მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > პირველად ისტორიაში კაცობრიობა რეალურად ერთიანდება - რატომ დამკვიდრდა ამერიკული ცხოვრების წესი მთელს მსოფლიოში? (ნაწილი I)

პირველად ისტორიაში კაცობრიობა რეალურად ერთიანდება - რატომ დამკვიდრდა ამერიკული ცხოვრების წესი მთელს მსოფლიოში? (ნაწილი I)


25-10-2015, 00:01

 

   მსოფლიო თანდათან ერთიანდება. არასოდეს ამდენი ადამიანი არ ყოფილა ინფორმირებული დანარჩენ სამყაროზე, როგორც დღეს. პირველად ისტორიაში კაცობრიობა რეალურად ერთიანდება.

   500-ზე მეტი მოქმედი კოსმოსური ხომალდი მოძრაობს დედამიწის ირგვლივ და „უახლესი ცივილიზაციის" ინფორმაციებს აწვდის მას. მილიარდობით ტელე-ეკრანი ერთნაირი გადაცემებითა და ინფორმაციით ერთი და იგივე მიმართულებას სთავაზობს მთელს მსოფლიოს.

   შესაძლებელი რომ იყოს დედამიწის ყოველი ადამიანის გამოკითხვა, თუ როგორი ცხოვრების წესით ისურვებდა ცხოვრებას, ეჭვგარეშეა, უმრავლესობა ამერიკული ცხოვრების მოდელს აირჩევდა. 

  რატომ იქცა ამერიკული ცხოვრების წესი მისაბაძად მთელს მსოფ-ლიოში? რატომ აღმოჩნდა სიმაღლის მწვერვალზე დისნეი? უმთავრესი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი ამისა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული ეკონომიკის სიძლიერე და გეოპოლიტიკური მდებარეობა გახდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტალინს სურდა მსოფლიო ბატონობა, ხოლო მსოფლიოში რეალურად გაბატონდა მიკი-მაუსი.

   World Disney Corporation - ის პრეზიდენტს მაიკლ აიზნერს ამის თა-ობაზე ამგვარი მოსაზრება გააჩნია: „ამერიკული გართობის საშუალებები მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალურ არჩევანს სთავაზობს ადამიანს. ეს ის არის, რაც ყოველი ადამიანის სურვილს დააკმაყოფილებს მთელს მსოფლიოში".

   დისნეი-კოლონიზების გლობალური კულტურის სრული გამარჯვე-ბა რთულისა და იოლის, მძიმისა და მსუბუქის, ნელის და სწრაფის ურთიერთდაპირისპირებამ განაპირობა. იმის გამო, რომ თანამედროვე ადამიანი მოდუნებასა და დაღლილობისაკენ არის მიდრეკილი, Disney, macdonald’s და MTV სწორედ იოლი, მსუბუქი და სწრაფი დაკმაყოფილების ფორმას სთავაზობს თავის კლიენტს. 

   მადონა, მაიკლ ჯექსონი და სხვა მრავალი როკ-ჯგუფის მომღერლე-ბი ახალი მსოფლიო წესრიგისაკენ მოუწოდებენ კაცობრიობას, რითაც თანამედროვე მსოფლიოს მონოტორული პანორამა იხატება.

  უკვე 90 მილიონი ადამიანია ჩართული ინტერნეტში, მათ ყოველ კვირაში ნახევარი მილიონი ადამიანი უერთდება. სამწუხაროდ, ეს ღრმად შთაგონებული კოსმოპოლიტები ვერ აანალიზებენ, რომ მათი „გლობალური კავშირები" ერთობ პროვინციულია და მხოლოდ ვიწრო გარემოცვით არის შეზღუდული.

  ჟურნალისტები, კომპიუტერების სპეციალისტები და მსახიობები უფრო ხშირად და ინტენსიურად მოგზაურობენ, ვიდრე პოლიტიკური მოღვაწეები.

   ამგვარი მოძრაობის ტენდენცია, სადაც ყველანი განუსაზღვრელი სი-სწრაფით უსასრულო ახალი ცივილიზაციისაკენ მიისწრაფვიან, დღეს მთელი მსოფლიოსათვის ერთნაირად დამახასიათებელი გახდა. როგორც ჩანს, მესამე ათასწლეულში მსოფლიოში იქნება ოცდაათამდე უზარმაზარი კოსმოპოლიტური ქალაქი, თავისი გარეუბნებით, სადაც 8-დან 25-მდე მილიონი ადამიანი იცხოვრებს.

   ჩვენს დროში გლობალიზაცია წარმოუდგენელი სისწრაფით მიიწევს წინ. ეკონომისტი ედვარდ ლუტვაკი ახალ ეპოქას ამგვარად ასახავს: „სოფლები და პროვინციები, რეგიონები და სახელმწიფოები ერთიან ეკონომიკურ ოკეანეში შეირწყა".

   მდიდრებსა და ღარიბებს შორის ეკონომიკური ზღვარის გაფართო-ების შედეგად, პირველები პოლიტიკურ გადარჩენას ხშირად განცალკევებულ ცხოვრებაში ხედავენ. ისეთი ქვეყნები, როგორებიც ბრაზილია და მექსიკაა, მსოფლიო მოდელად იქცა.

   ხშირად გაისმის ახალი ლოზუნგი: „თავს უშველეთ, ვისაც შეგიძ-ლიათ!" მაგრამ ვის ძალუძს საკუთარი ძალებით გადარჩენა? დრო შეიცვალა: დღეს უკვე კაცობრიობის ყოველდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს არა პროგრესი და კეთილდღეობა, არამედ ეკონომიკური კრიზისი, ბუნების კლიმატური პროცესების არეულობა და კულტურული დეგრადაცია აყალიბებს. (გაგრძელება იქნება...)


წიგნიდან: „ЗАПАДНАЯ ГЛОБАЛИЗАЦИЙ" 

Xareba.net-ის რედაქცია 


უკან დაბრუნება