მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > „ქრისტიანთა“ ინტერესი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისადმი (ამო) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

„ქრისტიანთა“ ინტერესი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისადმი (ამო) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


21-10-2015, 00:02

 

 

  ახალ მოვლენათა მეორე მაგალითი, რომლის განსაზღვრა-გამოც-ნობა, ერთი შეხედვით, თითქოსდა ძნელია, არის ამჟამად ძალზე ფართოდ გავრცელებული მოვლენა, ეგრეთ წოდებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, ანუ როგორც სხვანაირად უწოდებენ, „მფრინავი თეფშები".

   არსებობს ერთი ცნობილი პროტესტანტი ევანგელისტი კარლ-მაკ-ინტაირი, რომელიც მეტად მკაცრ და გარეგნულად კეთილმსახურ ცხოვრებას ეწევა და ძალზე დიდ პატივს მიაგებს ბიბლიას. მას აქვს საკუთარი გაზეთი და პროგრამაც რადიოში - „XX საუკუნის რეფორმაცია". იდეები მას ძალზე სწორი აქვს და აზროვნებითაც იგი სწორხაზოვნად აზროვნებს - ყველა განდგომილს უნდა გაემიჯნოო. იგი ანტიკომუნისტია. ბილი გრეიმს იგი განდგომილს უწოდებს ყველასთან ერთად, ვინც თუნდაც სულ მცირედ განიდრიკება იმისაგან, რასაც იგი მართებულად მიიჩნევს. ამ თვალსაზრისით იგი მეტად სამართლიანია, და მაინც მის ფილოსოფიაში არის რაღაც უაღრესად უცნაური. მაგალითად ფლორიდაში იგი თავისთვის იერუსალიმის ტაძარს იშენებს. მას აქვს ტაძრის მოდელი და სურს იმგვარად ააშენოს იგი, რომ დისნეი-ლენდის მეტოქეობდეს! იქ ადამიანები მოვლენ ხოლმე, ფულს გადაიხდიან და ამ დიად ტაძარს ნახავენ, რომელიც მალე უკვე აშენდება ქრისტესთვის, მისი ამქვეყნად კვლავ მოსასვლელად, გამოსაცხადებლად. იგი ვარაუდობს, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქრისტიანობასთან ზიარებისათვის.

  კარლ მაკ-მინტაირი მფრინავი თეფშებითაცაა დაკავებული. მისი გაზეთის ყოველ ნომერში არის პატარა სვეტი, დასათაურებული როგორც - „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების სვეტი", და იქ, რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ბევრი საკვირველი და სასარგებლო რამაა მოთხრობილი, რასაც, თითქოსდა, მფრინავი თეფშები აღასრულებენ. ამ თემაზე კონფერენციები ტარდება და ფილმებსაც იღებენ.

  სწორედ ახლახანს გამოვიდა რამდენიმე პროტესტანტული წიგნი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო) შესახებ; ამ წიგნებიდან ცხადად ჩანს, რომ ეს - დემონებია. ის კაცი, ვისაც გაზეთში ამო-ის შესახებ სვეტი მიჰყაავს, ამის გამო ძალზე განაწყენდა. მან განაცხადა, რომ, მართალია, ზოგიერთნი უწოდებენ კიდეც ამ ქმნილებებს დემონებს, მაგრამ დანარჩენები სულ არ არიან ასეთნიო. მაგალითისათვის მან შუა დასავლეთში ამას წინათ მომხდარი შემთხვევა მოიყვანა, სადაც რომელიღაც ოჯახმა მფრინავი თეფში დაინახა. ეს მფრინავი თეფში ქვემოთ დაეშვა, მიწაზე დაჯდა და ოჯახის წევრებმაც მის შიგნით ტანდაბალი ადამიანები დაინახეს (ჩვეულებრივ მათი სიმაღლე დაახლოებით 140 სმ-ია ხოლმე), რომლებმაც „ალილუიას" გალობა დაიწყეს. შემდეგ ისინი გაჩუმდნენ, გარშემო მიმოიხედეს და სადღაც გაფრინდნენ. მგონი, მათ არ ულაპარაკნიათ ოჯახთან. და ყოველივე ამან აიძულა ეს ოჯახი დაფიქრებულიყო: ისინი ფიქრობდნენ: „ალილუიაზე", ქრისტიანო-ბაზე, ბიბლიის გადაშლაც დაიწყეს, და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ყველანი ერთად ფუნდამენტალისტურ ეკლესიაში მივიდნენ და ქრისტიანებად მოიქცნენ. ამიტომაცო, დაასკვნა გაზეთის სვეტის წამყვანმა, ეს არსებანი, რაკი „ალილუიას" გალობდნენ, ალბათ ღმერთს ეხმარებიან მსოფლიოს მოქცევაში ქრისტიანობაზეო. რა თქმა უნდა, თუკი თქვენ ეპისკოპოს ეგნატე (ბრიანჩანინოვს) წაიკითხავთ, შეიტყობთ იმ მრავალი საცდურის შესახებ, რომელთაც ეშმაკნი აღასრულებენ ადამიანთა საცდუნებლად: ისინი „ლოცულობენ", ხოლმე ჩვენთვის, სასწაულებს იქმან, სხვადასხვა მოვლენებს აღმოაცენებენ, ადამიანები ეკლესიაში მოჰყავთ, რასაც გნებავთ, იმას იქმან, ოღონდ კი მოგატყუონ, გაცდუნონ. და როგორც კი შესაფერი მომენტი დგება, ისინი არა ჰყოვნიან, უმალვე ჩვენს გვერდით ჩნდებიან, რათა გვაცთუნონ. ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ქრისტიანობად „მოიქცნენ" იმ, ეგრეთ წოდებული კოსმოსიდან მოსული არსებების მიერ, მოუთმენლად მოელიან მათს მომდევნო გამოჩენას, ხოლო იმ მომდევნო ჯერზე მათგან შეიძლება მოისმინონ ქრისტეს ძალზე მალე მოსვლის შესახებ დედამიწაზე, ანდა კიდევ სხვა რამ ამის მსგავსი. ცხადია, რომ ყოველივე ეს ეშმაკის მანქანებაა - იქ, სადაც ეს ნამდვილად ხდება, ზოგჯერ კი მხოლოდ წარმოსახვის თამაშია ხოლმე.

  ეს ელემენტარული რამაა. თუკი თქვენ ძველი მამების ტექსტებს წაიკითხავთ, წმიდანთა ცხოვრებებს ანდა „ლავსაიკს", შეიტყობთ მრავალი შემთხვევის შესახებ, როცა ანაზდად რაღაც არსებები ჩნდებოდნენ. დღეს ისინი კოსმოსური ხომალდებით ჩნდებიან, იმიტომ, რომ ამ გზით დემონები თანამედროვე ადამიანებს ესადაგებიან, მაგრამ თქვენ რომ ჩასწვდეთ, თუ როგორ მოქმედებს სულიერი საცთური, მოტყუება და რა მზაკვრობებსა და ხერხებს მიმართვენ დემონები, მაშინ გაუჭირვებლად გაიგებთ, თუ რას წარმოადგენენ ეს „მფრინავი თეფშები". და მაინც, ეს ადამიანი, ვისაც გაზეთის სვეტი მიჰყავს გამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ (გარეგნულად) აბსოლუტურად მართლმორწმუნე ქრისტიანი-ფუნდამენტალისტია; იგი გულწრფელად და ნამდვილად მოელის გამოცხადებებს კოსმოსიდან მოსულ არსებათაგან.

 

 

 მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი  

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"  

 



უკან დაბრუნება