მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე არის სისავსე ჭეშმარიტებისა და ცხოვრებისა, რომელიც არ ტოვებს ადგილს სხვა ჭეშმარიტებისათვის - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი
ქრისტე არის სისავსე ჭეშმარიტებისა და ცხოვრებისა, რომელიც არ ტოვებს ადგილს სხვა ჭეშმარიტებისათვის - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი31-10-2015, 00:01 |
არიან მღვდელმთავრები, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ ცხოვ-რებაში გაატარონ მოციქულებისა და წმინდანებისაგან მემკვი-დრეობით მიღებული ქრისტეს მცნება „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათ. 28.18), რომ ახარონ ერთადერთი ცხონების გზა, ერთადერთი ნათელი - ქრისტე, ნაცვლად ამისა რამდენიმე ათწლეულია რელიგიურ სინკრეტიზმს ქადაგებენ. ისინი იმედოვნებენ ქრისტიანთაშორის სინკრეტიზმში - ეკუმენიზმში მიღწეული წარმატების განმეორებას, ცდილობენ რელიგიებს შორის არსებული განსხვავებების მიჩქმალვას და ვითარებას ისეთნაირად წარმოაჩენენ, თითქოს რელიგიებს შორის დამყარებულია ერთობა. ეს ეშმაკის მორიგი ფანდია - ცხონების სახარებისეული გზა უკვე აღარ აღიქმება, ვით ერთადერთი და უნიკალური ჭეშმარიტება, რათა ადამიანებმა არ იცხოვრონ სახარების სწავლებისამებრ და არ ცხონდნენ. ახალი, სატანური საცდური ერთიანი რელიგიის შექმნა გახლავთ. რელიგიათაშორისი შეხვედრები არსობრივად სიყალბეა, ეშმაკის მონაგონია, რომ ცოდვაში ამყოფოს ადამიანი. პირველმა ადამიანმა უგულებელყო ღვთის სიტყვა და სხვა, დაცემის კა-ტასტროფული გზა აირჩია. დღეს ეშმაკი ეუბნება ადამიანებს: ნუ დაიჯერებთ სახარების მოწმობას, რომ მხოლოდ ქრისტეა მაც-ხოვნებელი; სხვა რელიგიებიც გადამრჩენელია, იქაც იმავე ღმერთს ეთაყვანებიან და იგივე ზნეობრივი საწყისები და ფასეულობებია. დიდად სამწუხაროდ, სატანის იარაღთა და ეშმაკის აზრის შთამა-გონებელთა რიცხვს ემატება ზოგიერთი „მართლმადიდებელი" პა-ტრიარქი, მთავარეპისკოპოსი, ეპისკოპოსი თუ ღვთისმეტყველი. მათ მიერ ამ თემაზე გამოთქმული მრავალი მოსაზრება და კომენტარები იბეჭდება. კარგი იქნება, რომელიმე მონდომებულმა ღვთისმე-ტყველმა, კლერიკალმა ან მონაზონმა შეკრიბოს მათი გამონათქვამები, რათა მკაფიოდ წარმოჩნდეს სახარებისეული ჭეშმარიტებისა და მამებისეული გარდამოცემისაგან განდგომის სიღრმე. ზოგიერთ ასეთ ყალბ პოსტულატს გავეცანით წმ. ათონის მთის ღი-რსი გრიგორის მონასტრის მიერ 2002 წელს გამოცემულ პატარა წიგნში „მართლმადიდებლობა და ისლამი: აკადემიური დიალოგების კრიტიკული ხედვა წმინდა მამათა სწავლების შუქზე". ამ ბროშურაში, რომლის წინასიტყვაობა გამოცდილმა მოძღვარმა (старец) და აღმსარებელმა, მონასტრის იღუმენმა მამა გიორგი კაფსანისმა დაწერა, ჩართულია მართლმადიდებელი იერარქის (შვეიცარიელი მიტრო-პოლიტი დამასკინი) შემდეგი განცხადება: „ეკლესია და მეჩეთი ადამიანთა არსობრივად ერთსა და იმავე სულიერ დაკვეთას აკმა-ყოფილებენ".1 აკადემიური განათლების მქონე სხვა ღვთისმეტყველმა (თითქოს არც სახარება ჰქონდეს წაკითხული, არც წმინდა მამები) განმაცვიფრებელი და გამაოგნებელი რამ ბრძანა: „რა გარემოებამ შეიძლება შეუშალოს ხელი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში ადამიანთა ცხონების ერთ-ერთ გზად მუჰამედის რელიგიის აღიარებას?" მსჯელობის დასკვნით ნაწილში რიტორიკული პათოსით ისმის კითხვა: „როგორ შეიძლება ამტკიცო, რომ სამყაროში მაჰმადიანობის გამოჩენა და გავრცელება ეშმაკის საქმეა და არა ღვთისა, ანტიქრისტესი და არა ქრისტესი?" ღმერთო, მოწყალე გვეყავნ! გამოდის, მუჰამედი, ვით მორიგი ნუგეშინისმცემელი, ქრისტემ გამოაგზავნა სამყაროში?! ე.ი. არ ყოფილა საკმარისი სულიწმიდის გამოგზავნა: „ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა". (ინ. 16.13). საჭირო ყოფილა ცრუწინასწარმეტყველის „ჭეშმარიტებაც". ქვემოთ, წმინდა მამების სწავლებაზე დამოწმებით, განვიხილავთ ეკლესიის შეხედულებას ამ საკითხზე. სხვა ღვთისმეტყველი, ღვთისმეტყველების დოქტორი და უნივერ-სიტეტის პედაგოგი გ. ცანანასი მიიჩნევს, რომ მუსლიმური რელიგია გვთავაზობს „ღვთის არსებობის შეცნობისა და რელიგიური ცხო-ვრების სისავსის აღქმის საიმედო შესაძლებლობას".2 სამწუხაროდ, ამ ღვთისმეტყველისთვისაც ქრისტე არ არის ღვთის ნების, კანონის, წინასწარმეტყველებების საბოლოო, სრულყოფილი და უდავო განცხადება, ვინც არის „უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას. და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიათა. რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო" (ეფ. 1.21-23). ამრიგად, ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. მას არ დაუტოვებია არანაირი „სიცარიელე", რომელიც ვინმე სხვა წინასწარმეტყველმა უნდა შეავსოს. ქრისტე მოვიდა ქვეყნად, რათა „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მივიღეთ, და მადლი მადლისა წილ, რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტეს იესუს მიერ იქმნა". (იონ. 1.16-17). ქრისტეს განკაცებით სამყაროში ღვთის მოვლინებამ მწვერვალს მიაღწია. ქრისტეა უზენაესი ბეჭედი ჭეშმარიტი გამოცხადებისა. სახარების შემდეგ და მის მიღმა არ არსებობს სხვა სახარება. როგორც მართებულად აღინიშნა, ყურანი სახარების დამახინჯებაა. წმინდა წერილი ბრძანებს: „რამეთუ ყოველნი წინასწარმეტყველნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინასწარმეტყველებდეს" (მათ. 11.13). არ არის ადგილი სხვა წინასწარმეტყველისთვის. ღმერთი თავად მოვიდა სამყაროში ქრისტეს სახით - შეიძლება ამაზე აღმატებულს და შედეგის მომცემს ველოდეთ? ღირსი იოანე დამასკელი წერს, „არ არსებობს და არც იარსებებს უფრო ახალი და მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიო ისტორიაში. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი: „ღმერთი გახდა ადამიანი"."3 მათი ლოგიკით, უნდა დავაკნინოთ ღვთის სწავლება და საქმე, რათა მუჰამედს მიეცეს ამ საქმეების დასრულების საშუალება?.. ან უნდა ვაღიაროთ, რომ ამ „ღვთისმეტყველებს". არ სწამთ ქრისტეს ღვთაებრიობა, როგორც ეს არ სწამდა მუჰამედსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაკადნიერდებოდა განეცხადა, რომ მაცხოვრის „დაუსრულებელი" სწავლებისა და საქმეების დასრულებისთვის მოევლინა. ქრისტიანებმა უნდა ვისწავლოთ სულის გამოცდა, გარჩევა ჭეშმარიტებისა სიცრუისაგან, წინასწარმეტყველებისა ცრუწინასწარ-მეტყველებისაგან, ქრისტესი ანტიქრისტესაგან. წმ. იოანე მოციქული და მახარებელი გვმოძღვრავს: „საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუწინასწარმეტყველნი განსრულ არიან სოფლად. ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს; და ყოველმან სულმან რომელმან არ აღიაროს იესუ ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს; და ესე არს ანტიქრისტესთვის..." (1 იონ. 4.1-3). სულის მსგავსი განურჩევლობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა ბუდიზმთან, ინდიუზმთან, ისლამთან და იუდაიზმთან ქრისტი-ანობის, ხოლო ქრისტეს სხვა ცრუწინასწარმეტყველებთან მკრეხე-ლური გაიგივებისა და გათანაბრებისას ღვთისმგმობული გამონა-თქვამებით გამოირჩევა უცხოელი ღვთისმეტყველი: „მომავალში, ცალკეულ პიროვნებაზე ვისაუბრებთ თუ მთლიანად ისტორიის დასასრულზე, შეგვიძლია დანამდვილებით ვამტკიცოთ: არც ბუდ-იზმი ან ინდუიზმი, არც ისლამი და იუდაიზმი, არც ქრისტიანობა, არანაირი რელიგია, არამედ თავად გამოუთქმელი განაცხადებს საკუთარ თავს. მაშინ უკვე აღარ მიმართავენ სხვადასხვა რელიგიებს, წინასწარმეტყველებსა თუ განმანათლებლებს, არც მუჰამედს, არც ბუდას, არც იესო ქრისტეს".4 რას ეფუძნება ავტორის მოსაზრება? რომელ ბიბლიას კითხულობს ის? რომელი ღმერთისაგან მიიღო გამოცხადება? იქნებ მას საკუთარი აპოკალიფსი და კერძო ბიბლია გააჩნია? იქნებ თავადაა წინას-წარმეტყველი ან საიდუმლოთმჭვრეტელი მომავლისა? მაგრამ ისტორიის დასაწყისი და დასასრული, ალფა და ომეგა - ქრისტეა: „მე ვარ ანი და ჰაე, იტყვის უფალი ღმერთი". (გამოცხ. 21.6). ქრისტე მოვა ბოლო ჟამს ცოცხალთა და მკვდართა, მათ შორის ბუდას, მუჰამედის თუ ებრაელების განსასჯელად. მოვა სრული დიდებით და არა დამდაბლებული, როგორც პირველი მოსვლის დროს. „ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენთაგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად". (საქმე. 1. 11) „და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა, და მაშინ იტყოდნენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისა მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა" (მათ. 24.30). ქრისტეს საპირწონედ ვინმე „გამოუთქმელი" რომ წარმოუდგენია უცხოელ ღვთისმეტყველს, ეს ფანტაზიის ნაყოფია, ყალბი და არარსებული კერპია, მასონების „დიადი არქიტექტორის" მსგავსი, რომელიც ყველა რელიგიის გათანასწორებას ლამობს. „აცდუნებდენ და სცდებოდიან" (2 ტიმ. 3.13). ისინი ახალი წარმართული გალილეის სიბნელეში არიან - მრავალკონფესიური და პოლიკულტურული ნიუ-ეიჯის მოძრაობაში. ისღა დაგვრჩენია, გაოგნება გამოვხატოთ სინკრეტული და ეკუმე-ნისტური, ხრწნადი ეპიდემიის გავრცელების გამო, როდესაც მსგავსი ღვთისმგმობი და ანტიქრისტიანული შეხედულებები თავისუფლად იბეჭდება თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკუ-ლტეტის კათედრის ჟურნალში.
პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი Xareba.net-ის რედაქცია
1Православие и ислам: Критический взгляд на академический диалог в свете учения Святых отцов. Святая Гора Афон. 2იქვე გვ. 18. 3Точное изложение православной веры. Кн. 3. ГЛ. 1. (45). 4Православие и ислам. ციტატის ავტორია ცნობილი კათოლიკი ღვთისმეტყველი ი. კინგი, რომლის შეხდულებები ჟურნალ „По пути"- ში წარმოდგენილი აქვს გ. ცანანასს თესალონიკის საღვთისმეტყველო კავშირზე.
უკან დაბრუნება |