მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > სრულიად მართლმადიდებელთა მეხუთე მოსამზადებელმა შეხვედრამ დაასრულა მუშაობა
სრულიად მართლმადიდებელთა მეხუთე მოსამზადებელმა შეხვედრამ დაასრულა მუშაობა20-10-2015, 07:38 |
2015 წლის 16 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მართ-ლმადიდებლურ ცენტრში შამბეზში (შვეიცარია) დასრულდა მეხუთე სრულიად მართლმადიდებელთა მოსამზადებელი შეხვედრა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა პერგამელი მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო). სხდომის გარკვე-ული ნაწილი გალიის მიტროპოლიტ ემანუილის (კონსტანტინოპო-ლის საპატრიარქო) თავჯდომარეობით წარიმართა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი ეპისტოლეთი მიმართა. სრულიად მართლმადიდებელთა მეხუთე მოსამზადებელი კრების შეჯამებული სამუშაოების თანახმად მოწონებულ იქნა წმინდა და დიდი მართლმადიდებელი კრების დოკუმენტის პროექტი სახ-ელწოდებით „ავტონომია და მისი აღიარების შესაძლებლობები", რომელიც 2009 წელს მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის მიერ იქნა შემუშავებული. შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს სრულიად მართლმადიდებელთა კრების ის დოკუმენტები, რომლებიც რედაქტირებულ იქნა 2014 წლის თებერ-ვლისა და 2015 წლის მარტი-აპრილის სპეციალური მართლმადი-დებელთაშორისი კომისიების მიერ. შესწორებული ვარიანტით ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციების მიერ წარმოდგენილი იყო პროექტები: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანაჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" და „მარხვის მნიშვნელობა და მისი აღსრულება დღეს". დოკუმენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მიღწ-ევაში ერებს შორის და რასობრივი და სხვა სახის დისკრიმინაციის უარყოფა" - ს მიენიჭა სხვა სახელწოდება - „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში". ამ პროექტთან მიმა-რთებაში ზოგიერთი წარმომადგენლების პრინციპული პოზიციის გამო კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. დოკუმენტი არ იქნა ხელმოწერილი საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების მიერ. შეხვედრას ესწრებოდა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტი-ოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის, საქართველოს, სერბეთის, რუმი-ნეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგატები.
ინტერნეტ - პორტალი ”Православный Апологет” Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |