მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №39 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №39 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


21-12-2015, 22:48

 

  თქვენი წერილის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. ღმერთმა გაგიღოთ გულის კარი მამათა ნაწერების წასაკითხად სინანულის შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წმინდანი განუხ-რელად მისდევს სინანულის გზას - მაშინაც კი, როდესაც სული წმიდის მადლი აშკარად მოქმედებდა მათში. ამჟამად რელიგიაში ან ცივ, მწიგნობრულ შემეცნებას ეძიებენ, ანდა ხიბლისმიერ ტკბობას. ერთიცა და მეორეც ამასოფლის კუთვნილებაა და არა ქრისტესი.

   ...შეეცადეთ დაანახოთ თქვენს მეუღლეს, რომ დასავლურ სარწმუ-ნოებას შემორჩა მხოლოდ მწიგნობრული ცოდნა და თავის მოტყუება, მართლმადიდებელ ეკლესიაში კი, მიუხედავად ჩვენი უკიდურესი დაუძლურებისა, ჭეშმარიტება და სული წმიდა ჯერ კიდევ მოქმედებს იმ ადამიანებში, რომლებიც ამისთვის სწორი ცხოვრებით (რამდე-ნადაც ეს კაცს ძალუძს) არიან მომზადებულნი. აუცილებელია ვეზიაროთ სული წმიდას ჭეშმარიტების გზას, აუცილებელია ამის გაკეთება ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში: უამისოდ არ არსებობს ცხონება. თქვენი გულწრფელი სიტყვის წილ მიიღეთ, როგორც წმინდა სამაგიერო, გულწრფელობა ჩემი სიტყვისაც - და ღმერთმა გაკურთხოთ!

   მოციქული არიგებს ქმარს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების ფასდა-უდებელ საუნჯეს აზიაროს ცოლი (I კორ. 7,12-16). ო, რა ბედნიერებაა შეგეძლოს, შენს მოყვასს საუკუნო ნეტარების დამკვიდრებაში შეეწიო! (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 



უკან დაბრუნება