მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №30 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №30 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


28-11-2015, 00:01

წერილი №30 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

 

   „რომელი უყვარს უფალსა, სწავლის, და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის" (ებრ. 12,6),და ვისაც საუკუნო ნეტარებას უმზადებს, იმას მწუხარებებსა და განსაცდელებსაც მოუვლენს.

  ამიტომ ის, ვისაც სნეულება ეძლევა, სულმუდამ ღმერთს უნდა მადლობდეს და დიდებისმეტყველებდეს. მადლიერი სული მოთ-მინებასა და მშვიდობას ინარჩუნებს, ამ გზით კი აორკეცებს თავის სასყიდელს ზეცაში.

   ღმერთს ასე უნდა ვმადლობდეთ: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყველაფრისათვის, რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის ცოდ-ვათაგან განსაწმენდად. იყავნ ნება შენი."

   დიდებისმეტყველება კი ასე უნდა აღვუვლინოთ: „უფალო, დიდება შენდა ყველაფრისათვის, რაც ჩემს თავს ხდება! იყავნ წმინდა ნება შენი."

   გირჩევთ, დღის მანძილზე რაც შეიძლება ხშირად იმეოროთ მადლ-ობა და დიდებისმეტყველება. მათი მეშვეობით თქვენს სულში ნელ-ნელა მშვიდობა და ნუგეშინისცემა დაიმკვიდრებს, რომლებიც ამიერიდან საუკუნო ნეტარების საწინდრად გექცევიან; ამაო საქმეებს კი მოეშვით.

   მიიღეთ ეს ჩემი რჩევა თქვენი გულის სანუგეშებლად და საცხონე-ბლად. დაე, თქვენი სულიერი ღვაწლი სათნო-ეყოს ღმერთს, როგორც სურნელოვანი საკმეველი ანდა განსაკუთრებული მსხვერპლი. (გაგ-რძელება იქნება...)

 

 

 

 

წიგნიდან ”კრებული”  



უკან დაბრუნება