მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ანტონი დიდი და თანამედროვე ეკუმენიზმი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი V)
ანტონი დიდი და თანამედროვე ეკუმენიზმი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი V)5-11-2015, 00:01 |
5) დღეს უფრო სავალალო მდგომარეობაა, ვიდრე იყო ღირსი ანტონის დროს
უკვე მრავალი ათწლეულია ღვთის რისხვა ატყდება ეკლესიას, ზეი-მობს პაპიზმი და ეკუმენიზმი. იმ დროში ათანასე დიდი და სხვა წმინდა მამები კარგად იაზრებდნენ ერესისაგან მომდინარე საფრთხეს, რაზეც მიგვითითებს ღირსი ანტონის ხილვა. დღეს კი ჩვენ თვალწინ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვებით შეურაცხყოფენ ჩვენს ტაძრებსა და საკურთხევლებს. ჩვენ კი ხელს ვუწყობთ და ვიწონებთ ამ მკრეხელობას, მათთან ერთად წმიდათაწმიდას შებილწვას. მაგალი-თად, როდესაც ერთობლივი ეკუმენისტური ლოცვა აღსრულდა კამბერაში „ეკლესიათა" მსოფლიო საბჭოს ასამბლეაზე ან თანა-მსახურება „მღვდელ-ჰომოსექსუალებთან, რომლებიც კადნიერად ეხებიან ეკლესიის წმინდა ჭურჭელს, ან ქალი - „ეპისკოპოსებთან" და „მღვდლებთან" თანამსახურება და სხვა მრავალი სისაძაგლე. ყოველივე ეს უფრო საშინელი სანახაობაა, ვიდრე ის, რაც ანტონი დიდს ჰქონდა ხილვისას. ეკლესია თავის სილამაზესა და სიდიადეს დაიბრუნებს იმ შემთხვევაში, თუ ურყევად აღვასრულებთ ღირსი მამის მცნებას: „ნუ შეიბილწებით არიანელებთან ერთად", თუ შევწყვეტთ ურთიერთობას პაპიზმთან და ეკუმენიზმთან, ფილო-კათოლიკებთან და „მართლმადიდებელ" ეკუმენისტებთან. სანამ არ გამოვიჩენთ სათანადო თავდადებასა და შემართებას, გაგრძელდება მართლმადიდებლების ტყვეობა ეკუმენიზმის ერესთა-ერესში და ღმერთი არ შეწყვეტს თავის რისხვას. როდემდე მივცემთ ერეტიკოსებს ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერები თუ ერისკაცები მართლმადიდებლური სიწმინდის შებილწვის უფლებას? ვიდრე უმოქმედოთ ვართ და თავს ვიმართლებთ, მოო-ხრების სისაძაგლე იბუდებს წმინდა ადგილზე.
პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი Xareba.net-ის რედაქცია უკან დაბრუნება |