მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, პაპიზმი, უნია, მთავარი გვედის ფოტო > ფილოკათოლიკები აცხადებენ - „პაპიზმი არც ერესია და არც სქიზმა“ - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი I)
ფილოკათოლიკები აცხადებენ - „პაპიზმი არც ერესია და არც სქიზმა“ - პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი (ნაწილი I)10-01-2020, 15:58 |
1. რამდენად არსობრივი განსხვავებაა ჩვენ შორის, რა გვყოფს ჩვენ?
სილიბისტრო სიროპულოს „მოგონებებში"* - მეტად ავტორიტეტულ და უტყუარ მოწმობაში ფერარო-ფლორენციის „გამაერთიანებელი" კრების (1438-1439 წწ.) მოვლენების შესახებ, დაცულია ერთი ეპიზოდის აღწერილობა, რომლის მონაწილენი იყვნენ ფილოკათოლიკების წარმომადგენლები და წმინდა მარკოზ ეფესელი. განვიხილავთ რა ამ მოვლენას ჩვენი დროის ჭრილშუქში, დროისა, რომელიც პაპისტებისადმი ხელგაშლილი ამბორებითა და საღვთისმეტყველო დათმობებით გამოირჩევა - შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თანამედროვე ფილოპაპისტები განდგომილებისა და სარწმუნოების ღალატის თვალსაზრისით გაცილებით შორს წავიდნენ, ვიდრე მათი წინამორბედნი - ბესარიონ ნიკიელი, ისიდორე კიეველი თუ სხვანი. კრების მსვლელობიდან მართლმადიდებელ წარმომადგენლებს შორის ძლიერი პროლათინური პარტია ჩამოყალიბდა, რომლებმაც თვით იმპერატორი დაარწმუნა უნიის შესახებ კრების დადგენილებაზე მოეწერა ხელი. ერთადერთი პიროვნება, ვინც გამოავლინა ურყევი სიმტკიცე და არანაირ დათმობაზე არ წავიდა, იყო წმინდა მარკოზ ევგენიკი, ეფესოს მიტროპოლიტი. ის მოთხოვდა, რომ ლათინებს თავდაპირველად ეღიარებინათ თავისი ერეტიკული ცდომილებები და ოდესმე აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის ეღიარებინათ ერთიანი ჭეშმარიტი სწავლება, რომელიც წმინდა წერილსა და მამებისეულ გარდამოცემაზე იყო დაფუძვნებული. მხოლოდ ამის შემდეგ, მისი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა გაერთიანების აქტის ხელმოწერა, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა მშვიდობაც და ერთობაც მყარი და ჭეშმარიტი და არა ფორმალური და იმედგაცრუებული. სხვაგვარად როგორ შეიძლება ჭეშმარიტებისა და სიცრუის, მართლმადიდებლობისა და ერესის შეერთება? სიროპოლო წერს, რომ მართლმადიდებლები, კათოლიკებისადმი სიმპატიით განწყობილნი, თვალებს ხუჭავდნენ დოგმატურ განსხვავებებზე, ყოველივეს ქვაკუთხედად „მშვიდობასა და თანხმობას" მიიჩნევდნენ, როგორც ამას თანამედროვე ეკუმენისტები ახორციელებენ. მათ შეცდომაში შეჰყავთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გაუცნობიერებელი ერი, ხმამაღლა გაჰკიჟინებენ სიყვარულის აუცილებლობაზე, თითქოს ისინი ქრისტეზე, მოციქულებსა და წმინდანებზე მეტად მოსიყვარულე და კაცთმოყვარენი იყვნენ, რომლებმაც მკაცრად ამხილეს ცდომილება და ერესი, ცრუწინასწარმეტყველნი და ცრუმასწავლებელნი. კათოლიკებთან ფარული შეთანხმების შემდეგ, მათ გაერთიანების ხელშეკრულება მოამზადეს. მართლმადიდებელი დელეგაციის სრული შემადგენლობა არ ჩააყენეს საქმის კურსში, რათა მათი მხრიდან წინააღმდეგობა აეცილებინათ. ირაკლის მიტროპოლიტმა ისურვა ბესარიონისა და მისი თანამოაზრეების მიერ უნიის შესახებ შემუშავებული დოკუმენტის ხილვა, რათა უკეთ გაცნობოდა შინაარსს. მისი სიტყვით, რთულია მასზე (უნიაზე) დასკვნის გაკეთება, მხოლოდ მოისმინა, მკაცრი და სარკაზმით აღსავსე შენიშვნა წარმოთქვა, რომ უნდა სცხვენოდეთ მათ, ვინც წაკითხულის გონებაში შეუკავებლობას აცხადებენ. ამგვარი სიჩქარით, მზაკვრობითა და გონებასიმჩატით განიხილებოდა უნიის შეთანხმების სარწმუნოებრივ-შემეცნებითი ხასიათის საკითხების შესწავლა და განხილვა. ფილოკათოლიკებიც აცხადებენ, რომ არსებული განსხვავება ლათინებსა და ჩვენ შორის, არ არის არსობრივი. ხოლო თუ მართლმადიდებლები ისურვებენ გაერთიანებას, ამ განსხვავებებს იოლად გადალახავენ. წმინდა მარკოზს, რომელიც შეხედულებათა სხვაობას უმნიშვნელოვანეს ყურადღებას ანიჭებდა, უთხრეს, რომ ლათინები არ არიან ერეტიკოსები, რომ მას უფლება არა აქვს მათ ასე უწოდოს, იმიტომ რომ მანამდე წმინდა მამათაგან არავინ მოიხსენებს ლათინებს ერეტიკოსებად. „არა, - უპასუხა წმინდანმა, - ეს ერესია, სწორედ ასეთ შეფასებას ანიჭებდნენ ლათინებს ერესში მხილება, ვინაიდან იმედს იტოვებდნენ რომ დაბრუნდებოდნენ და სურდათ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. მამები ლათინებს რომ ერეტიკოსებად მიიჩნევდნენ, თუ გნებავთ, წერილობით მოწმობას წარმოგიდგენთ". (გაგრძელება...)
*დიაკონი სილიბისტრო სიროპულო - კონსტანტინოპოლის ეკლესიის უდიდესი ეკლესიარქი და დიკეოფილაქსი, მონაწილე და ავტორი ფერარო-ფლორენციის კრების მემუარებისა.
პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი Xareba.net -ის რედაქცია
უკან დაბრუნება |