მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ჟამი არს სინანულისა

ჟამი არს სინანულისა


29-10-2015, 00:01

 

მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობა

  

   თავისი არსებობის პირველივე საუკუნეებიდან მართლმადიდებელი ეკლესია წმინდად და შეურყევლად ფლობს ჭეშმარიტებას.

   საუკუნეების მანძილზე წმინდა ეკლესიამ მიიღო მრწამსის სიმბოლო და ძირითადი დოგმატები. XI-ს-ში, ეკლესიისაგან კათოლიკების გამოყოფის შემდეგ, განდგომილების პროცესი იწყება. დღეისათვის უკვე 200-ზე მეტი ეკლესიად წოდებული ორგანიზაცია არსებობს, რომელსაც ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზია გააჩნია.

   თუ კარგად დააკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მიმდინარეობს ჯოჯო-ხეთური ძალების თავდასხმა მართლმადიდებლურ სიწმინდეებზე და ერებზე, ბრძოლა არა მარტო მართლმადიდებლობის, არამედ თვით ქრისტეს წინააღმდეგაც. რატომ? იმიტომ რომ ძლიერნი ამა სოფლისა ანტიქრისტეს გამეფების ნიადაგს უმზადებენ. რადგან მართლმადი-დებელი ეკლესია ქრისტეს სწავლების მტკიცე მატარებელია, ის უნდა იქნას შეურაცხყოფილი და დასუსტებული, რათა მოვიდეს ქვეყნად მტერი კაცობრიობისა - ანტიქრისტე.

 

 

რა ხდება მსოფლიოში

   

   ეჭვგარეშეა, რომ კაცობრიობას ელის უდიდესი ომი, ანტიქტისტეს გამეფება, ქრისტეს მეორედ მოსვლა, საშინელი სამსჯავრო და მკვდრების აღდგომა. არც ერთი წმინდა მამა, არც თვით ქრისტე არ მიგვითითებს ამა თუ იმ მოვლენის განვითარების კონკრეტულ დროზე, არამედ მხოლოდ საკუთარი თავისადმი ყურადღებისადმი მოგვიწოდებენ. ჩვენც მხოლოდ ანალიზი გავუკეთოთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და მუდამ გვახსოვდეს ბოლო ჟამის მოახლოების მომასწავებელი წინასწარმეტყველებები ყოველგვარი კონკრეტული ციფრების დაფიქსირების გარეშე. 

  არსებობს დიდი ომის დაწყების საშიშროება და ამ საშიშროების არსებობა ზოგიერთ წინასწარმეტყველებაზეა დაფუძნებული, რომელ-იც ძირითადად ყოფილ იუგოსლავიასთან არის დაკავშირებული. XVIII ს-ის წმინდა მამამ კოსმა ეტალოსმა საბერძნეთსა და თურქეთში მრავალი მოვლენის განვითარება იწინასწარმეტყველა. მრავალი მათგანი ზედმიწევნით აღსრულდა. მის წინასწარმეტყველებებში ნახსენებია მესამე მსოფლიო ომის რეალური საშიშროების არსებობა. წმინდა მამა ამბობს, რომ ომი მოკლე პერიოდს მოიცავს, მაგრამ საშინელი შედეგები მოჰყვება. ასევე მიუთითებს, რომ ეს ომი დალმაცის (ყოფილი იუგოსლავიის) ტერიტორიაზე დაიწყება.

  ყურადსაღებია ერთ-ერთი უძველესი წინასწარმეტყველება რომის პაპზე, რომლის ბერძნული კრებულის ავტორია ბერი პართენი: 1978 წ. 13 ოქტომბერს ვატიკანის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა დღემდე არქივებში შენახული XII ს-ის წინასწარმეტყველება ყველა პაპზე. ახლანდელ 264-ე პაპის იოანე-პავლე II შესახებ ნათქვამია შემდეგი: „ის მართავს კათოლიკურ ეკლესიას XX ს-ის მეორე ნახევარში. ამ პერიოდში კაცობრიობას ელის უდიდესი უბედურება. ადამიანები გამოიგონებენ საშინელ იარაღს, შემდეგ გაჩაღდება დიდი ომი, რომელსაც მილიონობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვება. ანონიმი ავტორი მოგვითხრობს კიდევ ერთი პაპის (265-ე) შესახებ, რომელზეც სრულდება წინასწარმეტყველება".

   ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს არა ომის დაწყების პერი-ოდი, არამედ თვით ფაქტი მისი რეალობისა.

   ამის შემდეგ გამოჩნდება კაცი უშჯულოებისა - ანტიქრისტე, რომლის მომხრენი მრავალი წელია ამზადებენ ანტიქრისტეს გამეფების ნიადაგს მსოფლიოში. მათ მზადებაში იგულისხმება რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი მთელს მსოფლიოში. რელიგიურ სფეროში კონტროლი ხორციელდება ეკუმენისტური მოძრაობის მეშვეობით, ხოლო პოლიტიკურ-ეკონომიკურში - ევრო-კავშირის მეშვეობით.

   მართლმადიდებლობის მტრები ეკლესიის წინააღმდეგ იყენებენ ფი-ნანსურ, ადმინისტრაციულ, იუსტიციურ ორგანოებს, განათლებასა და აღმზრდელობით საქმიანობას, და არც თუ იშვიათად თვით ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანებსაც კი, მაგრამ ყველაზე სახიფათო იარაღი მათ ხელში ინფორმაციის მასიური საშუალებები გახლავთ. ამ სულიერად მომაკვდინებელი იარაღის მეშვეობით ისინი სისტემატიურად არყევენ საზოგადოების მორალურ პრინციპებს, ხელს უწყობენ საზოგადოების მორალურ-ზნეობრივ გახრწნასა და „თავისუფალი" ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ასევე ახორციელებენ ანტი-ოჯახურ პოლიტიკას, ხელს უწყობენ სხვადასხვა სექტების განვითარებას.  

 

 

სულიერი რჩვეა-დარიგებანი

  

   უპირველეს ყოვლისა არ უნდა შეგვაშინოს და ჩაგვაგდოს უიმედო-ბაში ანტიქრისტიანული ძალების მომძლავრებამ. გვახსოვდეს, რომ საბოლოო გამარჯვება ღვთის ერთგულ ქრისტიანთა ხელთაა.

   იმისათვის, რომ ვძლიოთ განსაცდელს, შევუდგეთ სინანულის გზას, თავი უნდა მოვარიდოთ ამორალურ სიახლეებსა და დემონურ იდე-ოლოგიებს.

  შეურყევლად მივსდიოთ მართლმადიდებლურ სწავლებას, დავიცვ-ათ სახარებისეული მცნებები. მოვერიდოთ ყოველგვარ ანტიქრის-ტიანულ ორგანიზაციებსა და სექტებს.

   ქრისტიანს ეკრძალება ყოველგვარი ჯადოქრების, მისნებისა და ექს-ტრასენსებისადმი მეოხების თხოვნა, რადგან მათი ნიჭი და ძალა ბოროტისგანაა.

   ცხონებისათვის აუცილებელია რეგულარული მონაწილეობა ეკლეს-იურ ღვთისმსახურებაში; ხშირი აღსარება და ზიარება გვმართებს.

   ეკლესია დაგვეხმარება ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში.

 

 

წიგნიდან: „АФОНСКОЕ ПРИНОШЕНИЕ СОВРЕМЕННОЙ ПРАВОСЛАВНОЙ  ДУХОВНОСТИ" 

       Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება