მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


18-10-2015, 18:25
  გრიგოლის შეკითხვა: პავლე მოციქულის სიტყვაში: „ნუ იქმნებით თანამეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და უშჯულოებისაჲ?" (2 კორინთელთა მიმართ 6; 14), რას ნიშნავს „თანამეუღლე"? შემდეგ: „ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყვის უფალი, და არაწმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქვენ" (2 კორინთელთა მიმართ 6; 17). რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
   პასუხი: ამ სიტყვებით პავლე მოციქული გვიკრძალავს არამართლ-მადიდებელთან თანამეუღლეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანს ურწმუნო მეუღლე ჰყავს, მყისიერად გაშორდეს მას. ვინაიდან სახარების სხვა ადგილზე პავლე მოციქული ბრძანებს, რომ კეთილმორწმუნე ცოლი მოაქცევს ურწმუნო ქმარსო. მართლმა-დიდებელი ეკლესია კრძალავს არამართლმადიდებელთან ქორწი-ნებას, ვიდრე ის არ გახდება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.
   იმ პერიოდის კაცობრიობა ძლიერ მიდრეკილი იყო კერპთაყვანისმ-ცემლობისაკენ, ნაკერპავებს ჭამდნენ. უფალი მოციქულის პირით გვაფრთხილებს, მოვერიდოთ არაწმინდასთან საერთოდ შეხებას, რისთვისაც შეწყნარებას გვპირდება.


უკან დაბრუნება