მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №38 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №38 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)20-12-2015, 00:00 |
საერთო წესი ყველასათვის, ვინც ლოცვის ღვაწლს შესდგომია, ერთია: „გონების ჩაკეტვა ლოცვის სიტყვებში," ანუ ყურადღებით ლოცვა. რაც სულია სხეულისათვის, იგივეა ყურადღება ლოც-ვისათვის: ყურადღების გარეშე ლოცვა მკვდარია და არავითარი აზრი არა აქვს. ლოცვის სიტყვებში გონების ჩაკეტვაზე ზრუნვა იესოს ლოცვის დროსაც საჭიროა და დაუჯდომლებისა თუ სხვა ლოცვების კითხვის დროსაც. მათ, ვისაც ლოცვაში წარმატების მიღწევა სურს, წმ. მამები ურჩევენ რიგრიგობით იკითხონ ხან იესოს ლოცვა და ხან სხვა ლოცვები. ასეთი მრავალფეროვნება ლოცვის ღვაწლს აადვილებს და ხელს უწყობს წარმატებას. ახალბედებმა ცოტ-ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა ილოცონ, რათა ლოცვა არ მობეზრდეთ და გონება არ დაღალოთ, რაც ლოცვის მიტოვებას იწვევს. როცა მარტო ხარ, ერთხანს ხმამაღლა ილოცე, რათა საკუთარ თავს უსმინო - ეს ხელს უწყობს ყურადღების მოკრებას. ამ დროს გაჩენილ გულისსიტყვებს, რაც არ უნდა ცხადად გესმოდეს, ყურადღებას ნუ მიაქცევ. „სანთელ არს ფერხთა ჩემთა სჯული შენი" (ფსალმ. 118, 105), თქვა წინასწარმეტყველმა. თუ ლო-ცვისას სათანადო ყურადღების მოკრებას ვერ ახერხებ, ეგ ნუ შეგაშფოთებს. ღმერთი თავის დროზე მისცემს ყურადღებას მას, ვინც გულმოდგინე ლოცვითა და თავის იძულებით დაამტკიცებს, რომ ნამდვილად სწყურია ყურადღებით ლოცვა. ერთმა წმინდა მამამ თქვა: „მე ყველა ჩემი უძლურება ღმერთს ჩავაბარე და სრულიად მივენდე მის ნებას." შენც ასევე თქვი საკუთარ თავზე და დამშვიდდები. კურთხევა და წყალობა ღმრთისა იყოს შენზე. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული" უკან დაბრუნება |