მთავარი > სექტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > "იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი VI)

"იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი VI)


27-10-2015, 00:05

 

 

   ნათან ნორი 1977 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა. ხოლო 23 ივნისს პენსილვანიისა და ნიუ-იორკის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების ორგანიზაციის" ერთობლივ კრებაზე ორივე კორ-პორაციის პრეზიდენტად ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ უილიამ ფრანცი აირჩიეს (14, 46; 10, 14). იგი 1893 წლის 12 სექტემბერს დაიბადა აშშ-ს შტატ კენტუკის ქ. კოვინგტონში. როგორც ჩანს, მისი მშობლები პრესვიტერიანელები იყვნენ, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ ფრანცი ქ. ცინცინატის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც პრესვიტერიანული ეკლესიის მოძღვრებას სწავლობდა. რასელის სწავლების შესახებ ფრედერიკმა თავისი უფროსი ძმისაგან გაიგო, რომლის გავლენით მიატოვა პრესვიტერიანული საზოგადოება და "ბიბლიის მკვლევრებთან" დაიწყო თანამშრომლობა. 1913 წლის 13 ნოემბერს ის მოინათლა, ხოლო მომდევნო წელს მიატოვა უნივერსიტეტი და ლიტერატურის გამავრცელებელთა რიგებში (პიონერებში) შევიდა. 1920 წლის პირველ ივნისს ძმა ფრანცი ბრუკლინში გახდა ვეფილების ოჯახის წევრი. მალე ის ლიტერატურის გავრცელების ზედამხედველად დანიშნეს, ხოლო 1926 წელს სარედაქციო განყოფილებაში გადაიყვანეს... 1945 წელს ძმა ფრანცი გახდა "საგუშაგო კოშკის საზოგადოებისა" და მასთან გაერთიანებული კორპორაციების პრეზიდენტი (სკ, 15. 03. 1993, გვ. 31-32). როგორც ვიცით, ის ახალი მსოფლიოს თარგმანების კომიტეტს ხელმძღ-ვანელობდა და 1975 წელს არმაგედონის დაწყების პროპაგანდისტული კამპანიის ინიციატორი იყო. წინასწარმეტყველება მცდარი აღმოჩნდა, მაგრამ პროპაგანდისტულმა კამპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" რაოდენობა და მატერიალური რესურსები. საზოგადოების ახალ პრეზიდენტს თავდაპირველად თავიდან უნდა მოეცილებინა 1975 წელს სამყაროს დასასრულის მითის შექმნასა და პროპაგანდაში მისი აქტიურობის მოწმეები და დაემტკიცებინა, რომ ამ საქმეში ის არაფერ შუაში იყო.

   1980 წლის 15 მარტს "საგუშაგო კოშკმა" ახსნა-განმარტება გამოაქ-ვეყნა, რომელიც ეხებოდა წიგნს - "მარადიული ცხოვრება ღვთის შვილების თავისუფლებაში". ჟურნალში ნათქვამია: "წიგნის - "მარადიული ცხოვრება ღვთის შვილების თავისუფლებაში" და მისი კომენტარების გამოჩენით... დიდმა იმედებმა გაიღვიძა, რომელიც 1975 წელს ეხებოდა. ეს მტკიცებები მხოლოდ შესაძლებელი იყო. საუბედუროდ... არ მიიღეს, არ გაითვალისწინეს სხვა გამაფრთ-ხილებელი ინფორმაცია, რომელიც გულისხმობდა, რომ იმ წლის იმედების ასეთი გაგება, უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე შესაძლებელი" (14, 48).

   1980 წლის აპრილიდან ფ. ფრანცმა ჩაატარა საზოგადოების ხელმ-ძღვანელობის წმენდა. პირველ რიგში ისინი შეამცირა, ვინც 1975 წლის შესახებ წინასწარმეტყველების პროპაგანდისტული კამპანიის გაჩაღებაში აქტიურობდა და არც იმას ივიწყებდა, რომ ამის ინიციატორი ახალი პრეზიდენტი იყო. გააძევეს საზოგადოების განყოფილებების თანამშრომლები, მათ შორის პრაქტიკულად მთელი ბეჭდვითი განყოფილება - რაიმუნდ ფრანცის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელი კორპორაციის წევრი და პრეზიდენტის ძმისშვილი იყო (14, 19). ახალმა პრეზიდენტმა შეძლო საზოგადოების შემცირების ტენდენციის შეჩერება (1974 წელს "იეღოვას მოწმეების" რიცხვი 1%-ით შემცირდა, 1978 წელს - 1,489%; 1979 წელს მატებამ შეადგინა 0,5%, ხოლო 1980 წელს - 3,7%) (14, 47). სიტყვა "არმაგედონი" უფრო იშვიათად გამოიყენება და იხმარება უფრო ნეიტრალური გამონათქვამები, როგორიცაა "იეღოვას დღე", "დიდი მწუხარება", "ღვთის სამსჯავრო" და ა.შ. (10, 71).

  1976 წელს "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" აპარატში მოხდა ზოგიერთი ორგანიზაციული ცვლილება. "იეღოვას მოწმეების" ხელმძღვანელი კორპორაცია წლების მანძილზე გაიგივებული იყო პენსილვანიის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებასთან". დირექტორების საბჭოსა და საქმეებს ძირითადად მართავდა მისი პრეზიდენტი... "1976 წელს ხელმძღვანელ კორპორაციაში ამუშავდა 6 კომიტეტი, ყოველ მათგანს მთელ მსოფლიოში მოღვაწეობის განსაზღვრულ სფეროებზე ზრუნვა ევალებოდა" (სკ, 15. 05. 1995, გვ. 23).

  1992 წლის 15 აპრილს "საგუშაგო კოშკი" გვატყობინებდა, რომ ხელმძღვანელი კორპორაციის კომიტეტების დასახმარებლად დაინი-შნენ ძმები, უპირატესად სხვა "ცხვრების" რიცხვიდან (სკ, 15. 05. 1995, გვ. 23). ამჟამად "ხელმძღვანელი კორპორაცია შედგება სულით ცხებული ქრისტიანებისაგან (1993 წელს - 11 ადამიანი). მათ შორის 7 "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" გამგეობაში მუშაობს. ხელმ-ძღვანელი კორპორაცია "იეღოვას მოწმეების" მსოფლიო მოღვაწეობას განაგებს. მისი წევრები ღვთით შთაგონებულნი არ არიან და ამიტომ არც შეუმცდარნი არიან, მაგრამ ისინი ეყრდნობიან ღვთის შეუმცდარობას, როგორც დედამიწაზე უმაღლეს ავტორიტეტს და უკვე აქვთ ღვთის ნების დამორჩილების მრავალწლიანი გამოცდილება" (7, 26). თუმცა 1975 წელს სამყაროს დასასრულის შესახებ წინას-წარმეტყველება კრახით დასრულდა, ფ. ფრანცი მაინც ძველებურად უჭერდა მხარს იეღოვას რიგითი მოწმეების არმაგედონის მუდმივ მოლოდინს. კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებული პროპა-განდიატული კამპანიები აღარ ტარდებოდა, მაგრამ ცალკეულ პუბლიკაციებში გამოჩნდა ფრთხილი გამოთქმები, მაგალითად ისეთი, როგორიც რასელის 70-იან წლებში გადამუშავებული "წმინდა წერილის გამოკვლევის" მე-7 ტომშია მოთავსებული: "შეიძლება ჩვ. წ. აღ.-ით 1980 წელი აღიარონ, როგორც სიკვდილის ტყვეობიდან ისრაელის (16) განმათავისუფლებელი" (13, 13). მაგრამ იეღოვას რიგით მოწმეებს შორის დაძაბულობას იწვევს იდეა, რომლის თანახმად ჟურნალი "გამოფხიზლდით!" ყველა ნომრის მე-4 გვერდზე გვატყობინებს, რომ "მშვიდობიანი და უსაფრთხო ახალი სამყარო იმ თაობის სიცოცხლეში დადგება, რომელმაც 1914 წლის მოვლენები განიცადა (გამოფხ. 8. 02. 1995, გვ. 4). "მოვლენებში" აქ, როგორც ჩანს, პირველი მსოფლიო ომი იგულისხმება. მაგრამ, ვინ უნდა ჩაითვალოს მის მონაწილედ? ყველა, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა, თუ ისინიც, ვინც ომის დროს ევროპაში დაიბადა და ცხოვრობდა? ამ საკითხით დაინტერესდნენ იეღოვას რიგითი მოწმეებიც, ამიტომ 1968 წლის 8 ოქტომბრის ჟურნალში "გამოფხიზლდით!" დაიბეჭდა სტატია იმ ადამიანების ასაკის გამოანგარიშებით, რომლებიც თავს იმ თაობას მიაკუთვნებდნენ, რომელმაც პირველი მსოფლიო ომი განიცადა. "... თუ ვივარაუდებთ, რომ 15 წლის ჭაბუკებს საკმარისი წარმოდგენა ჰქონდათ 1914 წლის შესახებ, ეს საშუალებას გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ უმცროსებს "ამ თაობიდან ახლა შეუსრულდათ 70 წელი" (14, 167).

   1969 წლის 8 აპრილის ჟურნალი "გამოფხიზლდით!" ასევე ამტკიც-ებდა, რომ "უკანასკნელი დღეების გამოჩენისას, ვინც 15 წლის იყო, მათ შორის ზოგიერთი იცოცხლებს მანამ, სანამ ღმერთი ამ სისტემას გაანადგურებს" (12, 38).

   ბროშურაში "ხალხის გადარჩენა ტანჯვის სამყაროდან ახლოსაა" ("Man's Salvation out World Distess at hand", 1975) მოყვანილია "საზოგადოების" ერთ-ერთი ვეტერანის სიტყვები: "ჩვენ, ამ თაობის უხუცესები, 70-80 წლის ასაკში ვხედავთ, რომ თანამედროვე სამყარო ეპოქალური 1914 წლიდან უარესობისაკენ იცვლება და გადაგვარების გზაზე დგას" (14, 167). თუ ამ მტკიცებებს დავეთანხმებით, მაშინ ახლა, 90-იან წლებში უმცროსები "ამ თაობიდან" უკვე უახლოვდებიან საუკუნოვან იუბილეს, ხოლო უფროსები 100 წელს გადასცილდნენ კიდეც. ჩვენ ალბათ მალე აღმოვაჩენთ, რომ "ამ თაობის" ქვეშ მხედველობაში ეყოლებათ მხოლოდ 1914 წელს დაბადებულები, თანაც არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბევრად ადვილია მოსახლეობის ციფრებით ჟონგლიორობა, ვიდრე "ეპოქა-ლური თარიღებით".

   სამყაროს ახლო დასასრულის კიდევ ერთ ცვალებად ნიშნად "იე-ღოვას მოწმეებისათვის" მიიჩნევა ცოცხლად დარჩენილ "სულით ცხებულთა" რაოდენობა, რომელთა დანიშნულებაა "ზეციურ მთა-ვრობაში ქრისტესთან თანამეფობა". ამ მთავრობაში სულ 144 000 ადამიანი უნდა იყოს, რომელთა ნარჩენი ამჟამად "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" ნაწილად გვევლინება. როცა ეს რიცხვი შეივსება, მაშინ, "იეღოვას მოწმეების" წარმოდგენით, დადგება ნანატრი არმაგედონი. ნეტავ რამდენი "სულით ცხებული" დარჩა ცოცხალი? ძალიან ცოტა. "... განსაკუთრებულად კურთხეულების ძირითადი შეკრება დამთავრდა 1935 წელს" (სკ, 15. 05. 1995, გვ. 20).

   კულტების ამერიკელმა მკვლევრებმა ჰარი და ჰეიზე ბოტინგებმა 70-80-იანი წლების "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების წელიწდეულის" საფუძველზე შეადგინეს "იეღოვას მოწმეების" "სულით ცხებულთა" რაოდენობის ცხრილი.

 

წელი               144 00-დან დარჩენილები

1970                               10 526

1971                               10 384

1972                               10 350

1973                               10 523

1974                               10 723

1975                               10 550

1976                               10 187

1977                               10 080

1978                               9 762

1979                               9 727

1980                               9 564

1981                               9 601

1982                               9 529

1983                               9 292

1991                               8 850

1993                               8 683

 

   ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ "სულით ცხებულთა" რაოდენობა თანდათან უნდა მცირდებოდეს. მაგრამ ვხედავთ, რომ 1973, 1974 და 1981 წლებში მათი რიცხვი მატულობს. მაგრამ რითი იყო ეს გამოწვეული? პერიოდულად, "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" ხელმძღვანელობიდან გამოდიოდნენ ისინი, ვინც "იეღოვას მოწმეების" მოძღვრების "ჭეშმარიტებაში" რწმენას კარგავდნენ (მაგალითად, ვ. შნელი (17)), ან რაიმე ადმინისტრაციული მიზეზის გამო, ვინც არასასურველი ხდებოდა (რ. ფრანცი). ასაკითა და მდგომარეობით მათი უმრავლესობა "სულით ცხებულთა" კლასს ეკუთვნოდა. თუ 154 000 დარჩენილი წევრიდან, რომელიმე თანამდებობას დაკარგავდა (თუნდაც "სარწმუნოების" შენარჩუნებით), ის სხვა "ცხვრების" დიდი უმრავლესობის დაბალ კლასში კი არ ხვდებოდა, არამედ "ავი მონების" კლასში, ე.ი. საერთოდ აძევებდნენ საზოგადოებიდან. "ნარჩენში" ამ ადამიანის ადგილს შესაბამისად იკავებდა დიდი უმრავლესობის რომელიმე წევრი, რომელიც "იეღოვას მოწმეების" რიგებში 1935 წლამდე გაერთიანდა. ამ ინფორმაციამ რიგ პუბლიკაციებში გაიელვა და 1975 წლის დადგომამდე მოულოდნელი რეაქცია გამოიწვია. "იეღოვას მოწმეების" ბევრმა ხანშიშესულმა წევრმა, რომელიც საზოგადოებაში 1935 წლამდე შევიდა, გადაწყვიტა, რომ ისინიც ღირსნი არიან ციური ხელისუფლების წევრები დახდნენ და დაიწყეს გახსენების საღამოზე პურისა და ღვინის მიღება, მით უმეტეს, რომ ამას თავის ახალგაზრდობაშიც აკეთებდნენ. "საზოგადოების" აღშფოთებული ხელმძღვანელობა "ახალ ცხებულებს" ერთ წელზე მეტ ხანს უხსნიდა თავიანთ უღირსებას, მაგრამ - უშედეგოდ. 1975 წლისათვის "ზეციური მმართველების" პოტენციური რიცხვი თითქმის 400 წევრით გაიზარდა, რამაც "საზოგადოების" გამართული სტატისტიკური მონაცემები დაარღვია. 1975 წლის 15 თებერვლის "საგუშაგო კოშკმა" სპეციალურად გამოაქვეყნა სტატია - "ციური იმედით ცხებულნი - როგორ ვლინდება ეს?", რომელშიც გაკიცხა ისინი, ვინც "უგუნურად მიაკუთვნა თავი ზეციურ რჩეულებს" (14, 15). მხოლოდ 1975 წელს ქვეყნის დასასრულის შესახებ წინას-წარმეტყველების მარცხმა ერთგვარად გამოაფხიზლა ეს ხალხი და "სულით ცხებულთა" რიცხვის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

   1981 წელს სიმბოლოების მიმღებთა რიცხვის მცირე ზრდა საზოგა-დოების ანგარიშებში გაკვრით ახსნეს იმით, რომ აშშ-დან "იეღოვას მოწმეთა" ნაწილმა ხელმძღვანელი კორპორაციის ზოგიერთი ასპექტის მიმართ პროტესტი ამგვარად გამოხატა. ყველა ისინი საზოგა-დოებიდან გარიცხეს (14, 145-146).

   1994 წელს გახსენების საღამოზე სიმბოლოები (პური და ღვინო) 8617 ადამიანმა მიიღო (სკ, 15. 02. 1995, გვ. 17). "დედამიწაზე მცხოვრებ მცირე ფარის ნარჩენთა უმეტესობა ამჟამად 70-90 წლის არის. ზოგიერთებმა ას წელსაც კი გადააბიჯეს" (სკ, 15. 02. 1995, გვ. 20).

   "იეღოვას მოწმეების" მტკიცებით არმაგედონი დადგება იმ დროისა-თვის, როცა "ამ რამდენიმე ათასი ადამიანიდან ცოცხალი სულ რამდენიმე დარჩება" (6, 18). მხედველობაში თუ მივიღებთ მათ ასაკობრივ კრიტერიუმს, ეს დრო სულ მალე უნდა დადგეს. "საგუშაგო კოშკი" გვამცნობს: "ჩვენს წინაპრებს მალე ახალი ცხოვრება ელოდება" (სკ, 15. 05. 1995, გვ. 1).

   "... ახლო მომავალში ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებთან შევძლებთ შეხვედრას" (5, 26).

  "მალე მოჩვენებითი ქრისტიანებისათვის შურისძიების დღე დად-გება" (სკ, 1. 12. 1992, გვ. 17).

  "მალე იეღოვა ყველა ბოროტ ადამიანს გაანადგურებს" (სკ, 15. 09. 1995, გვ. 17).

   ახლაც იყენებენ ჯ. რუტერფორდის ძველ ლოზუნგს იმის შესახებ, რომ "ამჟამად მცხოვრები მილიონი ადამიანი არასოდეს მოკვდება" (20-იანი წლების დასაწყისი). "საგუშაგო კოშკი" იმავე სიტყვებით აცხადებს, რომ: "ჩვენს დროში იეღოვას მილიონობით თაყვა-ნისმცემელს - დიდ უმრავლესობას... მიეცემა უნიკალური უპი-რატესობა, გადაიტანოს დიდი მწუხარება და ისინი არასოდეს მოკვდებიან" (სკ, 15. 02. 1995, გვ. 17).

  ამჟამად "იეღოვას მოწმეები" არმაგედონის კონკრეტულ თარიღზე აღარაფერს ამბობენ. როგორც ჩანს, მწარე გამოცდილებამ მათ ასწავლა ამაში მაინც მისდიონ წმინდა წერილს. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ ძველი შეცდომების განმეორების მათ ჩვეულებას, უნდა ველოდოთ, რომ მალე გამოჩნდება "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" მტკიცებები შემდეგი ასწლეულის პირველი 14 წლის განმავლობაში სამყაროს დასასრულის შესახებ (18), ან ისევ შეგვატყობინებენ ახალ "გამოცხადებებს", რომლებიც იეღოველების მოცემულ თეოლოგიურ დოქტრინებს შეცვლის. ბოლო ვარიანტი რომ შესაძლებელია, ამას თვითონ "იეღოვას მოწმეები" მოწმობენ. "არცერთი სხვა ორგანიზაცია ამდენ მოქნილობას არ ავლენს, რათა თავისი შეხედულებები შეცვალოს და ცვალებად დროს აუწყოს ფეხი" (სკ, 15. 04. 1995, გვ. 19, ციტ. 12, 26).

   ფრედრიკ უილიამ ფრანცი 1992 წლის 22 დეკემბერს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. (გაგრძელება იქნება...)

 

 მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი  

 

(6) როგორც ჩანს, "მეორე ადვენტისტები" - "ადვენტისტების მეშვიდე დღის" ერთ-ერთი ჯგუფის ადგილობრივი დასახელებაა, რომელიც უარყოფს წმინდა სამებას, საიქიო ცხოვრებას, სულის არსებობას და ..

(7) წინასწარი განსაზღვრა (ბედისწერა, დანიშნულება) - კალვინიზმის ერთ-ერთი ძირითადი დოქტრინაა, რომლის მიხედვით ხალხის ერთი ნაწილი თავიდანვე გადარჩენისათვის არის განსაზღვრული, მეო-რე ნაწილი კი - მუდმივი ტანჯვისათვის.

(10) ინფორმაცია რუტერფორდის ოჯახის წევრების შესახებ პრა-ქტიკულად არ არსებობს. 1960 წლის 30 ნოემბრის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების "წერილში აღნიშნულია შემდეგი: "ძმა რუტერფორდს ჰყავდა მეუღლე, თუმცა ის ინვალიდი იყოდა დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. ამ მიზეზით ბიოგ-რაფიულ მასალებში მასზე ინფორმაცია არ არის. ძმა რუტერფორდი ძირითადად ცხოვრობდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეუღლეს სჯეროდა ჭეშმარიტებისა, მის ვაჟს კი - არა" (15, 53).

(12) არმაგედონი არის იმ ადგილის დასახელება, სადაც მოხდება ღმერთთან ანტიქრისტეს და მიწიერი მეფეების საბოლოო ესქა-ტოლოგიური ბრძოლა (გამოცხ. 16, 16). იეღოვას მოწმეებისათვის ეს სიტყვა ნიშნავს თვითონ ბრძოლას და მოვლენებს, რომლებ-საც მოჰყვება მიცვალებულთა აღდგომა და ღვთის სამსჯავრო.

(13) კალვინისტების მთავარი ჯგუფის ოფიციალური დასახელება.

(14) იეღოვას მოწმეების წარმოდგენით კაცობრიობას დედამიწაზე არსებობისათვის მიცემული აქვს 6000 წელი, რის შემდეგაც დადგება არმაგედონი. ამიტომ "ბიბლიის მკვლევრები" ცდილობდნენ დაედ-გინათ ადამის შექმნის თარიღი. ამ თარიღიდან გამომდინა-რე შემდგომში ასახელებდნენ არმაგედონის წელს.

(16) აქ იგულისხმება"სულიერი ისრაელი", .. "საგუშაგო კოშკ-ის საზოგადოება" და მისი წევრები.

(17) . შნელი გერმანიაში დაიბადა. 1921 წელს ბიბლიის მკვლე-ვრებთან ერთად მოინათლა. აქტიური მუშაობისათვის იგი ბრუ-კლინში მიიწვიესსადაც 1927 წლიდან 1954 წლამდე პასუხსაგებ თანამდებობაზე იმყოფებოდა. ხანგრძლივი სულიერი ძიებების შედეგად შემდგომში დატოვა საზოგადოება და 1959 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი - "13 წელი - საგუშაგო კოშკის მონობაში" (იხ. 12, 32).

(18) 2014 წელს იეღოვას მოწმეების წარმოდგენით სრულდება 100 წელი "ქრისტეს უხილავი მოსვლის" მომენტიდან. ასევე მხედ-ველობაში უნდა მივიღოთ "სულით ცხებულთაშემცირების ტემპები (თუ ფალსიფიცირებული არ არის). თუ ჩავთვლით, რომ 10 წლის განმავლობაში კვდება 1000 "ცხებული" (იხ. ცხრილი "ნარჩენი"), მაშინ ამჟამინდელი მათი რაოდენობა - 8681 შემცირდება და 10-15 წლის შემდეგ რამდენიმე ათეული უხუცესი დარჩება.

 



უკან დაბრუნება