მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ანტონი დიდი და თანამედროვე ეკუმენიზმი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი II)
ანტონი დიდი და თანამედროვე ეკუმენიზმი - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი II)2-11-2015, 00:01 |
2) უმოქმედობისა და პირფერობის მასწავლებლები. ყოვლისმცოდნენი და თავმდაბალნი
311 წელს, წმინდა კონსტანტინე დიდის გამეფებაზე მცირე ხნით ადრე, იმპერატორ მაქსიმიანეს დროს, დაიწყო ქრისტიანების დევნა. სამოცი წლის ღირსმა ანტონი დიდმა (დაიბადა 251 წ.) დროებით მიატოვა მეუდაბნოეს ცხოვრება და უშიშრად მიაშურა ალექსანდრიას - გულმხურვალედ სურდა ქრისტესთვის ვნება და ტანჯვა. მან უგულებელყო მოსამართლის განკარგულება, რომ ყველა ბერ-მონაზონს დაეტოვებინა ქალაქი და სასამართლოში გამოცხადე-ბულიყო. ანტონი დიდი არათუ მივიდა სასამართლოზე, იგემონის თვალსაწიერის პირისპირ, გამოსაჩენი ადგილი დაიკავა, რითაც დაადასტურა ქრისტეს სარწმუნოებისთვის ქრისტიანთა ვნების სურ-ვილი, მზადყოფნა. „ის სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რითაც ქრისტიანულ მოშურ-ნეობას წარმოაჩენდა, მაგრამ ღმერთმა დაიცვა, ვინაიდან, ცოცხალს უფრო მეტი სარგებელი უნდა მოეტანა ეკლესიისთვის. ღირსი მამა არ ჩაკეტილა თავის კელიაში, არამედ ჩვეულებისამებრ ემსახურებოდა აღმსარებლებს და, თითქოს მათთან ერთად ვნებული, დაუღალავად შრომობდა მათთვის." როდესაც ჭეშმარიტი სარწმუნოება საფრთხის წინაშეა, მაშინ უპირველესი ამოცანა მართლმადიდებლობის დაცვა და მათი მხარდაჭერაა, ვინც შემართებით, სისხლის ბოლო წვეთამდე იღვწის სარწმუნოებისათვის. დანარჩენი სულიერი ვალდებულება მეორეხარისხოვანი ხდება. სხვაგვარად მოქმედნი ან სხვა მოწო-დებების შემომთავაზებელნი, უბრალოდ, კეთილმორწმუნეობით ინიღბებიან და უდებების, სილაჩრის, უმოქმედობისა და პირფერობის მასწავლებლებად გვევლინებიან. დაწვრილებით არ შევუდგებით იმის აღწერას, როგორ გაუმკლავდა უმაღლესი განათლების არმქონე ღირსი ანტონი განათლებით თავმომწონე წარმართ ფილოსოფოსებსა და ფილოლოგებს, თავისი ურყევი არგუმენტაციით როგორ მოაქცია ისინი ჩიხში და განაცვიფრა. შესაძლოა, ეს მოვახერხოთ სხვა დროს, რაკი ვითვალისწინებთ აღნიშნული თემის აქტუალურობას ჩვენ დროში, როდესაც კერპ-თაყვანისმცემლობამ, წარმართობამ, გავლენიანი მფარველთა წყალო-ბით კვლავ წამოწია თავი. ღირსი მამა არ გახლდათ ერუდიტი საერო გაგებით, არ იცოდა მრავალი რამ, რითაც ქედმაღლობდნენ მისი ოპონენტები, მაგრამ გააჩნდა სრული ცოდნა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით. მან იცოდა წმინდა წერილი და წმინდა მამათა სწავლება, ის ღვთივგანბრძნობილი, ღვთისგან სწავლული ადამიანი იყო. რწმენა არა ერუდირებასა და განსწავლულობას, არა უმრა-ვლესობის აზრის გათვალისწინებას, არამედ ზოგადისტორიული, ეკლესიის მარადიული ჭეშმარიტების მორჩილებას მოითხოვს. თუ ადამიანი არ განთავისუფლდება თავის ცოდნაზე დამყარებული დიდი წარმოდგენებისა და ამპარტავნობისაგან და არ შეუერთდება სულიერი ჰორიზონტის გამხსნელ ქრისტეს გონს, ეკლესიას, მის მამებსა და მასწავლებლებს, მაშინ ის მუდამ განცვიფრებული დარჩება რწმენაში მტკიცედ მდგომი, უბრალო მორწმუნის მიერ ნებისმიერ შეკითხვაზე გაცემული პასუხით. ისინი განიკითხებიან, ვით „ეგოისტები" და „ყოვლისმცოდნენი", რომელთაც არა აქვთ თავმდა-ბლობა. ჭეშმარიტი სიმდაბლე კი ისაა, რომ დაეთანხმო არა უმრავლესობის, არამედ ღვთისა და მისი წმინდანების აზრს იმიტომ, რომ ხშირად უმრავლესობა სიცრუის დაჯერებას იწყებს და თავისი რიცხობრივი უპირატესობით ჭეშმარიტებას თითქოს აკნინებს. ჭეშმარიტების უარმყოფელი უმრავლესობის აზრის მორჩილება, ადამიანურ სა-ზოგადოებაში უცილობელი ნორმა რომ ყოფილიყო, მაშინ ვერავინ მიიღებდა მოციქულების მიერ ნაქადაგებ სახარებას, ეკლესიაც ვერ გადარჩებოდა, ამდენი ერეტიკოსითა და ურწმუნოთი გარემოცული. (გაგრძელება იქნება...)
პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი Xareba.net-ის რედაქცია უკან დაბრუნება |