მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №34 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №34 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)9-12-2015, 00:00 |
როდესაც ადამიანს განსაკუთრებით აწუხებენ უნებლიე გულისსი-ტყვები, ეს ამ კაცისადმი ღმრთის წყალობის ნიშანია. არაწმინდა სულებს შურთ მისი და ცდილობენ შფოთი დათესონ მის სულში. არ არის საჭირო ასეთი გულისსიტყვების ჩხრეკა და მათთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა - ამისგან შფოთი მხოლოდ მატულობს. მაინც ვერავითარ წესრიგს ვერ ჰპოვებთ იმაში, რაც თავისთავად უთავბოლოა. შფოთის მომტან ყოველ გულისსიტყვას ასე უნდა უპასუხოთ: „მე ჩემი თავი მთლიანად ღმერთს მივანდე." ლოცვის დროსაც ყოველდღე ღმერთს უნდა ვთხოვოთ, იყავნ წმიდა ნება შენიო, და შემდეგ მივენდოთ მას, ვისი ნების გარეშეც არაფერი შეგვემთხვევა. სიკვდილის, საშინელი სამსჯავროს, საუკუნო სატანჯველის ხსოვნა კარგი რამ არის, მაგრამ თუ ამ დროს უიმედობა, მოწყინება, სასოწარკვეთილება გვიპყრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ეშმაკის ხელი ურევია, ეს კი მხოლოდ ღმერთის რწმენით ინკურნება. წმ. წერილი ღმერთს სარწმუნოს უწოდებს, ადამიანს კი - ცრუს. ღმერთი სარწმუნოა და არაფრით არ წაართმევს ცხონებას კაცს, რომელსაც სწყურია იგი; არც უდროო და ნაადრევ სიკვდილს მოუვლენს მას, არამედ მისცემს მოსამზადებელ დროს. სარწმუნოებით გაძლიერდი და ღმრთის განგებას მიენდე. წყალობა და კურთხევა ღმრთისა იყოს შენზე. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „კრებული"
უკან დაბრუნება |