მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > როგორ გამოხატავს ეკლესია უცდომელობას? - არქ. კირილე კოსტოპულოსი

როგორ გამოხატავს ეკლესია უცდომელობას? - არქ. კირილე კოსტოპულოსი


26-10-2015, 00:01

 

   ა) დოგმატების მეშვეობით.

   ეკლესია, ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, თავის უცდომელობას დოგ-მატური სწავლების მეშვეობით გამოხატავს. ამ სწავლებას საფუძვლად წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა უდევს და მთელი ეკლესიის კრებითი აზრი მასშია ჩაქსოვილი. დოგმატები (ოროსები) გამოხატავენ მაცხოვრის, მისი მოწაფეებისა და მოციქულების მიერ განცხადებულ ჭეშმარიტებას. საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ: "ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღვრებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალიმს შინა." (საქმე 16. 4).

   ჩვენი სარწმუნოების კანონ-განსაზღვრებები დოგმატების მეშვეობით გამოიხატება, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება. ტრულის კრების I კანონი ამბობს: "ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილ-მსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს".1 დოგმატები არ არის ზოგადი სწავლება, არამედ უდავო და უცდომელი ეკლესიის ჭეშმარიტებაა, რომელიც გამოიხატება მისი (დოგმატების) მეშვეობით. ამრიგად, ჩვენ არ გვაქვს უფლება დოგმატები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ან მნიშვნელოვან და უმნიშვნელო კატეგორიებად დავყოთ. თუ ჩვენ მსგავსი რამის გაკეთებას შეუდგებით, მალე მივალთ თვით საღვთო გამოცხადების ჭეშმარიტების უარყოფამდე, მაშასადამე, ერესამდე.

   ჩვენი წმიდა ეკლესიის ყველა დოგმატი უნდა იყოს აღიარებული მორწმუნეთა მიერ. დოგმატური სწავლება გახლავთ ის, რასაც ასწავლიდნენ მორწმუნე ერს უფლის წმინდა მოციქულები და რისიც ირწმუნა წმიდა ეკლესიამ და დღესაც სწამს.

  წმინდა ირინეოს ლიონელი ამბობს ამის შესახებ: "დოგმატები - განცხადებაა ყოველივე იმისა, რაც უფლის მიერ გადმოგვეცა წმ. წერილში". ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ რაიმე მივუმატოთ ან გამოვაკლოთ ეკლესიის დოგმატურ განსაზღვრებებს. პავლე მოციქული მკაცრი ტონით მოძღვრავდა გალატელებს: "დაღათუ ჩვენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეთ თქუენ გარეშე მისსა, რომელი - იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალ. 1. 8).

   ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მართლ-მადიდებელი კათოლიკე (მსოფლიო) ეკლესია ღვთაებრივ გამოცხა-დებას დოგმატების მეშვეობით გამოხატავს.

   ამიტომ, როდესაც ჩნდება რომელიმე ერესი, ეკლესია მას უპირი-სპირებს თავის დოგმატურ განსაზღვრებებს, რომლებიც თავდაპი-რველი სახელწოდების თანახმად ოროსებად (ბერძ. ტერმ.), ანუ საზღვრებად იწოდება. და ეს გასაგებია, ვინაიდან მან (ეკლესიამ) უნდა დაიცვას ჭეშმარიტების საზღვარი.

   ამრიგად, დოგმატი - ეკლესიური ჭეშმარიტების განმსაზღვრელია, აგრეთვე ჭეშმარიტების სამყაროსთან შეხების სივრცეა, ადგილია.


   ბ) კრებების მეშვეობით.

   დოგმატური სწავლების გარდა წმინდა ეკლესია თავის უცდომელო-ბას მსოფლიო კრებების მეშვეობით გამოხატავს. ისინი განსაზღვრავენ და გადმოგვცემენ ეკლესიის უცდომელ სწავლებას. მხოლოდ მსოფლიო კრება, სულიწმიდის მადლის ხელმძღვანელობით, ფლობს უცდომელობას, რომელიც დოგმატებისა და წმინდა კანონთა შედგენაში გამოიხატება.

   მსოფლიო კრებების გარდა უცდომელია ადგილობრივი კრებები და ასევე ეკლესიის ცალკეული მამების მიერ შედგენილი კანონები, რომლებსაც მსოფლიო ავტორიტეტი მიენიჭათ და მოხსენებულია VI მსოფლიო კრების მე-2 კანონში.

   წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყველა დოგმატურ და ადმინისტრაციულ პრობლემას კრების მოწვევით წყვეტს. ასე ხდებოდა ეკლესიის დაარსების დღიდან. რა თქმა უნდა, დღეს კრებები განსხვავებულ პირობებში, ეპოქასა და საზოგადოებრივ ინფრა-სტრუქტურაში მოქმედებენ, მაგრამ ეკლესიის საიდუმლო რეალობა უცვლელი რჩება. ეკლესიის წყობა იყო და არის კრებითი. ეკლესიაში არც ერთი ეპისკოპოსი არ აყენებს თავს მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა.

   ამიტომ ვამბობთ მართლმადიდებლები, რომ მსოფლიო კრება ეკლე-სიის უცდომელობის გამომხატველია. ის ზუსტად განსაზღვრავს წმინდა წერილისა და ეკლესიის სწავლებას. მსოფლიო კრების გადაწყვეტილება ღვთის ხმადაა მიჩნეული. წმინდა ათანასე დიდი აფრიკელი ეპისკოპოსებისადმი მიმართულ ეპისტოლეში ამბობს: "ღვთის მოწმობა, განსაზღვრული მსოფლიო კრებების მიერ ნიკეაში, უკუნისამდე ჰგიეს".

   როდესაც ვამბობთ, რომ მსოფლიო კრება არის წმინდა წერილისა და ეკლესიის სწავლების განმსაზღვრელი, მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს სწავლება წმინდა მამათა ერთსულოვან (Consensus Patrum) გადაწყვეტილებაზეა დამყარებული. ასე რომ, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები ეკლესიის უცდომელობის გამომხა-ტველია მაშინ, როდესაც კრების გადაწყვეტილება ეკლესიის სისავსის სწავლებას (Consensus Ecclesiae) წარმოადგენს. აქ დროულია მაც-ხოვრის სიტყვების მოშველიება: "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათ. 18. 20). წმინდა კირილე ალექსანდრიელი პირველი ორი მსოფლიო კრების შესახებ წერს: "მამები არა თავისით მეტყველებენ, არამედ თვით სული ღვთისა და მამისა მეტყველებდა მათი მეშვეობით". ასეთი იყო მსოფლიო კრებების მონაწილე წმიდა მამათა აზროვნება. მათ მყარად სწამდათ მოციქულთა კრების სიტყვებისა - "ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა და ჩვენცა". წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი, თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, პირველი მსოფლიო კრების მამების შესახებ წერს: "მამებმა ყოველივე ურთიერთშეთანხმებით განსაზღ-ვრეს, სულიწმიდის შთაგონებით". ვისაც ეეჭვება, რომ წმიდა მამები მსოფლიო კრებებზე სულიწმიდის შთაგონებით იღებდნენ გადაწ-ყვეტილებებს, მკრეხელობენ სულიწმიდის წინააღმდეგ.

   დავასკვნით, რომ მსოფლიო კრება შედგება ეპისკოპოსებისაგან, რო-მლებიც მოციქულთა მემკვიდრენი არიან. ისინი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სულიწმიდის შთაგონებით, მსოფლიო კრებეზე გამოხატავენ ეკლესიის უცდომელ სწავლებას. არავის აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ეს ჭეშმარიტება. ასეთი ადამიანი ერესში ვარდება.

   მსოფლიო კრება ყოვლადწმიდა სულის იარაღია. ის - უდავო ჭეშ-მარიტებაა, ჭეშმარიტება, რომელიც ცხონებასა და თავისუფლებას გვანიჭებს.



არქ. კირილე კოსტოპულოსი 

Xareba.net - ის რედაქცია 





1დიდი სჯულის კანონი, V-VI მსოფლიო კრება.


 



უკან დაბრუნება