მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ბუნების ფერისცვალება - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი II)
ბუნების ფერისცვალება - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი II)6-10-2015, 00:01 |
წმინდა ეპიფანე კვიპრელი კეთილგვაუწყებს: სოფლის აღსასრულ-ისას, ქმნილება ერთგვარ მძიმე სიკვდილს განიცდის, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ განახლებული წამოდგეს და რომ ღმრთის შვილებთან ერთად მუდამ მხოლოდ სიმართლეს და არა ხრწნასა და ცოდვას ემსახუროს. უკანასკნელი ხანძრისას, ცა და მიწა პირველყოფილ ქაოსში არ ჩაიძირება და მთლიანად არ განადგურდება, არამედ მხოლოდ განახლდება, რის შემდეგაც დედამიწა სამკვიდროდ ყოფნას განაგრძობს, მაგრამ ბევრად უფრო სრულყოფილ და ყველაზე სრულყოფილ მცხოვრებთა სამკვიდროდ. ეს ღმრთივგამოცხადებული სწავლება ბუნების ფერისცვალებაზე ეკლესიამ მსოფლიო კრების მეთერთმეტე დადგენილებაში აღბეჭდა. ის ღაღადებს: „თუ ვინმე ამბობს, რომ უკანასკნელი სამსჯავრო გვამთა (სხეულთა) სრულ განადგურებას ნიშნავს და რომ ყოველივეს დასასრული არამატერიალური (მითიური) ბუნება იქნება და რომ მერმისა მის საუკუნეში (მომავალ ცხოვრებაში) არაფერი მატე-რიალური არ იქნება, არამედ მხოლოდ შიშველი გონება იქნება, ანათემა გადაეცეს". რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უფალი ქრისტეს მეორედ მოსვლა მიწაზე მცხოვრებთ მოუსწრებს, მათი სხეულნი წამის გაელვებაში სულიერად და უკვდავად გადაიქცევიან. ამის შესახებ პავლე მოციქული ამოწმებს, როცა გვაუწყებს: „აჰა, ესერა საიდუმლოს გითხრობ თქვენ: ყოველთავე უკუე არა შევისვენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ. მეყსა შინა წამსა თუალისასა უკუ-ანასკნელითა მით საყვირითა, რამეთუ საყვირსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგნენ უხრწნელნი, და ჩვენ განვახლდეთ" (1 კორინთელთა, 15,51-52). ამით კაცობრივი არსების მთელი საიდუმლოა ნაჩვენები. ყოველი ადამიანური არსება სიკვდილის გავლით მკვდართა აღდგომისაკენ მიემართება. უფალი ქრისტეს შემდეგ კი სიკვდილი სხეულის მიძინებად (შესუენებად), სხეულის ძილად იქცა, და მკვდართა საყოველთაო აღდგომა ჩვენს მკვდარ სხეულებს სიკვ-დილისაგან, ვითარცა ძილისაგან, გამოაღვიძებს. „ყოველთავე უკუე არა შევისვუენოთ", ესე იგი არ მოვკვდეთ, რამეთუ მკვდართა საყოველთაო აღდგომა მრავალ ადამიანს ამქვეყნად მცხოვრებს მოუსწრებს. რა მოუვათ მაშინ მათ? ყველანი განახლდებიან, ესე იგი მათი სხეულნი, სულიერ სხეულთა თვისებებს შეიძენს, როგორც მკვდრეთით აღმდგარ სხეულებსაც ექნება. ამგვარად, ყველა ადამიანი გათანაბრდება, რამდენადაც მშვინვიერი სხეულები სულიერ სხე-ულებად გარდაიქმნება. და ეს ფერისცვალება, სხეულთა ეს განახლება „მეყსა შინა წამსა თუალისასა უკუანასკნელითა მით საყვირითა" აღესრულება. როგორ? მკვდრეთით აღმდგარი უფალი ქრისტეს ძალით, რამეთუ იგი თავისი ყოვლადძლიერი ღმრთაებრივი ძალით სიკვდილისაგან გამოიყვანს ყველა გარდაცვლილის გვამს და „მკუდარნი იგი აღდგნენ უხრწნელნი": ის, რაც მოკვდა, ესე იგი სხეული, უხრწნელი აღდგება. უხრწნელი აღდგება ის, რაც სხეულის არსს შეადგენს, ის, რაც ჩემს სხეულს ჩემად, შენსას - შენად, მისას - მისად და თითოეულისას - თითოეულის სხეულად აქცევს. თუმცაღა, ეს სულიერი სხეულები იქნება, მაინც ეს ის სხეულები იქნება, რომელნიც მოკვდნენ და ახლა აღდგნენ. ზუსტად ასევე, ვისაც მკვდართა საყოველთაო აღდგომა ამქვეყნად მცხოვრებთ მოუსწრებს, იგივე სხეულები დარჩებათ, მხოლოდ ისინი მშვინვიერიდან სულიერად გარდაიქცევიან. ყოველივე ისე მოხდება, რომ პეტრე თავის სხეულში პეტრედ დარჩება, პავლე - პავლედ თავის სხეულში და მარკოზი - მარკოზად, ასევე თავის სხეულში. „მკუდარნი იგი აღდგნენ უხრწნელნი". სხეულნი უხრწნელნი გახდ-ებიან, მათში არ იქნება არაფერი, რაც შეიძლებოდა რომ სიკვდილს დაქვემდებარებოდა, ამიტომაც უხრწნელება კაცობრივი სხეულის უკვდავი თვისება გახდება. აღმდგარი ღმერთკაცის აღმადგინებელი ძალა, ყველა კაცობრივ სხეულში გამაუკვდავებელი ძალით გან-იფრქვევა. საყოველთაო აღდგომა იმით ხასიათდება, რომ მკვდარი არა მხოლოდ გაცოცხლდება, არამედ გაუკვდავდება და აღარასოდეს მოკვდება. ეს იქნება კაცობრივი სხეულისთვის ყველაზე საბედისწერო მოვლენა, რომელიც ამქვეყნად ცოდვათა გამო სიკვდილს, როგორც რაღაც ბუნებრივს და ლოგიკურს მიეჩვია. საშინელ სამსჯავროზე კაცობრივი სხეული შევა ცხოვრებაში, რომელსაც სასრული არ ექნება. თუმცაღა ამ სოფლად ხრწნადი, იგი უხრწნელად გადაიქცევა და ამავე დროს, სხეულად ყოფნას არ შეწყვეტს და იმ არსებით თვისებებს შეინარჩუნებს, რაც მას სხეულად ხდის. საყოველთაო აღდგომისას ღმერთი სხეულს იმას შეუნარჩუნებს, რაც მას არსობრივად სხეულად ხდის, თუმცაღა იგი (სხეული) უხრწნელებით შეიმოსება. „რამეთუ ჯერს-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაი. და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაი". (1 კორინთელთა, 15,53). ეს ღმერთკაცობრივი უწყება ამტკიცებს, რომ საყოველთაო აღდგო-მისას მკვდარი სხეულები აღდგებიან, რომლებიც ცოდვის გამო მოკვდავნი იყვნენ. ეს რაღაც სრულიად ახალი სხეულები არ იქნება, არამედ ჩვენი მიწიერი სხეულები, ოღონდ მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცის ყოვლად-ცხოველმყოფელი ძალით სულიერად ფერის-ცვალებულნი: ხრწადი უხრწნელებით შეიმოსება, ხრწნადი სხეული უხრწნელი გახდება. და ასე მოხდება რაღაც არნახული, რაღაც იმის მსგავსი, რასაც ჩვენ ამქვეყნად წმინდანთა ნაწილებში ვხედავთ. რამეთუ წმინდანმა ჯერ კიდევ ამქვეყნად შემოსეს ეს ხრწნადი, ესე იგი ხორცი, უხრწნელებით. და ამით ახლაც, აქ მიწაზე ამტკიცებენ სხეულზე ღმერთკაცის მთავარ უწყებას: იგი უხრწნელებისათვის, უკვდავებისათვის, უფლისათვის არის დანიშნული (განსაზღვრული) (1 კორინთელთა, 6,12-20). ამაშია სხეულის საიდუმლო და საერთოდ მატერიის საიდუმლო: შემოსოს მოკვდავი უკვდავებით. ეს მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცის ნიჭია (საჩუქარია) ადამიანური ბუნებისთვის, როგორც მკვდართაგან პირმშოსი - „იქმნა პირმშოდ მკუდართა" - როგორც პირველი ადამიანისა, რომელიც მკვდრეთით აღდგა, რათა მეტად აღარასოდეს მოკვდეს. „ხოლო რაჟამს გახრწნამან ამან შეიმოსოს უხრწნელებაი და მოკუ-დავმან ამან შეიმოსოს უკვდავებაი, მაშინ აღესრულოს სიტყუაი იგი წერილისაი: დაინთქა სიკვდილი ძლევითა. სადა არს სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (1 კო-რინთელთა, 15,54-55). აღსრულდა წინასწარმეტყველ ოსეს სიტყვები (ოსე, 13,14), ძლევამ შთანთქა სიკვდილი, რომელმა ძლევამ? ქრისტეს აღდგომამ. ეს ერთადერთი ძლევაა, რომელმაც უძლეველ მძლეველს - სიკვდილს სძლია. რამეთუ ქრისტეს აღდგომამდე, არავითარ კაცობრივს სიკვდილისაგან ხსნა არ შეეძლო, ყოველი კაცობრივი არსება სიკვდილის უმოწყალო კანონის ქვეშ იმყოფებოდა. ყოველი ადამიანი, თუნდაც იგი ბრძოლის ყველა ველზე: სამხედროზე, ფილოსოფიურზე, მეცნიერულზე, რელიგიურზე, მხატვრულზე, კულტურულზე გამარჯვებული ყოფილიყო, - ყოველთვის, ბოლოს და ბოლოს, უძლეველი მძლეველის - სიკვდილის მიერ იძლეოდა. სინამდვილეში, ქრისტეს აღდგომა ერთადერთი რეალური ძლევაა ჩვენს პლანეტაზე. ყველა დანარჩენი კაცობრივი ძლევა, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით, ასეთად წოდებას არ იმსახურებს. „ყოვლის-მშთანთქმელმა სიკვდილმა" თავისი სიკვდილი, თავისი დამარცხება, თავისი განადგურება განიცადა: იგი ქრისტეს აღდგომის ძალამ შთანთქა. ეს აშკარაა და ამას კაცთა მოდგმის მთელი ისტორია ამოწმებს: არ არის სხვა ძლევა, სიკვდილზე ძლევის გარდა და არ არის სხვა მძლეველი, სიკვდილის მძლეველის - ღმერთკაცი ქრისტეს, კაცთა უბედური მოდგმის ჭეშმარიტად ერთადერთი მაცხოვრის გარდა. „სადა არს სიკუდილო, საწერტელი შენი?" საწერტელი, რომელიც ყველა ადამიანურ სხეულს ესობოდა და უშვებდა საწამლავს, რომლის წამალიც არ არსებობდა. და რომელ ადამიანს შეეძლო თავი დაეცვა სიკვდილის ღერძისაგან, რომელიც თავისი საწერტელით დაუბრ-კოლებლად ანთხევდა შხამს მთელს კაცობრივ ბუნებაში? არავის. რა არის სიკვდილის საწერტელი? ცოდვა. როგორც კი ცოდვის საწერტელი ადამისა და ევას სულებში შევიდა, მაშინვე მთელს ადამიანურ ბუნებაში სიკვდილის შხამი განდმოინთხა და წამში მთელს ადამიანურ არსებაში განეფინა და არც კაცთათვის და არც კაცობრივი ბუნებისათვის არავითარი წამალი აღარ არსებობდა. ასე გრძელდებოდა ადამიდან ქრისტე ღმერთკაცამდე. უფალი ქრისტეს მოსვლით კი სრული გადაწყვეტილება მოხდა: თავისი ღმერთ-კაცობრივი აღდგომით მან სიკვდილის საწერტელი - ცოდვა დააბლაგვა და სიკვდილი მოკვდა. ამიტომ, საყოველთაო აღდგომისას, აღმდგარი ქრისტეს ნიჭი (საჩუქარი) მთლიანი კაცობრვი ბუნებისთვის შემდეგი იქნება: მოკვდავი უკვდავებით შეიმოსება. ის, რაც წმინდა წინასწარმეტყველისათვის წინასწარმეტყველება იყო, ჩვენთვის რეალობად იქცა. დიახ, ეს რეალობა მთლიანი ქრისტიანული სინამდვილის საფუძველია. იგი კაცობრივი არსების საფუძველიცაა. სიკვდილის ძლევის გარეშე, ქრისტეს აღდგომის გარეშე, განა კაცობრივი არსება საფუძველს, ფუნდამენტს მოკლებული არ იქნებოდა? როგორ შეიძლება სიკვდილი საფუძვლი იყოს? როგორც ფუნდამეტი, იგი მყიფე ქვიშაზე არასაიმედოა, ჩრდილზე არასა-იმედოა. ქრისტეს აღდგომით, მიწაზე სამოთხეა აღდგენილი და კაცთა მოდგმა დაბრუნებული აქვს უკვდავება, რამეთუ კაცობრივ არსებას საბოლოოდ და სამუდამოდ მიეცა თვით ღმერთი აღმდგარი ღმერთკაცი ქრისტეს პიროვნებით, მის ყოვლადცხოველსმყოფელ სხეულში - ეკლესიაში, რომელიც ყველას განაქრისტებს, განა-ღმერთკაცებს წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა საშუალებით. ამიტომაც კითხულობს წმინდა მოციქული: „სადა არს ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" რადგან, რა არის ჯოჯოხეთის ძლევა? სიკვდილი და ცოდვა, ცოდვით ჯოჯოხეთი ადამიანებს სძლევს, სიკვდილში ითრევს და სიკვდილს უმონებს, რადგან, სადაც სიკვდილია, სადაც ცოდვაა, იქვეა ჯოჯოხეთიც. უეჭველია, რომ ჯოჯოხეთის მარადიული სიკვდილის, მარადიული ცოდვის და მარადიული ბოროტების სამეფოა; შესაბამისად, ეშმაკის სამეფო. ჯოჯოხეთი სიკვდილით შთანთქავს და სჭამს ადამიანებს. სიკვდილი - ეს მისი ყბებია, მისი ხახაა. ამ ყბებში და ამ ხახაში ადამიანებს ცოდვა აგდებს. რამდენადაც თავისი აღდგომით საკვირველმა უფალმა ქრისტემ სიკვდილს და ჯოჯოხეთს სძლია, ამით ჯოჯოხეთიც განიარაღდა და იძლია. ყოვლისმძლეველი მძლეველები ჩვენს კაცობრივ სამყაროში - სიკვდილი და ცოდვა - საუკუნოდ დამარცხდნენ ღმერთკაცის აღდგომით, რომლისაგანაც ვეღარასოდეს გაიმართებიან. დიახ, სიკვდილი და ცოდვა მეტად აღარასოდეს წარმოდგებიან მკვდრეთით. მათი მარცხი - ჭეშმარიტად საუკუნო მარცხია, მათი სიკვდილი - ჭეშმარიტად საუკუნო სიკვდილი. ყოვლადსასიხარულოა ღმერთკაცობრივი კეთილუწყება: „ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაი ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩვენისა" (1 კორინთელთა, 15,57). მან მოგვცა ჩვენ ძლევა ჯოჯოხეთზე, ისე, რომ ჩვენ როგორც მძლეველებმა, შეგვიძლია ვიკითხოთ: „სად არის ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" მან მოგვცა ჩვენ ძლევა სიკვდილზე, ისე, რომ ჩვენ მასაც უშიშრად შეგვიძლია ვკითხოთ: „სადა არს სიკუდილო, საწერტელი". მან მოგვცა ჩვენ ძლევა სიკვდილზე, ისე, რომ ჩვენ ძალგვიძს გადავლახოთ, ვძლიოთ და მოვაკვდინოთ ყოველი ცოდვა - ყველაზე დიდიც და ყველაზე მცირეც. რა თქმა უნდა, მხოლოდ „უფლისა ჩვენისა ქრისტე იესუს მიერ". თუკი ჩვენ ვმყოფობთ უფალ ქრისტესთან მისი ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულში, მაშინ წმინდა საიდუმლოთა და წმინდა სათნოებათა მიერ ჩვენ ვძლევთ სიკვდილსაც, ცოდვასაც და ჯოჯოხეთსაც. და რადგან უფალი ქრისტეს მიერ ჩვენ სიკვდილზე, ჯოჯოხეთსა და ცოდვაზე - ჩვენს ამ ყველაზე მძვინვარე და ყველაზე ძლიერ მტერზე ძლევა გვეძლევა, მით უმეტეს ძლევა გვეძლევა ყოველივეზე, რაც სიკვდილს, ჯოჯოხეთს და ცოდვას ემსახურება და რასაც ცოდვაში, სიკვდილსა და ჯოჯოხეთში შევყავართ. ყოველ ჭირსა და იწროებას, დევნასა და სიყმილს, სიშიშვლეს, ურვას და მახვილს (რომაელთა, 8,35) - „ამას ყოველსა ზედა-ვსძლევთ ჩვენ მის მიერ, რომელმანცა იგი შემიყუარნა ჩვენ" (რომაელთა, 8,37). ესე იგი უფალი ქრისტეს მიერ. ჭეშმარიტად, ნამდვილად მხოლოდ მას ვუყვარვართ, რადგანაც ჩვენთვის და ჩვენს ნაცვლად სძლია ჩვენს უძლეველ მტრებს: ცოდვას, სიკვდილს და ეშმაკს და ყოველთვის იგი გვაძლევს ღმრთაებრივ ძალებს, რათა ჩვენც ვძლიოთ მათ.
წიგნიდან „ქრისტეს მეორედ მოსვლა და მომავალი საუკუნო სასუფეველი" უკან დაბრუნება |