მთავარი > სექტანტიზმი, მთავარი გვედის ფოტო > "იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი III)

"იეღოვას მოწმეების საზოგადოების" ნამდვილი ისტორია - მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი (ნაწილი III)


17-10-2015, 00:03

 

   ჩ.ტ. რასელის სიკვდილის შემდეგ მისი დაარსებული საზოგადოების პრეზიდენტი გახდა ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდი. იგი 1869 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ მისურის საგრაფო მორგანში, ბაბტისტების ოჯახში. მის მშობლებს სურდათ, რომ მათი შვილი იურისტი გამხდარიყო. ჯოზეფი ერთ პერიოდში ამართლებდა კიდეც მათ იმედებს. მან დაამთავრა იურიდიული კოლეჯი, შემდეგ კიდევ ორი წელი სასამართლოში გაიარა პრაქტიკა. 1889 წელს ჯ. რუტერფორდი სასამართლოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნეს, ხოლო ორ წელიწადში ადვოკატურაში დაუშვეს (15, 53). ჯ. რუტერფორდის ცხოვრებაში 1894 წელი აღინიშნა "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" აქტივისტებთან შეხვედრით. მათგან "წმინდა წერილის გამოკვლევის" სამტომეულის შეძენის შემდეგ იგი რასელის სწავლებით დაინტერესდა და მეუღლესთან ერთად (10) ახალი თეოლოგიური დოქტრინების შესწავლა დაიწყო. 1906 წლიდან რუტერფორდმა თავი მთლიანად "საგუშაგო კოშკის საზოგადოებას" მიუძღვნა. ის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი გახდა, საჯარო ქადაგებებით გამოდიოდა და რასელის დაცვას ხელმძღვანელობდა უამრავ სასამართლო პროცესზე. რუტერფორდი გახდა "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" პრეზიდენტის უახლოესი თანაშემწე და ნდობით აღჭურვილი პირი. რასელის სიკვდილის შეტყობისთანავე მან ორგანიზება გაუკეთა მის დასაფლავებას. 1917 წელს რუტერფორდი საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. ჩ. რასელის სიკვდილის შემდეგ "ბიბლიის მკვლევრებს" შორის არეულობის პერიოდი დაიწყო. 1917 წელს რუტერფორდის რედაქცი-ით გამოიცა "წმინდა წერილის გამოკვლევის" მე-7 ტომი, სახელწოდებით "დასრულებული საიდუმლოებანი". საზოგადოების შტაბ-ბინაში ამ წიგნის უამრავმა დებულებამ უთანხმოება გამოიწვია. "ამ წიგნით ამოწმებდნენ ერთგულებას ბიბლიის მკვლევრების ხილული არხისადმი (რუტერფორდისადმი - გ. დ.), რომლითაც იეღოვა სარგებლობდა" (სკ, 15. 05. 1995, გვ. 21). ამასთან რუტერფორ-დმა გამოაცხადა, რომ 1914 წელს მოსალოდნელი "დიადი დღის ბრძოლა" (ანუ არმაგედონი) უკვე მოხდა, მხოლოდ ცაში, ხოლო სატანა და მისი ანგელოზები იმავე წელს დედამიწაზე ჩამოაგდეს (11). 1918 წელი გამოცხადდა მეორედ მოსვლის თარიღად (14, 41). რუტერ-ფორდის ამ პოზიციით შეწუხებულმა საზოგადოების გამგეობის ზოგიერთმა წევრმა პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შეზღუდვა და გამგეობის უფლებების გაფართოება მოითხოვა. გაბრაზებულმა რუტერფორდმა ორგანიზაციის უმაღლესი შემადგენლობის გასუფთავება დაიწყო. საზოგადოების ოთხი დირექტორი თანამდე-ბობიდან მოხსნეს და "ბიბლიის მკვლევრების" რიგებიდან გარიცხეს. შემდგომში მათ დააარსეს სექტა "ერისკაცთა მისიონერული მოძრაობა" და "ბიბლიის შემსწავლელთა ასოციაცია", რომელთა შემადგენლობაში შევიდა ახალი პრეზიდენტით უკმაყოფილო ბიბლიის 4 ათასი მკვლევარი. ამ სექტების წევრები თავს რასელის ერთადერთ მიმდევრებად თვლიდნენ და რუტერფორდს გარდაცვლილი მოძღვ-რის სწავლების დამახინჯებას აბრალებდნენ (14, 39). 1918 წლის მაისში "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. უახლოეს დროში მსოფლიო მთავრობების განადგურების შესახებ საზოგადოების პუბლიკაციები შეერთებული შტატებისა და კანადის სამართალდამ-ცავი ორგანოების მიერ მიღებულ იქნა, როგორც არსებული სახელმწიფო წყობის შეცვლისაკენ მოწოდება. "ბიბლიის მკვლევრების" შტაბ-ბინა დალუქეს, ხოლო გამგეობის 8 წევრი ჯ. რუტერფორდის ხელმძღვანელობით დააპატიმრეს. 9 თვის შემდეგ, 1919 წლის მარტში ისინი გაათავისუფლეს, ხოლო 1920 წელს მათ მიმართ წამოყენებული ყველა ბრალდება ოფიციალურად მოხსნეს (15, 55). შოკმა, რომელიც "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" მიმართ უსამართლო ბრალდებებმა გამოიწვია, საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ჯ. რუტერფორდი მმართველობის წევრების დაპატიმრებასა და განთავისუფლებას განიხილავდა, როგორც ომს იეღოვასა და სატანას შორის. 1918 წელმა "იეღოვას მოწმეების" წარმოდგენაში ესქატო-ლოგიური ჟღერადობა შეიძინა და იეღოვას "დიდ სასულიერო ტაძარში... სამსჯავროდ" მოსვლის დღედ ჩაითვალა (სკ, 1. 12. 1992, გვ. 13).

  რუტერფორდმა მაშინვე დაიწყო მკაცრად სტრუქტურიზებული "თეოკრატიული ორგანიზაციის" კონცეფციის დამუშავება. მან საზოგადოებიდან მისთვის არასასურველი ხელმძღვანელები თანდა-თანობით გარიცხა. დაპატიმრებამ გამგეობის წევრები გააერთიანა. "მაგრამ, ეს ჯგუფიც საჭიროებდა გასუფთავებას. ზოგიერთი მათგანი, ვინც ამ ხალხს შეუერთდა, რწმენის მტერი აღმოჩნდა და საჭირო იყო მათგან განთავისუფლება" (სკ, 1. 12. 1992, გვ. 14)

   საერთოდ კი რუტერფორდის ბრძოლა საზოგადოების ხელმძღვანე-ლებს შორის "სარწმუნოების მტრებთან" გრძელდებოდა თითქმის მის სიკვდილამდე. რადგანაც რუტერფორდის ზოგიერთი ოპონენტი მონაწილეობდა "საგუშაგო კოშკის ჟურნალის" გამოცემაში, პრეზიდ-ენტმა დაითხოვა სარედაქციო კომიტეტი და ჟურნალი პირადი კონტროლის ქვეშ დააყენა. მაშინვე, 1919 წელს, მან დაიწყო საზოგადოების მეორე ჟურნალის "ოქროს საუკუნის" (ამჟამად "გამოფხიზლდით!") გამოშვება (14, 39). რაც შეეხება ახლო არმაგედ-ონზე წინასწარმეტყველებას (12), რომელიც "ბიბლიის მკვლევრების" სწავლების განუყოფელი ნაწილი გახდა, დიდი ხნით არ დააყოვნა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რასელის "წმინდა წერილის გამოკვლევებზე" გამოცემულ კომენტარებში, ჯ. რუტერფორდმა განაცხადა: "ქრისტიანობიდან განდგომილები აბსოლუტურად განიდევნებიან. 1920 წლის შემოდგომაზე ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩება მსოფლიოს ყოვლისმომცველ, დამანგრეველ ანარქიას" (13, 73). ამ თარიღის გასვლის შემდეგ ყურადღება მიექცა 1921 წელს (14, 41). მაგრამ "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" პროპაგანდის-ტულმა კამპანიამ უდიდესი გაქანება 1925 წელთან დაკავშირებით მიიღო: "1918 წლიდან ბევრგან იკითხებოდა მოხსენებები თემაზე - "ამჟამად მცხოვრები მილიონი ადამიანი არასოდეს მოკვდება!" (7, 10). თვითონ რუტერფორდმა ეს მოხსენება (როგორც ჩანს, კორექ-ტირებული) 1922 წელს შტატ ოჰაიოს ქ. სიდარ-პოინტში, ნაციონალურ ყრილობაზე წაიკითხა  მოხსენების მსვლელობის დროს მან "ნათლად გვიჩვენა, რომ "დიდმა მეუფემ" 1914 წელს, კაცობრიობის აღსასრულს მიიღო დიდი ხელისუფლება და დაიწყო მართვა" (სკ, 1. 05. 1991, გვ. 7). ეს იდეა "იეღოვას მოწმეების" მიერ დღემდე ვრცელდება, მაგრამ მათ არ უყვართ იმის გახსენება, რომ ჩ.ტ. რასელი "ქრისტეს უხილავ მოსვლას" 1874 წელს აკუთვნებდა. უფრო მოკლე ხდება მათი მეხსიერება, როდესაც რუტერფორდის მოხსენებაში ლაპარაკია "გამოცხადებაზე". ის ამტკიცებდა: "ქრისტე მეორედ მოვიდა 1914 წელს, ხოლო მესიის სასუფევლის მიწიერი ფაზა 1925 წელს დაიწყება... ჩვენ უეჭველად უნდა ველოდოთ, რომ 1925 წელი აღინიშნება აბრაამის, ისააკის, იაკობისა და ღვთის სხვა ერთგული წინას-წარმეტყველის დაბრუნებით. ღვთის შეპირების თანახმად ისინი მკვდრეთით აღდგებიან" (Millions Now Living Will Never Die, Brooklyn. WWTB&TS. 1929, ციტ. 10, 6). რუტერფორდის ეს "გამოცხადებები" აღფრთოვანებით მიიღეს. დაიწყო აქტიური პროპაგანდისტული კამპანია, რომელმაც "ბიბლიის მკვლევრების" რიგები ძალიან სწრაფად გაზარდა. მხოლოდ 1925 წლის განმავლობაში მან შეადგინა 43% (14, 41). "ბიბლიის მკვლევრები" არმაგედონს წარმოადგენდნენ, როგორც რაღაც "სოციალურ რევოლუციას" (სკ, 15. 05. 1995, გვ. 18), რომელსაც თან ახლავს ზებუნებრივი მოვლენები. მაგრამ არც ქრისტეს მოსვლა, არც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა და მიცვალებულების აღდგომა, არც "სოციალური რევოლუციები", რომლის მსვლელობაში რასელისა და რუტერფორდის მიმდევრები ღვთის სასუფევლის წევრები უნდა გამხდარიყვნენ, 1925 წელს არ მომხდარა. ამიტომ უკვე 1926 წელს "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" 50%-ზე მეტმა ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაწყვიტა (14, 41). ამიტომ საჭირო იყო ახალი იდეა, რომელიც შეძლებდა სამარცხვინო მარცხიდან საზოგადოების რიგითი წევრების ყურადღების გადატანას. ეს იდეა ძალიან სწრაფად მოიძებნა. თავისი ისტორიის თითქმის 50 წლის მანძილზე "ბიბლიის მკვლევრებს" დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ ღმერთის ერთ-ერთი (თუმცა, დამახინჯებული) სახელისათვის - იეღოვა. მათი მოღვაწეობა განისაზღვრებოდა, როგორც "მეუფისა და მისი სასუფევლის გამოცხადება" (სკ, 1. 05. 1994, გვ. 26) და იესო ქრისტეს სახელთან იყო დაკავშირებული. 1926 წლიდან "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" მთავარი ამოცანა "იყო ღმერთი იეღოვას სახელის გამოცხადება". "1927 წლიდან დაწყებული უხუცესები, რომლებიც ამ ბიბლიურ ვალდებულებას არ აღიარებდნენ, ნელ-ნელა გადააყენეს (სკ, 1. 05. 1994, გვ. 26). ერთდროულად რიგითი მორწმუნეების მხარდამჭერი ღონისძიებებით განამტკიცებდნენ რწმენას, რომ კაცობრიობის აღსასრული სულ ახლოსაა. 1930 წელს შტატ კალიფორნიის წყნარი ოკეანის სანაპიროს საკურორტო ქალაქ სან-დიეგოში ააშენეს შესანიშნავი ვილა, რომელსაც "თავადების სახლი" უწოდეს. მასში, რუტერფორდის მტკიცებით, აღდგომის შემდეგ ბიბლიური წინასწარმეტყველები დასახლდებოდნენ. იმისათვის, რომ წმინდანების მოლოდინში ვილა ცარიელი არ ყოფილიყო, მასში თვით რუტერფორდი დასახლდა. წელიწადის თბილ მონაკვეთს იგი ნიუ-იორკში ატარებდა, ხოლო ცივს - სან-დიეგოში. 1948 წელს ეს ვილა, რომელიც აუსრულებული წინასწარმეტყველების სიმბოლოდ იქცა, ჩუმად გაყიდეს (12, 32). 1935 წლის 13 იანვარს რადიოთი გამოსვლის დროს (სიტყვა 103 რადიოსადგურის მიერ მთელ მსოფლიოში იყო ტრანსლირებული) რუტერფორდმა განაცხადა, რომ არმაგედონამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა და მოუწოდა ყველას, ვისაც სიცოცხლის გადარჩენა სურდა, მისი ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო (10, 68). 1938 წელს ბროშურაში - "შეხედე ფაქტებს თვალებში და გადარჩენის ერთადერთ გზას გაეცანი" - რუტერფორდი თავის ახალგაზრდა მიმდევრებს ურჩევდა არ შეუღლებულიყვნენ მეორედ მოსვლამდე, რომელიც სულ ცოტა ხანში იყო მოსალოდნელი და შემდგომ ქრისტეს სასუფეველში შეუღლებულიყვნენ. ის წერდა: "იეღოვას მოწმეები ახლა რომ შეუღლდნენ და და ბავშვები გააჩინონ, არის თუ არა ეს წმინდა წერილთან შეთანხმებული? არა! - ვიპოვით პასუხს წმინდა წერილში... ბიბლია ამტკიცებს, რომ დედამიწა ხალხით უნდა შეივსოს არა არმაგედონის წინ, არამედ შემდგომ... სჯობს "იეღოვას მოწმეებმა" მოიცადონ ორიოდე წელი, სანამ გაივლის არმაგედონის ცეცხლიანი ქარბუქი. ამის შემდეგ ქორწინება სასიამოვნო იქნება" (12. 38). 20-იანი წლების ბოლოდან "საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში" საორგანი-ზაციო ცვლილებები დაიწყო. ჯ. რუტერფორდმა ხელმძღვანელო-ბიდან მოიშორა თავისი ოპონენტები და თეოკრატიული ორგანიზაციის შენება დაიწყო 20-იანი წლების ბოლოს "... დაინიშნა საზოგადოების გამსვლელი წარმომადგენლები, პილიგრიმები, იმისათვის, რომ რელიგიური სამსახურებრივი ხელმძღვანელობა განახორციელონ" (სკ, 1. 05. 1994, გვ. 26). ამით ჯ. რუტერფორდმა საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებებზე გააძლიერა ცენტრის კონტროლი. 1931 წელს შტატ ოჰაიოს ქ. კოლუმბუსში ჩატარებულ კონგრესზე "ბიბლიის მკვლევრებმა" შეიცვალეს სახელწოდება და "იეღოვას მოწმეები" დაირქვეს (სკ, 1995, გვ. 22). იმისათვის, რომ "ცრუ რელიგიისაგან" განსხვავდნენ (ასე "იეღოვას მოწმეები" უწოდებენ ქრისტიანებს), 20-იანი წლების ბოლოს მათ უარი თქვეს ქრისტეშობის დღესასწაულის და შემდგომ - ყველანაირი დღესასწაულის აღნიშვნაზე. 1936 წელს მათ უარყვეს ჯვრის გამოსახულება, იმის მტკიცებით, რომ ქრისტე აცვეს ძელზე (სკ, 10. 05. 1995, გვ. 19-20). (გაგრძელება იქნება...)

 

მღვდელმონაზონი გერმანე დვორცოვი  

 

 

(1) ამჟამად ეს ქალაქი აღარ არსებობს, პიტსბურგს შეუერთდა, რომლის გარეუბანიც იყო.

(2) პრესვიტერიანობა - კალვინიზმის ერთ-ერთი უკიდურესი ფორმაა, პრესვიტარიანელები უარყოფენ ჯვრის გამოსახულებას, ლიტურგიას, კითხულობენ მხოლოდ საკუთარ ლოცვებს. პრესვიტერს საზოგადოების წევრები ირჩევენ. ადგილობრივი საზოგადოებები გაერთიანებულია საოლქო და სახელმწიფო კავშირებში.

(3) კონგრეგაციონალიზმი - კალვინიზმის ერთ-ერთი ფორმაა. მისი თავისებურება ის არის, რომ სარწმუნოების საკითხებში ცალკეული კონგრეგაცია (საზოგადოება) აღიარებს მხოლოდ თავის ავტორიტეტს.

(4) ახალგაზრდა ქრისტიანული ასოციაცია (YMKA).

(5) ადვენტისტების სექტა დაარსდა 1833 წელს აშშ-ში უ. მილერის მიერ, რომელიც 1943 წლისათვის სამყაროს დასასრულს ქადაგებდა. როდესაც წინასწარმეტყველება არ ასრულდა, გამოცხადდა, რომ მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღია 1944 წელი. მორიგი მარცხის შემდეგ სექტა რამდენიმე ჯგუფად გაიყო, რომელთაგან ზოგიერთმა "ბიბლიური გამოთვლები" შეწყვიტა, სხვები კი "აზუსტებდნენ", რომ სამყაროს დასასრული 1874 წელს მოხდებოდა.

(6) როგორც ჩანს, "მეორე ადვენტისტები" - "ადვენტისტების მეშვიდე დღის" ერთ-ერთი ჯგუფის ადგილობრივი დასახელებაა, რომელიც უარყოფს წმინდა სამებას, საიქიო ცხოვრებას, სულის არსებობას და ა.შ.

(7) წინასწარი განსაზღვრა (ბედისწერა, დანიშნულება) - კალვინიზმის ერთ-ერთი ძირითადი დოქტრინაა, რომლის მიხედვით ხალხის ერთი ნაწილი თავიდანვე გადარჩენისათვის არის განსაზღვრული, მეორე ნაწილი კი - მუდმივი ტანჯვისათვის.

(8) როგორც ჩანს, ნ. ბარბოუერი განეკუთვნება ადვენტისტების დაჯ-გუფებას, რომელმაც ქვეყნის დასასრული 1844 წლიდან გადასწია 1874 წლისათვის, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ის "უხილავად" მოხდა.

(9) 1909 წელს ჟურნალის დასახელებიდან ამოიღეს სიტყვა "სიონის". 1939 წელს სიტყვები "ქრისტეს დასწრება" შეცვალეს სიტყვებით "ქრისტეს მეუფება", ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ჟურნალმა მიიღო ახლანდელი სახელწოდება "საგუშაგო კოშკი იუწყება იეღოვას მეუფებას". იხ. Jehova's Witnesses in the Divine Purpose, Brooklyn WTB&TS 1959 - P. 22 note "m" (16, 225).

(10) ინფორმაცია ჯ. რუტერფორდის ოჯახის წევრების შესახებ პრაქტიკულად არ არსებობს. 1960 წლის 30 ნოემბრის "საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების" წერილში აღნიშნულია შემდეგი: "ძმა რუტერფორდს ჰყავდა მეუღლე, თუმცა ის ინვალიდი იყო და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. ამ მიზეზით ბიოგრაფიულ მასალებში მასზე ინფორმაცია არ არის. ძმა რუტერფორდი ძირითადად ცხოვრობდა აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეუღლეს სჯეროდა ჭეშმარი-ტებისა, მის ვაჟს კი - არა" (15, 53).

(11) ჯ. რუტერფორდმა, როგორც ჩანს, გვერდი აუარა იესოს სიტყვებს "ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლუკა 10, 18) და წინასწარმეტყველ ესაიას მტკიცებას "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეი განთიადისა!" (იხ. 14, 12). ბიბლიის მიხედვით ეს ადამიანის შეცოდებამდე მოხდა (შესაქმე 3).

(12) არმაგედონი არის იმ ადგილის დასახელება, სადაც მოხდება ღმერთთან ანტიქრისტეს და მიწიერი მეფეების საბოლოო ესქატო-ლოგიური ბრძოლა (გამოცხ. 16, 16). იეღოვას მოწმეებისათვის ეს სიტყვა ნიშნავს თვითონ ბრძოლას და მოვლენებს, რომლებსაც მოჰყვება მიცვალებულთა აღდგომა და ღვთის სამსჯავრო.

(13) კალვინისტების მთავარი ჯგუფის ოფიციალური დასახელება.

(14) იეღოვას მოწმეების წარმოდგენით კაცობრიობას დედამიწაზე არსებობისათვის მიცემული აქვს 6000 წელი, რის შემდეგაც დადგება არმაგედონი. ამიტომ "ბიბლიის მკვლევრები" ცდილობდნენ დაედგინათ ადამის შექმნის თარიღი. ამ თარიღიდან გამომდინარე შემდგომში ასახელებდნენ არმაგედონის წელს.

(15) წიგნის გამოცემის თარიღი წინასწარ იყო განსაზღვრული კონგრესის მესამე დღეს, რის საფუძველზედაც შეიტანეს ცხრილში.

(16) აქ იგულისხმება "სულიერი ისრაელი", ე.ი. "საგუშაგო კოშკის საზოგადოება" და მისი წევრები.

(17) ვ. შნელი გერმანიაში დაიბადა. 1921 წელს ბიბლიის მკვლევრებთან ერთად მოინათლა. აქტიური მუშაობისათვის იგი ბრუკლინში მიიწვიეს, სადაც 1927 წლიდან 1954 წლამდე პასუხსაგებ თანამდებობაზე იმყო-ფებოდა. ხანგრძლივი სულიერი ძიებების შედეგად შემდგომში დატოვა საზოგადოება და 1959 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი - "13 წელი - საგუშაგო კოშკის მინობაში" (იხ. 12, 32).

(18) 2014 წელს იეღოვას მოწმეების წარმოდგენით სრულდება 100 წელი "ქრისტეს უხილავი მოსვლის" მომენტიდან. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ "სულით ცხებულთა" შემცირების ტემპები (თუ ფალსი-ფიცირებული არ არის). თუ ჩავთვლით, რომ 10 წლის განმავლობაში კვდება 1000 "ცხებული" (იხ. ცხრილი "ნარჩენი"), მაშინ ამჟამინდელი მათი რაოდენობა - 8681 შემცირდება და 10-15 წლის შემდეგ რამდენიმე ათეული უხუცესი დარჩება.

(19) იგულისხმება რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა, შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. მაგრამ ამ სვეტის მაჩვენებლების უმეტესი ნაწილი, ჩემი აზრით, პირველ სამ სახელმწიფოზე ვრცელდება.

(20) ანგარიშში არის ეს ციფრი. შესაძლებელია, აქ "საგუშაგო კოშკის შეცდომა იყოს".

 



უკან დაბრუნება