მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანული თანასწორობის (ერთობის დამახინჯება) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
ქრისტიანული თანასწორობის (ერთობის დამახინჯება) - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი28-10-2015, 00:02 |
ამჟამად ადამიანთა გონებებს ერთი განსაკუთრებული იდეა დაუფ-ლებია - ეგრეთ წოდებული ქალთა გათავისუფლების იდეა, ემანსიპაციის იდეა. ეს გამოიხატება იმით, რომ ანგლიკანურ ეკლესიაში მღვდელმსახურები შეიძლება გახდნენ ქალებიც, და კათოლიკური ეკლესიაც ამისთვის ემზადება. რა თქმა უნდა, თუკი თქვენ სერიოზულად შეხედავთ ამას, დასხ-დებით, დაფიქრდებით და წაიკითხავთ, თუ რას ამბობს ქალების შესახებ წმიდა მოციქული პავლე და ეკლესიის სხვა დადგინებებსაც გაეცნობით, მაშინ ყველა თქვენი ეჭვი განქარდება. რამეთუ ცხადზე უცხადესია, რომ ეს რაღაც ახალი გიჟური იდეაა. მაგრამ ძალზე საინტერესოა უფრო დაკვირვებით შევხედოთ ამას და გავიგოთ, თუ საიდან გაჩნდა იგი, რისთვის არის საჭირო, და რა დგას მის უკან, იმიტომ, რომ თუკი თქვენ მიხვდებით ეშმაკის სტრატეგიას, უმჯობესად აღიჭურვებით მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ქალთა გათავისუფლების იდეა, სულ ცოტა, ორასი წლის წინათ აღმოცენდა. რა თქმა უნდა, შეიძლება თვალი გავადევნოთ უფრო ადრინდელ წანამძღვრებსაც მისი აღმოცენებისა, მაგრამ თავისი ნამდვილი ფორმით იგი, სულ ცოტა, ორასი წელია, რაც არსებობს და დაკავშირებულია მორდეხაი (კარლ) მარქსის წინამორბედებთან, პირველ სოციალისტებთან. ეს სოციალისტები ლაპარაკობენ ახალი დიადი უტოპიური ეპოქის შესახებ, რომელიც, თითქოსდა, დადგებოდა მაშინ, როცა მოსპობილი იქნებოდა ყველა კლასობრივი, რასობრივი, რელიგიური და სხვა განსხვავებანი. ისინი ამბობდნენ, რომ შეიქმნება დიადი ახალი საზოგადოება, რომელშიც ყველანი თანასწორ იქნებიან. რა თქმა უნდა, ეს იდეა თავდაპირველად ნასესხები იყო ქრისტიანობიდან, მაგრამ ქრისტიანობა მასში დამახინჯებული იყო და მის საწინააღმდეგო სწავლებად იქცა. ჩინეთში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ერთი თავისებური ფილოსოფოსი, რომელმაც, რამდე-ნადაც ეს შესაძლებელი იყო, მის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა ეს ფილოსოფია. ესაა კანგ იუ-ვეი (1858-1927). იგი საინტერესოა მით, რომ განასახიერებს, ხორცს ასხამს საუკუნის ამ ფილოსოფიას, დროის ამ სულისკვეთებას. იგი მაო-ძე-დუ-ნის ერთ-ერთი წინამორბედი იყო და ხელი შეუწყო კომუნისტების მიერ ჩინეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. მისი იდეები ეფუძნებოდა არამხოლოდ დამახინჯებულ ქრისტიანობას, რაც მას დასავლელი ლიბერალებისა და პროტეს-ტანტებისაგან ჰქონდა ნასესხები, არამედ ბუდიზმის იდეებსაც. მან წამოაყენა უტოპიის იდეა, რომელიც, მისი წინასწარმეტყველებების თანახმად, სავარაუდოდ XXI საუკუნეში უნდა განხორციელებულიყო. ამ უტოპიაში მოისპობა ყველა სოციალური საფეხური, რელიგიური და ყველა სხვა განსხვავება, რომლებიც ზემოქმედებენ ადამიანთა ურთიერთობებზე საზოგადოებაში. ყველანი საერთო საცხოვრებელში იძინებენ და საზოგადოებრივ სასადილოებში ჭამენ; შემდეგ კი კანგ იუ-ვეი თავისი ბუდისტური იდეებით კიდევ უფრო შორს წავიდა. მან თქვა, რომ მოისპობა ყველა განსხვავება სქესებს შორის. რაკიღა კაცობრიობა ერთიანია, ამიტომ არ არსებობს მიზეზი ამაზე შეჩერებისათვის, მოძრაობა, წინსვლა უნდა გაგრძელდეს: არ უნდა იყოს ადამიანის პირველობა ცხოველების წინაშე - ცხოველებიც უნდა შევიდნენ ამ სამეფოში, რაკი ისინი არსებობენ... ბუდისტები ასევე ეთაყვანებიან ბოსტნეულსა და სხვადასხვა მცენარეებს, ამიტომ ამ „სამოთხეში" ბოსტნეულთა მთელი სამყაროც უნდა შევიდეს, მერმე კი განუსულიერებელ საგანთა მთელი სამყაროც. ასე, რომ უშუალოდ ქვეყნის დასასრულის წინ დადგება აბსოლუტური უტოპია ყველა შესაძლებელი არსებებისა, რომელნიც რაღაცნაირად ყველანი ერთად აღერევიან ერთმანეთს და ყველანი აბსოლუტურად თანასწორნი იქნებიან!... რა თქმა უნდა, ამის წაკითხვისას თქვენ იტყვით, რომ ეს ადამიანი, ალბათ, არანორმალურია. მაგრამ თუკი ყურადღებით განვიხილავთ ამ თეორიას, გასაგები გახდება, რომ იგი მომდინარეობს სიღრმისეული სურვილიდან ბედნიერი ცხოვრება იქნეს მოწყობილი ამქვეყნად. მაგრამ არანაირ წარმართულ ფილოსოფიას არ ძალუძს ბედნიერება მოუტანოს ადამიანებს ამქვეყნად, - არც ერთ ფილოსოფიას, ადამიანის მიერ შექმნილს. მხოლოდ ქრისტიანობა იძლევა იმედს არაამქ-ვეყნიური მეუფებისა. ქრისტიანობა ლაპარაკობს სრულყოფილების შესახებ, მაგრამ რადგანაც სოციალისტებს არა სწამთ საიქიო ცხოვრებისა და არა სწამთ ღმერთისა, ამიტომ ისინი ოცნებობენ შექმნან ასეთი სრულყოფილად მოწყობილი სამეფო ამქვეყნადვე. აი, სწორედ ამაში მდგომარეობს კომუნიზმის იდეა. თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რა ხდება, როცა ამ იდეას პრაქტიკაში ახორციელებენ. იყო ექსპერიმენტი საფრანგეთის რევოლუციით, რომლის იდეები, უეჭველია, კარგი იყო - თავისუფლება, თანა-სწორობა, ძმობა; ანდა იყო ბოლშევიკური რევოლუცია, თუ სხვა განსხვავებული კომუნისტური რევოლუციები ჩვენთან უფრო მახლობელი დროისა. სულ ბოლო მაგალითი - კამბოჯაა, საცოდავი, ღარიბი, პატარა ქვეყანა, რომელიც სამი წლის განმავლობაში ევნებოდა კომუნისტური მმართველობისაგან და სულ ცოტა, თავისი მოსა-ხლეობის მეოთხედი დაკარგა, რომელიც განადგურებულ იქნა, რადგან ეს ადამიანები არ შეესატყვისებოდნენ რეჟიმის მოთხოვნებს. გაანადგურეს ყველა, ვისაც კი განათლება საშუალო სკოლის ზევით ჰქონდა, - ყველა, ვინც დამოუკიდებლად აზროვნებდა და ასე შემდეგ. ახლა ეს რეჟიმი დამხობილია იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც არ არიან მათსავით უმოწყალონი, დაუნდობელნი, მაგრამ სიხარულისათვის მაინც არა გვაქვს განსაკუთრებული მიზეზი. ეს ყოველივე გვიჩვენებს, რომ როცა ცდილობენ განახორციელონ ეს იდეები, მაშინ ვიღებთ არა სამოთხეს ამქვეყნად, არამედ - უფრო ჯოჯოხეთს ამქვეყნად. მართლაც, მთელი ექსპერიმენტი, ჩატარებული რუსეთში ბოლშევიკების მიერ, არის ცხადი დადასტურება იმისა, რომ ამქვეყნად არ არის და არ შეიძლება იყოს სამოთხე, არამედ მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაშია იგი „შემდგომად დევნისა" (მარკოზი 10, 30). უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება, რომ უკვე ამქვეყნიურ ცხოვ-რებაშივე ასმაგად მოგვეგება ყოველივე იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ქრისტესთვის, და ეს ყოველივე დევნულებათა შორის იქნება. ხოლო ვისაც სურს ამქვეყნადვე მოიწყოს ბედნიერება და უტანჯველად, დევნულებათა გარეშე და თვით ღმერთის რწმენის გარეშე ჰგიებდეს მასში, ის მხოლოდ ჯოჯოხეთს მოიწყობს ქვეყნად. (გაგრძელება იქნება...)
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"
უკან დაბრუნება |