მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სამყაროს ყალბი ნიღაბი - მღვდელმონაზონი თელოთე ათონის წმ. მთის გრიგორიუს მონასტერი

სამყაროს ყალბი ნიღაბი - მღვდელმონაზონი თელოთე ათონის წმ. მთის გრიგორიუს მონასტერი


28-10-2015, 00:03

 

   ბერი ქრისტეს მეშვეობით ცხოვრებას უხილავ ბრძოლაში ატარებს. ამასთანავე იგი არ ივიწყებს სოფელში დარჩენილ ძმებს და ზრუნავს მათთვის. ბერმა მიატოვა სოფლის ამაოება არა იმიტომ, რომ სძულს იგი, არა; იგი გრძნობს, რომ სოფლად სწორედ ამ გზით შეეწევა რეალურად თავის ძმებს. მისი სურვილია, წარმართოს ბრძოლა ისე, როგორც ეს სურს ღმერთს. ბერი ლოცულობს მათთვის, ვინც დარჩა სოფელში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მოშორებულია ღმერთს.

   ბერი იტანჯება - უწყის, რომ ეშმაკის მეშვეობით ჩვენმა საუკუნემ მრავალი მაღალი კედელი აღმართა, ღვთის ქალაქში, ეკლესიაში შესასვლელად ადამიანთა ხელშემშლელი.

   ეშმაკმა დეკორაცია გამოიყენა, ეშმაკურად და მშვენივრად შეინიღბა. გასართობი (ამ ავადსახსენებელი სუროგატებით ჭეშმარიტებისა) საშუალებებით, რათა უბადრუკი ადამიანები მხოლოდ ამქვეყ-ნიურითა და ამაოებით ყოფილიყვნენ დაკავებულნი. ეშმაკმა წარმოიდგინა, რომ აიძულებს ადამიანებს ღმერთის, სულისა და მარადიული ცხოვრების დავიწყებას. მზაკვრული სიყალბით შეეცადა იგი განეშორებინა ადამიანი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისათვის და მოხერხებულად დაერწმუნებინა სხვადასხვა კერპების თაყ-ვანისცემაში.

   ბერი იტანჯება ამა სოფლის მუხანათობის გამო, რომლის მაცდურ დინებას აყოლილი ადამიანებიც სულიერი სიკვდილით ამთავრებენ ცხოვრებას. სიამოვნებას დამონებამ და მეტისმეტმა მგრძნობელობამ კიდევ უფრო გააღვივა ეჭვი ყოველივე წმიდის მიმართ. უსაზღვროდ ეგოისტური ტკბობა, არანაირი ზეაღმატებული ინტერესები და მიზანი რომ არა აქვს, გახდა ადამიანთა ცხოვრების ყოველდღიური მიზანი. საყოველთაოდ გამეფდა თავისმოყვარეობა. ცხოვრების ძირითადი პრინციპი გახდა "homo homili - Iupus est" (ადამიანი ადამიანისთვის მგელია).

   უსაზღვრო და ეგოისტური ტკბობა, დაშვებული თუ დაუშვებელი, გრძნობის აღმძვრელი ვნებები, არანაირი სათნო და მაღალფარდოვანი ინტერესები ყოველდღიურობის უშუალო და ეფემერული მიზანია.

   წარმოვიდგინოთ კარგად განოყიერებული "ეკალბარდი" - მას ჰგვა-ნან ადამიანები, რომლებმაც საერთოდ დაივიწყეს სიკვდილი, სამსჯავრო და სამოთხის მოპოვების სურვილი. ბერი იტანჯება დიდი, მძიმე და გამოუთქმელი ცოდვების გამო, "რამეთუ საძაგელ არს სიტყუადცა" (ეფ. 5. 12). ცოდვები, რომლებიც ართმევენ სულს ღირსებას, საპატიო ადგილსა და ღმერთთან ურთიერთობის სიწმინდეს, უბიძგებენ მას ჯოჯოხეთის უფსკრულისკენ, უწმინდური სულების სამყაროში. ბერი იტანჯება მოყვასისადმი ადამიანთა გულგრილი დამოკიდებულების გამო, რომ აღარ არის სულიერი ურთიერთობა, რომ ურთიერთობებში გაქრა ყოველივე წმინდა.

   ბერი იტანჯება, რადგანაც:

   - სიმართლე საბოლოოდ დაიკარგა;

   - მეგობრული ურთიერთობა შეიცვალა კომერციულით;

   - ქორწინების საიდუმლოს აშკარად დასცინიან;

   - ოჯახი გადაშენების პირასაა მისული.

   ბერი წუხს, რადგან ადამიანი ყოველმხრივ განეშორა ღმერთს, გახდა სულიერად გაუნათლებელი:

   - არ იცნობს საკუთარ თავს;

   - არ ესმის ცხოვრების არსი და მისი საიდუმლოება;

   - არ იცნობს ღმერთს, მის შემოქმედს.

   ბერი დარდობს, რომ ამა სოფლის ადამიანები მოკლებულნი არიან ნუგეშს განსაცდელის ჟამს. ის წუხს, რომ ცხოვრების კრიტიკულ წუთებსა და რთულ პერიოდებში აღარ არის მხარდაჭერა იმიტომ, რომ არ სწამთ ღმერთის, ვით მანუგეშებლის.

   რთული გასაგები არ არის, რომ ღმერთი უგზავნის ადამიანებს მწუ-ხარებას, ვით დაკარგული სულების მობრუნების უკანასკნელ საშუალებას. ბერი ასევე წუხს ამა სოფლის იმ "სიხარულის" გამო, სინამდვილეში ადამიანის გონებას რომ აზიანებს, ადუნებს და ხრწნის სულს ნაცვლად იმისა, რომ სიმშვიდე მისცეს და შეეწიოს ცხოვრებაში.

   ბერი იტანჯება იმ ფუჭად მოაზროვნე ინტელექტუალთა გამო, რომ-ლებიც სკეპტიკურად განმარტავენ ადამიანის ყოფას დედამიწაზე და საბოლოოდ იჭრიან ზეცისკენ მიმავალ გზას.

   იგი იტანჯება პოლიტიკოსებისა და მათი საქმიანობის გამო, სადაც აშკარად ინიღბება ტყუილი და უსინდისობა, სადაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საეჭვო ზნეობრივი და სულიერი რეპუტაციის ადამიანებს მიიჩნევენ და აღიარებენ "ერის გადამრჩენებად, მხსნელებად".

   ბერი განიცდის, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ღვთის ნების შესრულება. მისი ეგოისტური პოლიტიკა და სურვილები აშკარად მიმართულია ღვთის წინააღმდეგ.

   ბერი დიდად წუხს განათლების სისტემის გამო, რომელიც ღვთის გარეშეა აგებული, ამიტომ უაზროა და უმომავლო. არის სკოლები, სადაც სწრაფად იზრდება ათეისტთა რიცხვი. პედაგოგები პირადი ცუდი მაგალითით უბიძგებენ ყმაწვილებს უდარდელი ცხოვრების წესისაკენ, ადამიანთა გაჭირვების მიმართ გულგრილობისაკენ. მრავალ, დღეს არსებულ მსგავს სკოლას, წმინდა კოსმა ეტალიელი დახურავდა.

   ბერი იტანჯება კანონით ნებადართული თუ უნებართვო ინფორ-მაციის გამო, ყოველივეს რომ მართავს. ის წუხს სიახლეების, რეკლამების და მრავალი სხვა გადაცემის გამო. რასაც ე.წ. "mass media" ეწოდება. ყოველივე ამას თავისი წვლილი შეაქვს არაკეთილ-გონივრულ, უაზრო და უინტერესო ადამიანი-ბრბოს ცხოვრების ჩამოყალიბებაში. საინფორმაციო საშუალებები მხოლოდ იმას ემსახურებიან, რომ აღძრან ინტერესი და ცნობისმოყვარეობა სკანდალურისა და ყოველივე ამაოებისმიერის, ექსცენტრულისა და მგრძნობელობითის მიმართ.

   ბერი იტანჯება ამაო სიტყვებისა და სულის გამხრწნელი სანახა-ობების გამო, რაც ანადგურებს ადამიანის სულს და პასიურ მომხმარებელ-მაყურებლად აქცევს მას. ადამიანებს აღარ გააჩნიათ ჯანსაღი რეაქცია და უნარი, რომ სულის საზიანო სანახაობა კრიტიკულად შეაფასონ და უგულებელყონ.

   იტანჯება ბერი ამა სოფლის მმართველთა მიერ საიდუმლო იარაღის გამოყენების გამო, რომელსაც თავიანთი ეშმაკური გეგმისამებრ იყენებენ. ამ ადამიანების ხელთაა მსოფლიო ქსელები და ვით მარიონეტ, მორჩილ, დამყოლ არსებებს, ისე მართავენ, რითაც საბოლოოდ ანადგურებენ ყოველივე სათნოს, რაც დარჩა (თუ კიდევ დარჩა), ძირითადად ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრებაში.

   ბერი ასევე წუხს, რომ აღარ არიან სულიერად მომწიფებული, მოყ-ვასის შემწეობით დაჯილდოებული ადამიანები, რომელთაც, ვით თავიანთი დროის წინასწარმეტყველთ, ძალუძთ წინასწარ განჭვრიტონ და მართალი გზით სასუფეველისაკენ წარმართონ მათი ცხოვრება.

   ბერი, აგრეთვე, იტანჯება იმის გამო, რომ ამ ყალბ სამყაროში ბავ-შვები სიცრუეში იზრდებიან და ყოველდღიურად იბინძურებენ ჯერ კიდევ სუფთა სულს. ის წუხს იმის გამო, რომ ამ ბავშვებს ათასგვარი, სულიერად მოწამლული რეალობით კვებავენ და შედეგად, ამ ცივილიზაციის "ღირსეულ" შვილებად აყალიბებენ.

   ბერი იტანჯება სავალალო მდგომარეობის გამო თავისი ქვეყნისა, თავისი წმინდა და სახელოვანი ერისა. ქვეყანა, რომელმაც მრავალ ერს მიჰმადლა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცივილიზაციის შუქი და განადიდა ისინი, დღეს მისი ერი თავად კარგავს თავის ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ცივილიზაციას და პირიქით - დასავლეთისა და აღმოსავლეთისაგან ითხოვს დახმარებას, დიდი სურვილითა და გაუმაძღრობით ითვისებს გახრწნილი დასავლური ცხოვრების წესის ბინძურ ნარჩენებს. ის ამაყად აიმპორტირებს ყოველივეს, რამაც მოიტანა ათეიზმი და მატერიალიზმი, რაც ადამიანურობისა და კეთილკრძალული ცხოვრების კვალს შლის ადამიანში.

   ბერი განიცდის ამა სოფლის რთულ და არაადამიანურ ცხოვრებას, რაც ღვთისგან განდგომის შედეგია.

   იგი განიცდის ეკოლოგიურ სიბინძურეს; სტრესული და არაბუნებ-რივი ცხოვრების პირობებს დიდ ქალაქებში, სახიფათოდ მომრა-ვლებულ უკანონობას, თვითმკვლელობებს, ნარკოტიკების გავრცელე-ბას, ტერორიზმს, ანარქიას, ომებს; ბაბილონურ ურთიერთ-გაუგებრობას, ყველა სახის უწესრიგობას და მრავალს, რაც ეპიდემიის მსგავსად ვრცელდება და სულიერი დეგრადირების დამადასტუ-რებელია.

   ცხადია, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სამყარო უნუგეშოდ აუტანელი, დამახინჯებული, აზრს მოკლებული და საძაგელი იქნებოდა, რომ არა მებრძოლი ქრისტიანები და წმინდანები - ისინი ღვთის ხალხია. მათ ნეტარ სულებში მკვიდრობს მადლი სულიწმიდისა. სულიწმიდა ალამაზებს მათ ცხოვრებას და უკეთესობისაკენ წარმართავს ყოვე-ლივეს მათ ირგვლივ: ბუნებას, ქალაქებს, ადამიანების ურთიერთობას და თავად ადამიანების ცხოვრებას.

   და ბოლოს, ბერი ძლიერ იტანჯება, რადგან ამქვეყნად დაკანონებ-ულია უკანონობა, ცოდვა. კანონმდებლობაში შეაქვთ აშკარად ღვთის საწინააღმდეგო დებულებანი. ასეთი კანონები დაწესდა იმიტომ, რომ ადამიანი "თავისუფლად" გრძნობდეს თავს, არ ეშინოდეს ღვთის მცნებების დარღვევისა.

   დღეს ყველაფერი კეთდება, რათა შეიქმნას მცდარი სურათი ადამი-ანის ცხოვრებისა დედამიწაზე. ამიტომაც ზეცისკენ ლტოლვის სურვილი გაქრა. მაცდურნი ამა სოფლისანი თავიანთ მეძავ ცხოვრებას აფორმებენ ცრუ იდეოლოგიებისა და ფუჭი კულტურის პრო-პაგანდით, რასაც ისინი ახერხებენ მეცნიერების ხელშეწყობით, დისერტაციებისა და სხვადასხვა სტატიების გავრცელებით. "ვაი, იმათ, ვინც ბოროტებას უწოდებს სიკეთეს, სიკეთეს კი - ბოროტებას" (ეს. 5. 20).

   ყველაზე აუტანელი ტკივილი კი ბერისათვის ის არის, რომ ფართო მასები არ იცნობენ უძვირფასესი რწმენის სამყაროს. მათ არ იციან, რას კარგავენ ქრისტეს ეკლესიის გარეშე.

   ამიტომ ეს ტკივილი აიძულებს თავმდაბალ ბერს შეჰღაღადოს:

   ძმანო, შევინანოთ!

   დავუბრუნდეთ ქრისტეს!

   ჩვენს სინანულში არის გასაღები ყველა დახურული კარისა!

   ვიბრძოლოთ ჭეშმარიტებისათვის!

   დავუბრუნდეთ ჭეშმარიტ სიხარულს!

   ვეძიოთ ქრისტე, მივიღოთ იგი ჩვენს ცხოვრებაში და გავყვეთ მას!

 

მღვდელმონაზონი თელოთე ათონის წმ. მთის გრიგორიუს მონასტერი 

Xareba.net - ის რედაქცია 

 



უკან დაბრუნება