მთავარი > კალენდარი, წმ. ზენონ იყალთოელი, მთავარი გვედის ფოტო > 29 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ზენონ იყალთოელისა (VI)
29 ოქტომბერი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ზენონ იყალთოელისა (VI)28-10-2021, 16:18 |
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკ-რესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც VI საუკ-უნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად, ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში და ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში. დასაფლა-ვებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება ზედაზნელის ცხოვრებაში.
„წმიდათა ცხოვრება" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |