მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > პირველად ისტორიაში კაცობრიობა რეალურად ერთიანდება - როგორც ჩანს, მსოფლიო გაერთიანებული სახელმწიფოების სახეს ღებულობს (ნაწილი III)

პირველად ისტორიაში კაცობრიობა რეალურად ერთიანდება - როგორც ჩანს, მსოფლიო გაერთიანებული სახელმწიფოების სახეს ღებულობს (ნაწილი III)


27-10-2015, 00:01

 

   ნათელია, რომ ნებისმიერი კონტრსტრატეგია დღეს საერთაშორისო ურთიერთობებზეა დაფუძნებული. ამ იდეის მომხრე პოლიტიკოსები საზღვრებს მიღმა უფრო მჭიდროდ პოლიტიკური ურთიერთო-ბებისაკენ მოუწოდებენ მსოფლიოს. სახელმწიფოთაშორისი ურთიერ-თობები უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. დასა-ვლეთმა ევროპამ ევროკავშირისა და გაერთიანებული ბაზრის ფორმირების შედეგად ახალი ტრანსნაციონალური კანონმდებლობა შექმნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თუ სერიოზული სხდომები, მსოფლიო ეკოლოგიური და დემოგრაფიული კონფე-რენციები მსოფლიო პოლიტიკის ინტერნაციონალიზაციისაკენ მისწრაფებაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, ნელ-ნელა მსოფლიო ნაციონალურ სახელმწიფოთა გაერთიანების სახეს ღებულობს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბუტროს გალიმ სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის პოლიტიკოსებისაგან სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც 1995 წ. „გლობალური მმართველობის" სრული პროგრამა შეიმუშავა. 

   გლობალიზაცია, აერთიანებს რა მსოფლიოს, ამავე დროს ანადგუ-რებს მას. ინვესტიციური ფონდებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მმართველები, მილიარდი დოლარის კაპიტალით, პარალიზებას უკეთებენ ნაციონალურ სახელმწიფოებს. ამგვარი ეკონომიკური ზეწოლის შედეგად სამუშო ადგილების მასიური შემცირებები ხორციელდება. ისეთი ქვეყნები, როგორიც ბრაზილიაა, სადაც მდიდრები ცალკე დასახლებულ გეტოში (ქალაქის განსა-კუთრებული უბნები, სადაც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი ცხოვრობს) ცხოვრობენ, ხოლო მაოსახლეობის უმრავლესობა უბრა-ლოდ გადარჩენის საშუალებაზე ფიქრობს, მსოფლიო მოდელად წარმოგვიდგება. 

  გლობალიზაციამ ჩიხში არ უნდა შეგვიყვანოს. ღვთის წყალობით, გადარჩენის საშუალებები ჯერ კიდევ არსებობს.



 წიგნიდან: „ЗАПАДНАЯ ГЛОБАЛИЗАЦИЙ" 

  Xareba.net-ის რედაქცია 


 



უკან დაბრუნება