მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი განმსჯელობა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

სულიერი განმსჯელობა - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


25-10-2015, 00:02

 

 

  ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კი ადამიანი ძირითადი მართლმა-დიდებლური ლიტერატურის წაკითხვის მეშვეობით იძენს, არის განმსჯელობად წოდებული სათნოება. როცა ჩვენ ორი ისეთი მოვლენა გვხვდება, რომლებიც აბსოლუტურად, ანდა ძალზე ურთიერთმიმს-გავსებულნი გვეჩვენება, მაშინ ჩვენი განმსჯელობითი უნარი გვეხმარება გავარჩიოთ, რომელი მათგანია ჭეშმარიტი, და რომელი - ცრუ, ანუ სად არის ქრისტეს სული, და სად - ანტიქრისტეს სული.

   თავად არსობრიობა ანტიქრისტესი, რომელიც მსოფლიოს უკანასკ-ნელი დიდი განმგებელი და ქრისტეს უკანასკნელი დიდი მოწინააღმდეგე უნდა იყოს, - ეს არის არსობრიობა ანტი-ქრისტესი, და ეს „ანტი" მხოლოდ „მოწინააღმდეგეს" კი არ ნიშნავს, არამედ „მის მსგავსებასაც, მის ნაცვალსაც". ანტიქრისტე, როგორც მის შესახებ ყველა წმიდა მამა ამბობს თავის ნაწერებში, ისეთი ვინმე იქნება, ვინც მთელის ძალისხმევით ეცდება ქრისტეს მიემსგავსოს, მოატყუოს ადამიანები და თავისი გარეგნობით ისე წარმოუდგეს მათ, თითქოს იგი ამქვეყნად კვლავ მოსული ქრისტეა. ამიტომაც, თუკი ადამიანს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ქრისტიანობის შესახებ, ანდა თუკი საღმრთო წერილის კითხვისას მხოლოდდამხოლოდ საკუთარი გაგებით ხელმძღვანელობს (ხოლო საკუთარი გაგება გარემოცვის ზეგავლენით ყალიბდება, და ეს გარემოცვა ახლა ქრისტიანული კი არა, ანტიქრისტიანულია, მაშინ ამგვარი ადამიანი უსათუოდ ყველაზე ანტიქრისტიანულ დასკვნებამდე მივა. და როცა ანტიქრისტეს დაინახავს, იგი შეცდომით მიიღებს მას ქრისტედ.

   ჩვენ რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეგვიძლია იმის წარმოსაჩენად, თუ ვით შეიძლება განმსჯელობის სათნოება დაგვეხმაროს ზოგიერთი, საკმაოდ რთული მოვლენის შეცნობაში. ერთ-ერთი ასეთი მოვლენაა ქარიზმატული მოძრაობა. ინდიანაში (აშშ-ის შტატი - რედ.) არის ერთი ბერძენი მღვდელი, მამა ევსევი სტეფანუ, რომელიც ამ მოძრაობას მართლმადიდებელ ეკლესიაში ავრცელებს. მას მიმდე-ვართა და თანამგრძნობთა საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰყავს. იგი საბერძნეთშიც კი ჩავიდა, და მალე კვლავ აპირებს იქ გამგზავრებას, და ადამიანები იქაც ექცევიან მისი ზეგავლენის ქვეშ.

   მისი წარმატების ნაწილობრივი მიზეზი შეიძლება დავინახოთ იმა-ში, რომ იგი თავად ცხოვრობს მართლმადიდებელი ეკლესიის ატმოსფეროში, რომელშიც ადამიანები, არიან რა დაბადებითვე მართლმადიდებელნი ქრისტიანნი, ჩვეულებისამებრ დადიან მართლ-მადიდებლურ ტაძრებში, ეზიარებიან და ყველაფერს საეკლესიოს, ეკლესიასთან დაკავშირებულს ისე მიიღებენ როგორც ჯეროვანს, აუცილებელს. და რადგანაც ეს ყოველივე მათ ჩვევად გადაექცევათ ხოლმე, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეკლესიის მთელი აზრი და მნიშვნელობა არის იმაში, რომ ქრისტე ჩვენ გულებში დამკვიდრდეს, და შეიძლება ადამიანმა მთელი ცხოვრება მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირში დაჰყოს, ხოლო გულით ვერ განიღვიძოს. ამგვარ შემთხვევაში ეს ადამიანები წარმართებს ემსგავსებიან. მაგრამ საბოლოოდ მათ მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე წარმართებს. წარმართებმა არ უწყიან ქრისტე, ხოლო მართლმადიდებელი ადამიანი, რომელმაც არ იცის, თუ რა არის სულიერი ცხოვრება, ჯერ არ არის გაღვიძებული ქრისტესათვის.

   აი, ამგვარი ატმოსფეროდან არის გამოსული მამა ევსევიც. ხედავს რა, რომ იგი სულიერად მკვდარია (და სავსებით სწორიცაა ეს, რომ ბევრი რამ მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველდღიურ ცხოვრებაში სულიერად მკვდარია), მას სურს განაცოცხლოს იგი. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ იგი თვითონაც განმსჭვალულია მისი სულისკვეთებით. იგი, თავისი ჩვეულებისამებრ, ირჩევს ერთ-ორ წიგნს, მის მსოფლმხედველობას რომ ესადაგებიან, მაგრამ მას არა აქვს მტკიცე საფუძველი - მართლმადიდებლური წყაროები. მას გაცნობიერებული არა აქვს, რომ მართლმადიდებლური წიგნები ყველაზე მნიშვნელოვანია საკითხავად.

   თუკი თქვენ ყურადღებით მოეკიდებით ყოველივე იმას, რასაც მღვდელი ევსევი სტეფანუ და ქარიზმატული მოძრაობის სხვა მოღვაწენი ამტკიცებენ (ჩემს წიგნში - „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია" - დეტალურად არის განხილული ეს თემა), მაშინ დაინახავთ, რომ ის, რასაც ისინი სულიერ აღორძინებად და სულიერ ცხოვრებად ხმობენ, სინამდვილეში არის ის, რასაც არცთუ შორეული წარსულის მამები, მაგალითად ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი), ძალზე დიდი სიფრთხილით აღწერდნენ როგორც ხიბლს, ანუ როგორც მხურვალების მაგვარს სისხლში, რომლის გამოც ადამიანს ეჩვენება, რომ მას სულიერება აქვს შეძენილი, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მას ვერც კი გაუგია მისი არსობრიობა. სინამდვილეში კი ეს, როგორც ქვეყანა ცისაგან, ძალზე განსხვავდება ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისაგან, რომელიც ძირითად მართლმადი-დებლურ წიგნებშია ასახული.

   სრულიად დამოუკიდებლად გარეგანი დეტალებისაგან - თუ როგორ ლოცულობენ ისინი და კეროდ რა გამოიხატება მათს მსახურებებში, თქვენ ხედავთ, რომ მამა ევსევისა და ყველა ქარიზმატის თვით უმთავრესი იდეაა ცრუ. გუშინ ჩვენ მივიღეთ მამა ევსევის ჟურნალი „ლოგოს"-ი. მასში იგი ლაპარაკობს უკანასკნელ დროში სულიწმიდის მრავალრიცხოვან გამოვლინებებზე, რაც მისი აზრით, ქრისტეს მეორედ მოსვლისათვის განამზადებს ადამიანებს; იგი ამბობს, რომ ყველა ქრისტიანი უნდა განახლდეს, მიიღოს სულიწმიდა, ალა-პარაკდეს სხვადასხვა ენებზე; და სწორედ განგვამზადებს ქრისტეს მეორედ მოსვლისათვისო, ხოლო მანამდე, ქრისტეს მოსვლამდე დიდი სულიერი გადმოღვრა, გამოვლინება იქნებაო.

  თუკი თქვენ ყურადღებით, წინასწარ შექმნილი შეხედულების გარეშე წაიკთხავთ საღმრთო წერილს, წმიდა მამათა განმარტებების გარეშეც დაინახავთ, რომ მასში არსად არაფერი არ არის ნათქვამი დიდი სულიერი გადმოღვრის, გამოვლინების შესახებ ქვეყნის დასასრულის წინ. თავად ქრისტე ამბობს ამის საწინააღმდეგოს. თავიდან იგი გვაძლევს სწავლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვილოცოთ და როგორ უნდა გვწამდეს, რათა სასო არ წარვიკვეთოთ. მას მოჰყავს ქვრივი ქალის მაგალითი, რომელიც მსაჯულთან მიდიოდა და დაცვას სთხოვდა „წინამოსაჯულისაგან" - მოცილესაგან. და უფალი გვეუბნება, რომ ჩვენც ასევე უნდა განვაგრძობდეთ ლოცვას და განუწყვეტლივ, სულ ვევედრებოდეთ ღმერთს, სანამ იგი არ შეისმენს ჩვენსას და შეწევნას არ მოგვმადლის (ლუკა 8, 1-8). ეს ძალზე მნიშვნელოვანი სწავლებაა ლოცვის შესახებ. შემდეგ უფალი ამბობს: „ხოლო მო-რაი-ვიდეს ძე კაცისაი, პოვოს-მეა სარწმუნოებაი ქვეყანასა ზედა?" (ლუკა 18, 8). სხვა სიტყვებით, იგი თითქოს ასე მოგვმართავს: მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყოველივე ეს მოგეცათ ღმერთისაგან, ქვეყნის დასასრულის წინ თითქმის აღარც იქნებიან ამქვეყნად ჭეშმარიტნი მორწმუნენი, ქრისტიანები. ეს სიტყვები - „პოვოთ-მეა სარწმუნოებაი ქვეყანასა ზედა?" - იმას ნიშნავს, რომ უფალი თითქმის ვერავის ნახავს ჭეშმარიტ მორწმუნეს. ქვეყნის დასასრულის წინ არ იქნება ადამიანთა - მორწმუნეთა დიდი სიმრავლენი, რომელნიც სულიწმიდით შთაგონებულნი ილოცებენ. ყველა წმიდა მამა, ვინც კი ამ თემას შეჰხებია, ლაპარაკობს დიდი უბედურებების, განსაცდელების შესახებ ქვეყნის დასასრულს, და ასევე იმაზედაც, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები მიეფარებიან და უცნობნი იქნებიან თანადროეული მსოფლიოსათვის. ისინი კი, ვინც მსოფლიოს ეცოდინება, არ იქნებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, ნამდვილი მორწ-მუნეები.

   ჩვენს დღეებში დიდი გამოცოცხლება შეინიშნება ქარიზმატული მო-ძრაობისა ნოტრ-დამის უნივერსიტეტში. და იერუსალიმშიც ყოველწ-ლიურად ტარდება ქარიზმატული კონფერენციები სულიწმიდის შესახებ. ერთად იკრიბებიან ხოლმე სამოცი-სამოცდაათი ათასი ადამიანი, ერთად ლოცულობენ, ხელებს ზე-აღიპყრობენ და ვითომცდა სხვადასხვა ენებზე მეტყველებენ; თითქოსდა მოციქულთა დრო დაბრუნებულიყოს. მაგრამ თუკი ღრმად ჩავუკვირდებით ყოველივე იმას, რაც ხდება, ცხადი შეიქმნება, რომ ყველაფერი ეს არასწორია, ყოველივე სულ სხვა სულით აღესრულება და არა ქრისტესმიერი სულით.

   ამიტომაც როცა მამა ევსევი ღირსი მამის სვიმეონ ახალი ღვთისმე-ტყველის შესახებ ლაპარაკობს და ამბობს იმას, თუ როგორ უნდა იქნას შეცნობილი, ვინ არის სულიწმიდა და როგორ უნდა იქნას იგი აღქმული, მიღებული, - ეს ყოველივე მშვენიერია, ეს სწორი სწავლებაა, მაგრამ ეს სწავლება ამაოა, გამოუყენებელი და არაქმედითია, თუკი თქვენ არა გაქვთ შეძენილი სწორი, ქრისტესმიერი სული. მათ კი, ქარიზმატებს, ეს სული არასწორი, ცრუ აქვთ. არსებობს მრავალი ნიში, რომლებიც ცხადად მოწმობენ იმის შესახებ, რომ მათი ეს სული სულ სხვაა, და არამც და არამც საღმრთო.

   თუკი თქვენ ჭეშმარიტი სულიერი განმსჯელობა გაქვთ შეძენილი - ქრისტიანობის საფუძველთა შეცნობის შედეგი, მაშინ, უფრო დაკვირვებით შეხედავთ რა ამ მოვლენებს, რომელთაც მოციქულთა მიერ მოვლენებად წარმოგვიდგენენ და რომელნიც ვითომცდა ძველი ეკლესიის დრო-ჟამთ გვაგონებენ, ქრისტეს მეორედ მოსვლისათვის რომ ემზადებოდა უკვე, თქვენ დაინახავთ, რომ ეს სულაც არ არის იგივე მოვლენები და იგივე სულისკვეთება. სინამდვილეში მხოლოდ წააგავს იმას, რომ მათ, ქარიზმატებს, ქრისტეს ტაძრის აშენება სურთ, მაგრამ სინამდვილეში სრულიად საწინააღმდეგოს იქმან - ანტი-ქრისტეს აღუშენებენ ტაძარს.

  გარდა ამისა, სულიერი განმსჯელობა საშუალებას გვაძლევს ჩვენ სხვა მოვლენებიც შევიცნოთ და სწორად შევაფასოთ, ის მოვლენები, რომელნიც შესაძლოა არ არიან დაკავშირებულნი მართლმადიდებ-ლობასთან, და უბრალოდ რაღაცას ახალს წარმოადგენენ. როცა თქვენ პირველად ხვდებით ამგვარ მოვლენებს, თავიდან არ გესმით, თუ რა არის ეს. ამგვარი რამ დამახასიათებელია ინტელექტუალური გატაცებისათვის: რაღაც დაფარფატებს ჰაეროვან სივრცეში, თქვენ ხელს სტაცებთ მას, რადგან ამისი დრო მომწიფებულია; მერმე ამის შესახებ ყველა იწყებს ლაპარაკს და ეს მოდად იქცევა. არავის სავსებით, მთლიანად არ ესმის, თუ როგორ უბრალოდ იყვნენ ყველანი მზად ამისათვის, და აი, უცებ, ვიღაცამ მოიხსენია ეს, და მანაც ყოველგნით იწყო გავრცელება.

 

 

 მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი  

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ"  

 



უკან დაბრუნება