მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ანტონი დიდი და თანამედროვე ეკუმენიზმი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი III)

ანტონი დიდი და თანამედროვე ეკუმენიზმი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი III)


3-11-2015, 00:01

 

3) ღირსი ანტონის დამოკიდებულება ერეტიკოსებისადმი - თანამედროვე ქრისტიანთა მისაბაძი მაგალითი

 

   გვსურს წარმოვაჩინოთ ღირსი ანტონის დამოკიდებულება არიანუ-ლი ერესისადმი. ეს ერესი შიგნიდან უქმნიდა საფრთხეს ეკლესიას, რადგან მხარს უჭერდნენ იმპერატორები, მმართველები, პატრიარქები და ეპისკოპოსები, როგორც დღეს ხდება ხოლმე პაპიზმისა და ეკუმენიზმის ერესებთან მიმართებაში. თანამედროვე ერესები გაცილებით უფრო საშიშია, ვინაიდან მთლიანობაში უგულე-ბელყოფენ სარწმუნოებრივ დოგმებს, სახარების ღვთაებრივ სწავლებას ადამიანურ სწავლებად წარმოგვიჩენენ, უარს ამბობენ ღმერთკაც იესო ქრისტეზე და ეკლესიის წმინდა მამებზე, ამყარებენ რომის პირველიერარქის უცდომელობას და ჭეშმარიტებად მიიჩნევენ ცდომილებათა ნაზავ ფაფას, რომელიც ეკლესიათა ყალბ მსოფლიო საბჭოს ქვაბში რომ იხარშება. ეს ჭკუის სასწავლებელია მათთვის, ვინც ამბობს, რომ ვერ ხედავს საფრთხეს „სერიოზული" სასულიერო პირებისთვის, რომლებიც აცდუნებდნენ, ან რთულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ სულიერ შვილებს. მრევლი ეჭვით უცქერის სულიერი ხელმძღვანელობის ქმედებას, ვინაიდან მოვლენებს წმინდანთა თვალთახედვით აანალიზებს. წმინდანები, ცხადია, უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე ნებისმიერი ხუცესი თუ მოძღვარი, რომელიც არ ამხელს ერესს, არ ცდილობს გააშიშვლოს და გააბათილოს ის.

   ამრიგად, ღირსმა ანტონიმ მეორეჯერ დატოვა უდაბნო და ჩავიდა ალექსანდრიაში, რომელსაც აღარ ჰყავდა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და პატრიარქი ათანასე დიდი - ის მუდმივად იდე-ვნებოდა და გადასახლებაში იმყოფებოდა. მართლმადიდებელი სამწყსოს სულიერი დაპურება მისი არყოფნის დროს ერეტიკოს-არიოზელებმა, ცრუმოძღვრებმა, თანამედროვე თვალთახედვით ეკუმენისტურად განწყობილმა პატრიარქებმა და ეპისკოპოსებმა ითავეს. ანტონი დიდს, როგორც მოწმობს მისი „ცხოვრება", „არასდროს ჰქონია ურთიერთობა განდგომილ მელეტიანელებთან", უწყოდა რა მათი მზაკვრობისა და განდგომის შესახებ; არც მანიქეველებთან ან სხვა ერეტიკოსებთან იყო მეგობრული ურთი-ერთობაში. მხოლოდ შეგონებისა და ჭეშმარიტებაზე მოქცევის მიზნით ესაუბრებოდა მათ. ღირსი მამა თავად ასე ფიქრობდა და სხვებსაც შთააგონებდა, რომ მეგობრობა ერეტიკოსებთან საზიანო და წამწყმედელი იყო სულისთვის. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა არიანელებთან - ყველას აძლევდა მცნებას, არ დაახლოებოდნენ არიანელებს და არ მიეღოთ მათი მცდარი სარწმუნოება. მას ეწვივნენ ცდომილებაში ჯიუტად მყოფი არიანელები. რომ დარწმუნდა მათ უკეთურებაში, საუბრის დამთავრებისთანავე გააძევა ისინი მთიდან, სადაც მოღვაწეობდა. წმინდა მამა ამბობდა: „მათი სიტყვა შხამიან გველზე უარესია". ღირსი ანტონის „ცხოვრების" აღნიშნული მონაკვეთი მკაფიოდ წარმოგვიჩენს, რანაირი მიდგომა და დიალოგი არის შესაძლებელი ერეტიკოსებთან. ამასთან, ღირსი ანტონი განგვიმარტავს წმინდა მამათა მიერ დადგენილ საზღვრებს, დღეს რომ უგულებელყოფილია თანამედროვე ეკუმენისტების მიერ - ისინი ვით ერთმორწმუნეს, ისე ეხვეწებიან, ეამბორებიან, ესალმებიან ერეტ-იკოსებს, სრულებითაც არ ფიქრობენ განეშორონ მათ, არც მათ ჭეშმარიტებაზე მოქცევა აქვთ განზრახული. თანამედროვე დიალოგი „თანასწორობის" პრინციპით მიმდინარეობს. გათანაბრებულია ჭეშმარიტება და სიცრუე, მართალი სარწმუნოება და ერესი. დიალოგის „თანაბარი" წარმართვა ნიშნავს სიცრუესაც ისეთივე უფლებამოსილება გააჩნდეს, როგორიც ჭეშმარიტებას, ე.ი. ეჭვი შეგაქვს ჭეშმარიტებაში და ეძებ მას. წმინდა მამები სხვაგვარად წარმართავდნენ დიალოგს, ისევე, როგორც ქრისტე სამარიტელთან, მოციქულები იუდეველებთან და წარმართებთან. მათი მიზანი არაქრისტიანების ჭეშმარიტებაზე მოქცევა ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში დაბრუნება იყო. აი, ეს არის ჭეშმარიტი ერთობა და მშვიდობა, ყველა დანარჩენი ფსევდოერთობა, ფსევდო-მშვიდობა და ფსევდორელიგია. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 

პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი 

Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება