მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №33 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №33 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


7-12-2015, 00:00

 

   გწერთ იმიტომ, რომ ავადა ხართ. გამოცდილებით ვიცი მაგ მდგო-მარეობის სიმძიმე: ხორცს ძალა და უნარი ერთმევა, ამავე დროს კარგავს ერთსაც და მეორესაც სამშვინველი; ეს აშლილობა სულსაც გადაეცემა, რადგან სამშვინველი უმჭიდროესი და უხილავი ძაფებით არის დაკავშირებული სულთან, ასე რომ, სული და ხორცი შე-უძლებელია ერთმანეთზე გავლენას არ ახდენდნენ. გთავაზობთ ერთ სულიერ რეცეპტს და გირჩევთ, ეს წამალი დღეში რამდენჯერმე გამოიყენოთ, განსაკუთრებით ძლიერი სულიერი თუ ხორციელი სიმძიმის წუთებში. მაშინვე იგრძნობთ ამ წამლის ძალას, ერთი შეხედვით სრულიად უბრალო რომ ჩანს.

   განმარტოვდით და აუჩქარებლად, მხოლოდ თქვენთვის გასაგონად წარმოთქვით (და როგორც წმ. იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს, გონება ლოცვის სიტყვებში ჩაკეტეთ): „დიდება შენდა ღმერთო, მწუხარებისათვის, რომლის მოვლინებაც ჩემთვის ინებე. სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი, მომეგების, მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე დიდებითა შენითა." რადგან ამ საქმის არსი ღრმა ყურადღებაა, სხეული წყნარ მდგომარეობაში უნდა იყოს, რათა მოძრაობამ და მისგან გამოწვეულმა სისხლის დუღილმა გონებას ყურადღების მოკრებაში ხელი არ შეუშალოს. საუკეთესო მდგო-მარეობა სარეცელზე მწოლარე კაცისაა. სახარებაც გვიამბობს, რომ ავადმყოფი სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი წარუდგინეს უფალს და შეწყალებაც მიიღო მისგან. ყურადღების მოკრების გასაადვილებლად გვიბრძანეს აგრეთვე გონების ჩაკეტვა ლოცვის სიტყვებში და თვითონ ლოცვის სიტყვების ძალიან ნელა წარმოთქმა. ერთხელ რომ იტყვით ლოცვას, მერე ცოტა შეისვენეთ. ასე განაგრძეთ 5-10 წუთი, სანამ სულს სიმშვიდე და ნუგეში არ დაეუფლება. დაინახავთ: სამიოდე ასეთი ლოცვის შემდეგ სულში მშვიდობა შემოვა და აღხოცს შფოთსა და გაურკვევლობას, ასე რომ გტანჯავდათ. ღმრთის მადლი და მისი ძალა ღმრთის დიდებაშია და არა მჭევრმეტყველებასა თუ მრავლის-მეტყველებაში. დიდება და მადლობა ის საქმეებია, რომლებიც ღმერთმა გვამცნო და ეს სრულიადაც არ გახლავთ კაცის გამონაგონი. მოციქული ამას ღმერთის სახელით გვამცნებს (1 თეს. 5,18).

   საკუთარი ნებით დავემორჩილოთ ღმერთს, რამეთუ გვსურს ეს ჩვენ თუ არა, მის ხელში ვართ და მის ხელში ვიქნებით. თუმცა გარკვეული დროით კი გვეძლევა მოქმედების თავისუფლება, რათა ჩვენი კეთილი ნება გამოვიჩინოთ. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

წიგნიდან „კრებული"  

 



უკან დაბრუნება