მთავარი > პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > პასუხად რომაელ კათოლიკებს
პასუხად რომაელ კათოლიკებს23-10-2015, 00:01 |
ამ ბოლო პერიოდში საქართველოში გააქტიურდა კათოლიკური ეკ-ლესიის მოქმედება. ხშირად გვესმის მოწოდება რომაული კათოლიციზმის წარმომადგენელთა მხრიდან: „ვფიქრობთ, დადგა ჟამი ვიღვაწოთ არა გათიშვისათვის, არამედ ერთიანობისათვის... შევქმნათ გარემო ჭეშმარიტი, გულწრფელი დიალოგისათვის, არ გავწიოთ ცრუ პროპაგანდა" (გაზეთი „აჭარა", 21.07.2001). ამ მოწოდების წამკითხველი, არ შეიძლება კეთილად არ განეწყოს ამ ე.წ. „მშვიდობის" მაძიებელთა მიმართ, მაგრამ ფაქტები სამწუხაროდ სხვაზე მეტყველებს. გვინდა მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, როგორ წარმართავდნენ „დიალოგს" მართლმადიდებლობასთან პაპისტები ძველად და ამჟამად: ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაგან განდგომის დროიდან დღემდე რომაული კათოლიციზმი არ ასვენებს მართლმადიდებლობას. ჯვაროსნები კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ (1204 წ) საშ-ინლად აწამებდნენ მართლმადიდებლებს განურჩევლად ხარისხისა (სამღვდელო), სქესისა და ასაკისა; გადაწვეს ქალაქი, ეკლესია-მონასტრები, წმიდათა საფლავები, კონსტანტინეპოლიდან რომში იქნა გატაცებული ცხოველსმყოფელი ჯვარი და უფლის ეკლის გვირგვინი, ღვთისმშობლის პერანგი, თავი წმ. იოანე ნათლისმცემლისა, წმ. ანდრია პირველწოდებულის წმ. ნაწილები ასევე წმ. ნაწილები წმიდა მღვდელმთავართა გრიგოლ ღვთისმეტყველისა, იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდისა, წმ. მოციქულთა სწორის ელენე დედოფლისა და იოანე მოწყალისა. აია-სოფიას დიდებულ ტაძარში „კეთილშობილმა" რაინდებმა საკუთარი ხელით დაანაწევრეს და დაინაწილეს წმ. ტრაპეზი, რომელიც ოქროთი და ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი. ბიზანტიის იმპერიის ამ მთავარ სიწმინდეში ღრეობდნენ და გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდნენ რომის პაპის კურთხევით წარმოგზავნილი ქრისტეს საფლავის „განმათავისუფლებელნი". ლათინთა სამღვდელოება არამცთუ აჩერებდა ცოდვის ზღვასავით მოვარდნილ ამ საშინელებას, არამედ აქეზებდა კიდეც. 1278 წელს, ლათინები შეიჭრნენ ათონის მთაზე. ბერების სენაკები და ტაძრები დაანგრიეს, ხატები, საფლავები წაბილწეს. წმიდათა ნაწილები გაიტაცეს, ქართველთა დიდებული სავანის - ივერიის მონასტრის მხცოვანი ბერები წყალში ჩაახრჩვეს, ხოლო ახალ-გაზრდები წაიყვანეს იტალიაში და მონებად გაყიდეს. ვატოპედის მონასტერში მოხუცებულნი და სნეულნი დაწვეს, ხოლო ვინც გაქცევა სცადა, შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს. ზოგრაფის მონასტრის ბერები იქვე, ერთ-ერთ ციხეში, ცოცხლად გამოწვეს... ტრაგიკული აღმოჩნდა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ე.წ. ბრე-სტის უნია. 1596 წლიდან მოყოლებული, სამი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლები საშინლად იდევნებოდნენ, ისინი ძალით მოაქციეს უნიაში, ვინც წინ აღუდგებოდა ამ სასტიკ ტანჯვა-წამებას, ლათინ სამღვდელოთა ზედამხედველობითა და „კურთხევით" შემზარავი, მათთვის ჩვეული შუა საუკუნეების მეთოდებით უსწორდებოდნენ. დაწვა და ბორბალზე გაკვრა ჩვეულებრივი საშუალება გახლდათ მართლმადიდებლების ლათინთა „ჭეშმარიტ" სარწმუნოებაზე მოსაქცევად. კაცთმოძულეობით გამოირჩეოდა კათოლიკეთა ეპისკოპოსი, პოლო-ცკელი იოსაფატ კუნცევიჩი. ის დევნიდა მართლმადიდებლებს, აუქმებდა ან წვავდა მათ ტაძრებს. 1623 წ. 12 ნოემბერს ვიტებსკში კუნცევიჩმა გასცა განკარგულება, ამოეთხარათ გარდაცვლილ მართლმადიდებელთა სხეულები და ძაღლებისათვის მიეგდოთ. ერთ-ერთი ასეთი უმსგავსო ქმედების დროს გაწამებულმა მოსახ-ლეობამ მოკლა იგი, გაიგო რა რომის პაპმა თავისი ერთგული ადეპტის მკვლელობის შესახებ, მისწერა თავის მორჩილ სიზიგმუნდ III-ს: „შეჩვენებულ იყოს ყოველი, ვინც დაიშუროს მახვილი სისხლის აღებისათვის". დიდხანს არ დააყოვნა ლათინთა რისხვამ: 93 კაცი სიკვდილით და-საჯეს, აქედან 19-ს თავი მოჰკვეთეს, ხოლო 73 მართლმადიდებელი უცხო მხარეში გადაიხვეწა. კუნცევიჩი რომის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იგი რომში დაკრძალეს წმ. მოციქულ პეტრეს, იოანე ოქროპირისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის გვერდით. ეს უდავოდ, კიდევ ერთი შეურაცხყოფაა მსოფლიოს მართლმადიდებლობისა (ი. ვორობიოვი „გზა აპოკალიფსისაკენ"). მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა შექმნა ხორვატიის დამო-უკიდებელი სახელმწიფო, რომლის მმართველად დასვეს რომის პაპის აგენტი, კათოლიკე პაველიჩი. რომის ეკლესიის წარმომადგენელმა ხორვატიაში, არქიეპისკოპოსმა ალოიზე სტეფინეცმა სცნო უკანონოდ შექმნილი ხორვატიის სახელმწიფო და მისი მეთაური. ამგვარად გამოცხადდა რომის ეკლესიის მიერ აღიარებული ხორვატიის სახელმწიფო. ახალი მთავრობა დაუყოვნებლივ შეუდგა მარლმადიდებელთა ხოც-ვა-ჟლეტას. ამ დევნაში აქტიურად მონაწილეობდნენ რომის ეკლესიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები. ჩვენ შეგნებულად არ მოვიყვანთ ტანჯვა-წამების შემზარავ დეტალ-ებს, რომლებიც მართლმადიდებლობის მატიანეშია აღწერილი. მოკლედ მოგახსენებთ, რომ მოწყვეტილ იქნა თითქმის ერთი მილიონი მართლმადიდებელი სერბი. უზარმაზარი ტერიტორია სერბეთისა „განიწმინდა" კათოლიკებისათვის. ქალაქ გლინაში 1941 წლის 12 მაისს დახოცეს 1200 მართლმადიდებელი სერბი. მათ კვეთდნენ თავებს მართლმადიდებლი ეკლესიის საკურთხეველში, რის შემდეგაც გვამებთან ერთად ტაძრებსაც წვავდნენ. ეპისკოპოსებს, ბერებს, მღვდლებს ხოცავდნენ სასტიკი წამებით. მათ ტანზე ამოტვიფრული ჰქონდათ ნიშნები სატანური რიტუალისა. დაახლოებით 300 000 ადამიანი ძალდატანებით მონათლეს კათოლ-იკურად (ამ ფაქტების ამსახველი ფოტომასალებიც არსებობს); ასიათასობით მართლმადიდებელი განდევნეს, დარჩენილებს, რომლებიც მყარად იდგნენ მართლმადიდებლობაზე და არ მიიღეს კათოლიციზმი, მკლავით უნდა ეტარებინათ ნაჭერი, რომელზეც ეწერა „მ" (მართლმადიდებელი), ან საცხოვრებელი სახლის ფანჯარაზე უნდა გაეკრათ წარწერა „ბერძენ-აღმოსავლელი". ასეთი ადამიანები უუფლებო მონებივით იყვნენ, რომლებიც შეიძლებოდა მოეკლათ ან გაეძარცვათ და ამის გამო პასუხს არავის მოსთხოვდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა უსტაშების ანტისლა-ვური ორგანიზაცია, რომლის წევრები თავის თავს კლიროფაშისტებს უწოდებდნენ (კლირიკი ბერძნული სიტყვაა და ეკლესიის მსახურს ნიშნავს). თითქმის ყველა მართლმადიდებლური ეკლესია განად-გურდა, გადაიწვა ან გადაკეთდა კათოლიკურად. აი ასეთ საშინელებათა მოქმედი იყო ფაშისტებთან ერთად კათოლ-იკე სამღვდელოება. წარსულში მომხდარი ამ უბედურებების შეხსენებისაგან თავს შევიკავებდით, ამჟამად იგივე რომ არ გრძელდებოდეს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით გულდამძიმებული მკითხველი იკ-ითხავს: ეს იყო წარსულში, ამჟამად ხომ რომის პაპი მშვიდობის დესპანია მთელ დედამიწაზეო?! მკითხველს შევახსენებთ, რომ სწორედ ამჟამინდელმა რომის პაპმა, იოანე-პავლე II-მ, 1996 წელს ხორვატაიში საქვეყნოდ და სახალხოდ „წმინდანად შერაცხა" სწორედ ის სტეფანეცი (კუნცევიჩზე აღარაფერს ვამბობთ), რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი (მიუხედავად მართლმადიდებელ ეკლესიათა მოთხოვნისა, თავი შეეკავებინა ამ ქმედებისაგან). დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რომის ეკლესიის ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბალკანეთის ომის გაღვივებაში. აღარაფერს ვამბობთ ამჟამად მართლმადიდებელთა შევიწროვებაზე პოლონეთში, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. დაიწვა და განადგურდა 150-მდე მართლმადიდებლური ტაძარი, ხოლო რაც განადგურებას გადაურჩა, კათოლიკურად გადაკეთდა. სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ ვიღაც კათოლიკე ფანატმა (გვარად გრაბილკამ) შეგნებულად გადაწვა პოლონეთში მართლმადიდებ-ლური მონასტერი. ეს და ზემოთ მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ რომის ეკლესიის დაუღალავი მოწოდება დიალოგისა და მშვიდობისათვის არის ნიღაბს ამოფარებული სიყალბე და არა ძიება საღვთო მშვიდობისა. რომის ეკლესიის წარმომადგენლები პაპის საშუალებით მოგვიწო-დებენ: „კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესია - ორივენი ერთი ჭეშმარიტი რწმენის გამომხატველები არიან, ერთ წმიდა, კათლიკე და სამოციქულო ეკლესიისა. ორივენი აღიარებენ ერთი და იმავე სამების რწმენას. აღნიშნავენ ერთსა და იმავე საიდუმლოებებს, აღიარებენ ეკუმენური (მსოფლიო) კრებების ტრადიციას. სამწუხაროდ ორ ეკლესიას შორის დაირღვა ერთიანობა. მსურს, შეგახსენოთ რომ კათოლიკური ეკლესია ცდილობს, განკურნოს გათიშვით გამოწვეული იარები. აიცილოს საფრთხე, რომელიც აბრკოლებს ერთიანობას" (გაზეთი „აჭარა" იქვე). ესეც სიყალბეა! აი რას წერს კათოლიკური კატეხიზმო მართლმად-იდებლობაზე: „გახსოვდეს, მართლმადიდებელი არის ერეტიკოსი (სქიზმატი), ამიტომ არ იპირფერო ან ვინმე არწმუნო, რომ ის შენი ძმაა" (პოლონური კათოლიკური კატეხიზმო, 1866 წ.). რომის ეკლესიის ზოგიერთ „წმინდანისაგან" განსხვავებით მართლ-მადიდებლი წმინდანები არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ სიტყვით ამტკიცებდნენ ჭეშმარიტებას.
ბათუმ-სხალთის ეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი) მსოფლიო ეკლესიის მნათობნი Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |