ, პაპის უცდომელობის სწავლება, როდესაც ის ასწავლის "ex catedra" - დან მიუღებელი და ერეტიკულია.

   თუ უცდომელობა გააჩნია არა მარტო ღმერთკაცი, მაშინ, ამის ბუ-ნებრივი შედეგი ადამიანის გაღმერთება იქნება. ხოლო თავისი თავის გაღმერთებით მან მოიტანა სიკვდილი, წყარო ტანჯვისა და მწუ-ხარებისა.

   ამრიგად, ევროპელი ადამიანის ცხოვრებამ დაკარგა აზრი ღვთის ნე-ბის დაუმორჩილებლობით, ვნებიანი ადამიანის გაღმერთებისა და მორჩილების გამო. მხოლოდ ქრისტეში ცხოვრება, და არა ადამიანში, აღმდგარი ღმერთის უცდომელი სწავლების თანაზიარს გახდის მორწმუნეს.

   დასკვნის სახით ვამბობთ, რომ პაპის უცდომელობის სწავლება არის ერესი. ეს დოგმატი ეწინააღმდეგებაI და IV მსოფლიო კრებების დადგენილებებს, როგორც ეგოისტური და ეშმაკური გამოგონება რომის ეპისკოპოსისა.

 

 

 

Xaeeba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება