მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №25 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №25 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


4-11-2015, 00:00

 

 

   მივიღე შენი წერილი. მოწყალე უფალი იყოს შენთანა. იგი უშვებს ჩვენზე მწუხარებებცოდვებისაგან განსაწმენდად, იგივე მოგვივლენს ნუგეშინისცემას, რათა ტვირთის სიმძიმემ წელში არ გაგვწყვიტოს.

   უზომო მწუხარებას ცოდვების გამო, რომელიც კაცს სასოწარკვეთი-ლებაში აგდებს, წმ. მამათა სწავლება უარყოფს. ეს მწუხარება ღმრთის მოწყალების იმედით უნდა განვაზავოთ, ერთდროულად უნდა ვწუხდეთ და იმედიც გვქონდეს: ვწუხდეთ - რადგან ჩვენი ცოდვებით ღმერთს განვარისხებთ, განვეშორებით მას; და იმედი გვქონდეს - რადგანაც გვყავს ყოვლადძლიერი მკურნალი ჩვენი ცოდვებისა, უფალი იესო ქრისტე, რომელმაც სისხლი დასთხია ჩვენთვის.

   წმ. მამების სწავლებით, როდესაც ურწმუნოების, ეჭვებისა და სხვა ამგვარი გულისსიტყვები მოგვეძალება, კი არ უნდა შევშფოთდეთ, არამედ უნდა ვიცოდეთ: ეს გულისიტყვები ჩვენი სულის კუთვნილნი არ არიან, ისინი ჩვენი მტრის - ეშმაკისაგან მოდიან. არ უნდა შევშფოთდეთ, არ უნდა მივიღოთ და არ უნდა ჩავრჩეთ მათში.

   ავადმყოფისათვის სასარგებლოა ხშირი, მაგრამ მოკლე ლოცვა. კარგი იქნება დღეში რამდენჯერმე ცოტ-ცოტა ხანს რომ ილოცოთ. ძალიან კარგია ლოცვები: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" და „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." ისინი აუჩქარებლად უნდა წარმოთქვათ, გონება კი ლოცვის სიტყვებში ჩაკეტოთ, როგორც ამას წმ. იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს. მოწყალე უფალი შეგეწიოთ და გაკურთხოთ შენც და შენი ასულიც! (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

წიგნიდან „კრებული"  


უკან დაბრუნება